თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2013, 21:45
ავტორი: Amerigo,
ნანახია: 1741,
კომენტარები: 7
ისტორიის კვალდაკვალ (ნაწილი 1)
ამ სტატიაში მე გაგაცნობთ...
ისტორიის კვალდაკვალ (ნაწილი 1)
მოგესალმებით! მე ვარ ამ საიტის ერთ-ერთი პირველი წევრი და სასიამოვნოა, რომ ასეთ საიტზე მიწევს მუშაობა და რაღაც წვლილი შემაქვს მის განვითარებაში. ახლა მოდით სტატიის არსზე გადავალ.
ეს არ არის ერთი სტატია. მე თქვენ წარმოგიდგენთ სტატიათა ციკლს, ლეგენდარული თამაშების შესახებ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამართა სხვადასხვა დროს. მე ამ სტატიის დაწერა დღევანდელმა მატჩმა გადამაწყვეტინა. დღეს ნამდვილად შესანიშნავი თამაში გაიმართა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ვაპირებ, გამოვარჩიო 20 საუკეთესო თამაში, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამართა 1995 წლიდან დღემდე. ეს ნამდვილად რთული საქმეა, მაგრამ ამდენ ლაპარაკს ჯობს პირდაპირ გადავიდე თამაშების ჩამოწერაზე.
20 ადგილი

მე ბევრი ვიფიქრე თუ რომელი დაპირისპირება ყოფილიყო მე-20 ადგილზე. საბოლოოდ არჩევანი ისევ "ჰალ სიტისთან" გამართულ მატჩზე შევაჩერე. ეს თამაში გაიმართა 2010 წლის 23 იანვარს. მოდით სანამ რაიმეს ვიტყოდე შემადგენლობებს გავეცნოთ.
"მანჩესტერ იუნაიტედი": ედვინ ვან დერ საარი, რაფაელ და სილვა, რიო ფერდინანდი, ჯონი ევანსი, პატრის ევრა, დარენ ფლეტჩერი, ნანი, პოლ სკოულზი, ჯი სუნგ პარკი, მაიკლ ოუენი და უეინ რუნი.
"ჰალ სიტი": ბოაზ მაიჰილი, პოლ მაკშაინი, კამილ ზაიატე, ენტონი გარდნერი, ენდი დოუსონი, სტივენ ჰანტი, რიჩარდ გარსია, ჯიოვანი, ჯორჯ ბოატენგი, ნიკ ბარმბი, კრეიგ ფაგანი.
არენა: "ოლდ ტრაფორდი";

თამაში ისე დაიწყო, რომ უკვე ეტყობოდა "მანჩესტერი იუნაიტედი" თამაშს იოლად მოიგებდა. უკვე მე-2 წუთზე გაჩნდა შანსი, რომელიც მაიკლ ოუენმა ვერ გამოიყენა. მან ბურთი ენტონი გარდნერს მოარტყა. კუთხურის ჩამოსაწოდებლად ნანი წავიდა. ჩაწოდება სახიფათო არ გამოდგა. ამის შემდეგ "ჰალ სიტიმ" ცადა ტემპის დაგდება, მაგრამ წითლები განაგრძობდნენ მოედანზე დომინირებას. საბოლოოდ მე-7 წუთზე ბურთი პოლ სკოულზმა მიიღო და უძლიერესად დაარტყა კარის მიმართულებით. მაიჰილმა ბურთი ცუდად მოიგერია და პირდაპირ რუნის დაუგორა. მანაც ბრწყინვალედ დაარტყა. ანგარიში გაიხსნა. 1-0. მანჩესტერი წინ გავიდა. ამის შემდეგ ჰალმა მცირე ხნით მოიპოვა უპირატესობა, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. 21 წუთზე ჯი სუნგ პარკმა პოლ სკოულზის გადაცემის შემდეგ გატანა ვერ მოახერხა. მატჩის 42 წუთზე რუნიმ გაფრთხილება მიიღო. ის ხისტად ეთამაშა სტივენ ჰანტს, მსაჯმა კი რათქმაუნდა არ დაინდო. პირველი ტაიმი 1-0 დასრულდა. მეორე ტაიმიც წითლების უპირატესობით წარიმართა. მაიკლ ოუენმა ცადა კარისკენ დარტყმა, მაგრამ მის დარტყმას მცველები გადაუდგნენ. ზოგადად მანჩესტერიდან ყველაზე პასიური ის გახლდათ. იშვიათად ერთვებოდა შეტევაში. რუნი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ... არაფერი გამოსდიოდა. ნელ-ნელა მატჩში ცვლილებები მომწიფდა. პირველი გასაკვირი არც იყო, რომ ცვლილებას "ჰალ სიტის" მწვრთნელმა მიმართა. მან ნიკ ბარმბი გაიყვანა და შეტევა ბერნანდ მენდით გააძლიერა. ჰალს მაინც არაფერმა უშველა. ლუიშ ნანი და უეინ რუნი ბრწყინვალედ მოქმედებდნენ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე. ლუიშის ჩაწოდებას ყოველთვის ხიფათი მოჰყვებოდა ხოლმე. 68 წუთზე ჰალმა მეორე ცვლილებაც განახორციელა და მოედანზე რიჩარდ გარსიას ნაცვლად გამოჩნდა კამელ გილასი.
ფერგიუსონი კი ჩვეული სიდინჯით იჯდა და მატჩით ტკბებოდა. უკვე 71-ე წუთზე მანაც მიმართა ცვლილებას და მოედნიდან დაღლილი პოლ სკოულზი გაიყვანა. მის ნაცვლად ახალგაზრდა დარენ გიბსონი ჩართო თამაშში. ასევე მოედნიდან გაიყვანა ყველაზე პასიური წითლების რიგებში, მაიკლ ოუენი. მის ნაცვლად თამაშში დიმიტრ ბერბატოვი ჩაერთო. ამის შემდეგ 73-ე წუთზე გოლი ჰალმაც გაიტანა. ის ბერნანდ მენდიმ გაიტანა, მაგრამ სამწუხაროდ თამაშგარედან გატანილი აღმოჩნდა. ამ თამაშში ვან დერ სარი იშვიათად ერთვებოდა ხოლმე. ასეთი ჩართვა 79 წუთზე მოხდა, როცა მეკარემ შესანიშნავ ნახტომში აიღო ჰანტის ბურთი. ამის შემდეგ მოხდა საოცრება. მატჩის 82 წუთზე პარკ ჯი სუნგმა მეტოქეს ბურთი აართვა და დარენ გიბსონს დაუგორა. მანაც არ დააყოვნა და უეინს გაუკეთა გადაცემა. რუნიმ ბურთი გაისწორა და უძლიერესად მეკარისთვის ახლო კუთხეში გოლი გაიტანა. 2-0. ეს ფანტასტიკაა! სერ ალექსი ფეხზეა. ის ტაშს უკრავს რუნის და აღფრთოვანებულია ამ მართლაც შესანიშნავი გოლით. ზუსტად 3 წუთში ანგარიში 3-0 გახდა. ისევ უეინ რუნიმ გაიტანა გოლი. გადაცემა კი რათქმაუნდა ლუიშ ნანიმ გააკეთა. მისი ჩაწოდების შემდეგ უეინმა ბრწყინვალედ ითამაშა, ბურთზე ყველას დაასწრო და ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა. ცოტა ამოისუნთა იუნაიტედმა. ცოტაც და 92 წუთზე ისევ რუნი. ეს საოცრებაა. პოკერი. გადაცემის ავტორი გახდა დიმიტრ ბერბატოვი. მან ჯი სუნგ პარკისგან მიიღო ბურთი, რუნის მიაწოდა. ის წაიქცა, მაგრამ ბურთს ფეხი მაინც დაარტყა. ანგარიში 4-0 გახდა. ეს ნამდვილი სპექტაკლი, რომელიც უეინ რუნიმ და მანჩესტერმა შემოგვთავაზა.

ყველაფერს მიზეზი აქვს და მათ შორის ამ სტატიასაც. დღეს ზუსტად "ჰალ სიტის" წინააღმდეგ უეინ რუნიმ 150 გოლი გაიტანა "პრემიერ ლიგაში" ერთი გუნდის მაისურით. მე ვულოცავ მას და კიდევ ბევრი გოლის გატანას ვუსურვებ.
დღეს ამით მოვრჩი ჩემს სტატიას. შემდეგში ვეცდები, რომ ბევრად უფრო საიტერესო თამაშები გაგაცნოთ და ვისაუბროთ მათ შესახებ.
შემდეგ სტატიებში გაგაცნობთ (19, 18, 17, 16, 15) ადგილზე გასულ თამაშებს.

ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: A.J.44
26 დეკემბერი 2013 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
საინტერესოა
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
26 დეკემბერი 2013 22:17
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გიო ეცადე რაც შეიძლება მალე გამოაქვეყნე :დდდ
0
№3
ავტორი: Man United Fan
26 დეკემბერი 2013 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
კარგი სიახლეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
№4
ავტორი: chonchxi
26 დეკემბერი 2013 22:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
საინტერესო იყოო ისე ბერბატოვი მომენატრა ძალიააან არ უნდა გეშვათ არა :(
0
№5
ავტორი: Lomsa099
26 დეკემბერი 2013 23:12
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
სგ გიო კაი სტატიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№6
ავტორი: red devil
27 დეკემბერი 2013 05:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sainteresoa
0
№7
ავტორი: Amerigo
27 დეკემბერი 2013 14:56
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
დიდი მადლობა შეფასებისთვის)) მართლა დიდი პატივია!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top