თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2013, 19:34
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2192,
კომენტარები: 5
გაევერტონებული მანჩესტერი
"იუნაიტედი" თავის თავს აღარ ჰგავს...
გაევერტონებული მანჩესტერი
ცოტა ხნის წინ დასრულდა Boxing Day-ს პირველი მატჩი, სადაც "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 2-3 დამარცხდა. ფანები,კრიტიკოსები, ყველა "იუნაიტედის" მარტივ მოგებას ელოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. "მანჩესტერმა" რიგ მატჩებში შეძლო დამაჯერებლად მოგება და ყველას ეგონა, რომ გუნდმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა.

დღევანდელი თამაშით კი არამგონია რომელიმე მანჩესტერელი კმაყოფილი იყოს. მატჩის დასაწყისი "იუნაიტედისთვის" კოშმარული გამოდგა. მე-15-ე წუთისათვის "იუნაიტედი" 2-0ს აგებდა. ამის შემდეგ კრის სმოლინგმა მე-19-ე წუთზე სხვაობა მინიმალურამდე დაიყვანა, ხოლო 7 წუთის შემდეგ უეინ რუნიმ ბრწყინვალე დარტყმით თავისი 150-ე გოლი გაიტანა "იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში. ამის შემდეგ ორივე კლუბი დაწყნარდა და გულშემატკივარს პირველ ტაიმში გოლები აღარ უხილავს. მეორე ტაიმიდან 15 წუთის შემდეგ კი ლესტერმა ეშლი იანგის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა. ამ ავტოგოლის შემდეგ მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში "მანჩესტერი" ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა. საბოლოოდ გუნდმა მოახერხა ეს და ძლივს-ძლივობით შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ბევრი ფიქრობს, რომ დაბრუნდა ძველი დრო როცა "იუნაიტედი" ქამბექს ქამბექზე აკეთებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სერ ალექსის დროს არ ყოფილა ისეთი მატჩი, როცა "იუნაიტედი" ჰალის დონის კლუბს ანგარიშის შენარჩუნებაზე ეთამაშებოდა. ზუსტად 1 წლის წინ ასეთ თამაშს ევერტონი წარმოგვიდგენდა, როგორც ჩანს მოიესმა ესეც გადმოიტანა "ევერტონიდან". ფანებთა უმრავლესობა გახარებულია იმით, რომ გუნდი ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობს "ჰალ სიტისთან". ეს უბრალოდ სასაცილოა. დღეს სწორედ აღნიშნა ერთ-ერთმა რუსმა კომენტატორმა: "იუნაიტედი" 20 წუთი "ჰალთან" ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობს. ეს სირცხვილი არაა, ამაზე საუბარიც კი სირცხვილია.


რაც მთავარია კლუბმა შეძლო 3 ქულის მოპოვება და თუ "ნიუკასლმა" და "ევერტონმა" ვერ მოიგო "იუნაიტედი მეექვსე ადგილზე გადავა. ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდს ვერ დაეხმარება ამ ფორმაციის "მანჩესტერის" ერთ-ერთი ლიდერი ანტონიო ვალენსია, რომელმაც ორი ყვითელი მიიღო.
სტატიები, ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
26 დეკემბერი 2013 19:44
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ხო მართალი ხარ გეთანხმები ავტორ...მეც გამიკვირდა როცა პირველ ტაიმს ვუყურებდი 3-ე წუთზე გაგვიტანეს პირველი 18წუთი ჩემთვის კოშმარული იყო..მეორე ტაიმში ვერ დავწყნარდი სანამ გოლი არ გავიტანეთ
0
№2
ავტორი: Macklemore
27 დეკემბერი 2013 00:12
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რა არ ყოფილა ტოო. მე მახსოვს შარშან 1 ბურთით რო გავიდოდით წინ, ბურთს რო ვაძლევდით მეტოქეს და დაცვაში ვიდექით მთელი გუნდით. ყველა მატჩს ადვილად ვერ მოვიგებთ. ეს პრემიერლიგაა და სუსტი მეტოქე არ არსებობს. მე მაგალითად კმაყოფილივარ დღევანდელი გამარჯვებით. არ ელოდნენ არც ფეხბურთელები და არც მწვრთნელი, რომ პირდაპირ შეტევებით დაიწყებდა ჰალი მატჩს. მერე სწრაფი გოლი გავუშვით და დაიბნენ ფეხბურთელები. ამას მეორე გოლიც მოყვა. სამაგიეროდ გამოაჩინეს მებრძოლი სული, მობილიზება გაუკეთეს საკუთარ თავებს და მოაბრუნეს თამაში! მთავარია 3 ქულა ავიღეთ და ეს მატჩი სამაგალითო იქნება ყველასთვის. არ შეიძლება ყველა ფეხის დაცდენის შემდეგ საყვედურები მწვრთნელის მიმართ.
0
№3
ავტორი: VaRdo
27 დეკემბერი 2013 01:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Macklemore,

100% ხარ. გაუხურეს ამ მოიეს საქმე რა : )) 5 დან 5 მოიგო და კიდე გააგრძლებეს მოგებათა სერიას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: red devil
27 დეკემბერი 2013 05:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Es hulli iyo is loserpools ro tavze daaxura burti da mxolod 3 goli qonda saxlshi gashvebuli. Me kmayofili var 3 qulit
0
№5
ავტორი: Best 7
27 დეკემბერი 2013 10:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეს მატჩი უკეთესი შედეგით უნდა დასრულებულიყო მაგრამ ესეც არ არის ცუდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top