თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2013, 19:43
ავტორი: love united,
ნანახია: 2044,
კომენტარები: 18
იანუზაისა და იანგს რუნიც შეუერთდა
თავდაპირველად იანგი, შემდეგ იანუზაი, ახლა რუნი- სიმულაციის "მარათონი" გრძელდება
იანუზაისა და  იანგს რუნიც შეუერთდა
"უეინი შესანიშნავი იყო. მას დავალებული ჰქონდა რამდენიმე საქმის ერთად შესრულება, რასაც თავი კარგად გაართვა"- განაცხადა შოტლანდიელმა დევიდ მოიესმა, მაგრამ არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, თუ რას მოიცავდა უეინისთვის მიცემული დავალებები. რუნიმ გუშინ მართლაც შესანიშნავად ითამაშა- გაიტანა გოლი და გააკეთა ორი საგოლე პასი. სწორედ მან მოაგებინა "იუნაიტედს" "ბოქსინგ დეის" მატჩში "ჰალ სიტის" წინააღმდეგ. აღსაღნიშნავი ფაქტია- მისი ბრწყინვალე გოლი 26-ე წუთზე ინგლისელისთვის იყო 150-ე მანჩესტერულ კლუბში. ამიტომ კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება მის საქციელთან დაკავშირებით- რატომ მიმართა სიმულაციას ჰადელსტოუნთან ორთაბრძოლისას?

იანუზაისა და  იანგს რუნიც შეუერთდა


იანუზაისა და  იანგს რუნიც შეუერთდა

ჰადელსტოუნი ცდილობს არ შეეხოს რუნის, მაგრამ ის მაინც იქცევა


იანუზაისა და  იანგს რუნიც შეუერთდა


იანუზაისა და  იანგს რუნიც შეუერთდა

უეინი იმსახურებდა ყვითელ ბარათს სიმულაციის გამო


რუნი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია პრემიერ ლიგაში, ვინც ერთ კლუბში 150 გოლი გაიტანა. პირველი ტიერი ანრია, რომელიც "არსენალში" ასპარეზობდა. უეინი გუშინ მსაჯთან, მაიკლ ოლივერთან კამათის გამო გააფრთხილეს, მაგრამ მას შეეძლო მიეღო ყვითელი ბარათი 3-ჯერ. ყველაზე ცუდი ამ 3 ფაქტიდან სიმულაცია იყო, რასაც ბრიტანელი ფანები ვერ იტანენ. თავად რუნიმ 2009 წელს განაცხადა: "ყველამ, ვინც მიყურებს იცის, რომ მე სამართლიანი ფეხბურთელი ვარ. მე ვცდილობ მაქსიმალურად პატიოსნად ვითამაშო." "იუნაიტედის" ფეხბურთელი პირველად არ ვარდება ასეთ სიტუაციაში- სიმულაციას უკვე მივეჩვიეთ ეშლი იანგისა და ადნან იანუზაისგან.

იანუზაისა და  იანგს რუნიც შეუერთდა

შესანიშნავი გოლი, რომელიც რუნისთვის 150-ე გამოდგა "იუნაიტედში"


იანუზაისა და  იანგს რუნიც შეუერთდა


იანუზაისა და  იანგს რუნიც შეუერთდა

იანგს რეპუტაცია შეელახა არაერთი "დაივის" გამო


ორივე ნიჭიერი ვინგერია. მთავარმა მწვრთნელმა მათ არაერთხელ მოუწოდა პატიოსნად თამაშისკენ, მაგრამ უშედეგოდ. იანგი ხშირად ეცემა მოედანზე კონტაქტის გარეშე. ბოლოს ასეთი შემთხვევა "რეალ სოსიედადთან" თამაშის დროს დაფიქსირდა, როდესაც არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა ესპანელთა კარში. რაც შეეხება იანუზაის, მოიესი ამბობს, რომ მას მეტი დაცვა სჭირდება. ბელგიელი(ან შეიძლება ითქვას ალბანელი/ინგლისელი) ვარსკვლავი "მარათონში" სეზონის დასაწყისშივე ჩაერთო.

იანუზაისა და  იანგს რუნიც შეუერთდა

ადნანმა არაერთი გაფრთხილება მიიღო სიმულაციისთვის


იანუზაისა და  იანგს რუნიც შეუერთდა

მოიესმა ეს პრობლემა მალე უნდა მოაგვაროს


წყარო:dailymail
ახალი ამბები
18 კომენტარი
№1
ავტორი: love united
27 დეკემბერი 2013 12:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის :დ
0
№2
ავტორი: Lomsa099
27 დეკემბერი 2013 12:10
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
არაუშავს სიმულაციას ყვეა თუარა ფეხბურთელების 80 % მიმართავს ერთხელ მაინც :დ ან იქნებ ფეხი დაუცურდა უბრალოდ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№3
ავტორი: UTD-Rule
27 დეკემბერი 2013 12:12
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დარმწუნებული ვარ ძალით არ უქნია და უბრალოდ ინერციის ძალით წაიქცა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: A.J.44
27 დეკემბერი 2013 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
რუნიზე ვერავინ დამაჯერებს რო სიმულანტია
0
№5
ავტორი: Vodafone
27 დეკემბერი 2013 12:41
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აქ მაინც არ ჩანს კარგად, პატარა კონტაქტი იყო მგონია. რაც არ უნდა იყოს რუნიზე ვერავინ იტყვის სიმულიანტი არისო, მაგისნაირი მებრძოლი ფეხბურთელი არ არის პრემიერ ლიგაში
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
27 დეკემბერი 2013 12:47
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგით რა გჯერატ ეხლა, რომ რუნი მაგას ძალით გააკეთებდა?? შანსი არაა..რამდენი წელია თამაშობს და არასდროს უსიმულიანტია...ალბათ ვინმემ მანამდე უბიძგა რავირა
0
№7
ავტორი: Malboro463
27 დეკემბერი 2013 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვიდეო არა?
0
№8
ავტორი: Macklemore
27 დეკემბერი 2013 12:57
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაი რა, გუნდს ჭირდებოდა და მაგიტო გააკეთა. რუნის სიმულიანტობა გახსოვთ ისე? ეგრე ვალენსიამ თავი გააგდებინა რო ცოტა თამაში დაემშვიდებინა.
0
№9
ავტორი: LizarD
27 დეკემბერი 2013 13:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
როცა სისწრაფეში ხარ ოდნავი შეხებაც მიმართულებას გაკარგვინებს და რატომ არა? როცა გუნდს უტევენ თავისუფლად შეიძლება აკიდო ჯარიმა.... სიმულაცია არ იყო, ვუყურებდი და კონტაქტს ადგილი ქონდა
0
№10
ავტორი: Zizou
27 დეკემბერი 2013 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ათასში ერთხელ არაუშავს, იანგივით ხასიათში არ უნდა გადაუვიდეს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top