თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2013, 14:11
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1203,
კომენტარები: 7
სმოლინგი: ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება იყო
კრის სმოლინგმა ისაუბრა გასულ მატჩზე, სადაც "იუნაიტედმა" უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვება შეძლო.
სმოლინგი: ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება იყო
კრის სმოლინგმა ისაუბრა გასულ მატჩზე, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეძლო "ქამბექის" შესრულება და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა "ჰალთან".

მასპინძლები უცებვე დაწინაურდნენ ორ ბურთიანი უპირატესობით, თუმცა სმოლინგამ შეძლო სხვაობის შემცირება, შემდეგ კი რუნიმ შესანიშნავი გოლით ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ კი გადამწყვეტი გოლი ჯეიმს ჩესტერმა გაიტანა საკუთარ კარში.

"იუნაიტედის" მცველი კრის სმოლინგი დარწმუნებულია, რომ ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ექნება სატიტულო ბრძოლაში და მოხარულია, რომ თავისი გოლით დაეხმარა გუნდს.

"ძალიან გამიხარდა, რომ გოლის გატანა მოვახერხე, ვფიქრობ ამ გოლმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. რუნი ძალიან კარგ გადაცემებს აკეთებდა სტანდარტულებიდან, შემდეგ კი თვითონაც შეძლო გოლის გატანა."

"ვფიქრობ, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულები იყო, რადგან ჩვენ შევძელით წარმატებული სერიის გაგრძელება. ჩვენ ამ მატჩს დიდი თვითდაჯერებულობით შევხვდით და იგივე მოხდება შემდეგ მატჩებშიც. უკვე საკმარისი ქულები დავკარგეთ ამ სეზონში, უნდა ვეცადოთ, რომ ეს აღარ მოხდეს და გავაგრძელოთ გამარჯვებები."


მცველი ძალიან უკმაყოფილო იყო "იუნაიტედის" თამაშით საწყის წუთებში, თუმცა შეაქო თანაგუნდელების ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვების ჟინი.

"ეს იყო საზიზღარი სტარტი" - აღიარა სმოლინგმა. "ბოლო რამდენიმე მატჩში ჩვენ კარგად ვმუშაობდით დაცვაში და ცოტა გოლს ვუშვებდით, ამიტომ ეს ძალიან ცუდი დასაწყისი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ წინ ორი კარგი თავდამსხმელი ყავდათ, თუმცა ვერ მოვახერხეთ თამაშის ორგანზება და მათ დიდი სივრცეები მივეცით."

"ჩვენ ამაზე გასახდელში ვილაპარაკეთ და საბედნიეროდ მეორე ტაიმში მოვახერეთ კარის შენახვა და თამაშის მოგება, სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა სასიკვდილო დარტყმა ჩვენთვის. ძალიან უიღბლო აღმოჩნდა 'ჰული' რადგან გადამწყვეტი გოლი მათ საკუთარ კარში გაიტანეს."

"ჰულს ბევრი შანსი ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო ათ წუთში. ეს ნამდვილად გასაგიჟებელი "ბოქსინგ დეი" იყო და მთელი თამაშის განმავლობაში არასდროს შემიხედავს საათისთვის. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ მომავალ მატშებში."


წყარო: Manutd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Man United Fan
27 დეკემბერი 2013 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
Comeback ეს კარგი იყო, მაგრამ თავის კარში რომ არ გაეტანა ჩესტერს , ვერ მოვიგებდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
№2
ავტორი: Vodafone
27 დეკემბერი 2013 14:15
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Man United Fan,
ის გოლი გარდაუვალი იყო, უკან რუნი იყო და რომ გაეშვა ჩესტერ უეჭველი იტანდა. რომც ვერ გავეტანა იმ მომენტში, დიდი დრო იყო და აუცილებლად მოვახერხებდით რაღაცას, ერთი-ორი შანსი გვქონდა კიდე.
0
№3
ავტორი: UTD-Rule
27 დეკემბერი 2013 14:27
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კი გვანერვიულეთ,მაგრამ მართალია სმოლინგი დიდი მნიშვნელობის მქონე მატჩი იყო და მთავარია სამი ქულა ავიღეთ winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: A.J.44
27 დეკემბერი 2013 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
Vodafone,
რუნი იტანდა ძმა მერე გოლს
0
№5
ავტორი: GGMU
27 დეკემბერი 2013 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ჩესტერს რო არ გაეტანა რუნი იტანდა
0
№6
ავტორი: VaRdo
27 დეკემბერი 2013 17:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იმედია შემდეგ მატჩშიც ესე არ გვანერვიულებთ : )) თორე უკვე დამაწყდა ნერვები ამდენი ნერვიულობით. ეს ბოლო წუთები ჩვენ სასარგებლოდ მიგვყავდა სულ და ეხლა პირიქით ხდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: red devil
27 დეკემბერი 2013 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia shemdeg tamashs mshvidad movigebt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top