თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2013, 13:37
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1980,
კომენტარები: 7
სტივ ბრიუსი: არასოდეს ჩამოწეროთ "იუნაიტედი"
"ჰალის" მენეჯერი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედს" ჯერ კიდევ აქვს ტიტულის მოგების შანსი.
სტივ ბრიუსი: არასოდეს ჩამოწეროთ
"ჰალის" მენეჯერი სტივ ბრიუსი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედს" ჯერ კიდევ აქვს "პრემიერ ლიგის" ტიტულის მოგების შანსი.

"თუ გსურთ, რომ "იუნაიტედთან" მატჩში მოგების მცირე შანსი მაინც გქონდეთ, 90 წუთის განმავლობაში თქვენ საკუთარ თავს უნდა გადააჭარბოთ. სწორედ ამის იმედი გვაქვს ჩვენ. არასდროს არ შეიძლება "იუნაიტედის" ჩამოწერა სიიდან. ის, რომ მათ შეიცვალეს მენეჯერი, არ ნიშნავს რომ შეიცვალა მათი მენტალიტეტი. ფეხბურთელები მიჩვეულები არიან წარმატებას. ამ გრძნობას მათში ღრმად აქვს ფესვები გადგმული." - გადმოგვცემს სტივ ბრიუსის სიტყვებს Dailymail.co.uk

"მათ იციან როგორ მოიგონ ტიტული. არ შეიძლება მათი სიიდან ჩამოწერა, რადგან "იუნაიტედს" შეუძლია მიყოლებით 10-იდან 9 თამაშის მოგება. სეზონის მეორე ნაწილში, ეს გუნდი ყოველთვის უფრო ძლიერად ასპარეზობს. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე მოხდება ამ სეზონში."

"დევიდ მოიესს აუცილებლად მიეცემა საჭირო დრო. ხელმძღვანელობა მას მისცემს შანს იმისათვის, რომ თავისი იდეების რეალიზება მოახდინოს და საკუთარი ხედვა დანერგოს გუნდში. გაიგეთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონის შეცვლა, ეს წარმოუდგენლად დიდ წნეხთან არის დაკავშირებული. ჯერ-ჯერობით მოიესს თავი კარგად უჭირავს. მასში არავის არ ეპარება ეჭვი."


წყარო: Redevils.ru
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
26 დეკემბერი 2013 13:39
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აბსოლიტურად ვეთანხმები ამ კაცს
0
№2
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2013 13:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მეც მჯერა ჯერ კიდევ! აუ ისე აზრზე ხართ ფერგი რო ეხლა ყოფილიყო, ტიტული უკვე განაღდებული გვექნებოდა ისე კარგავენ ქულებს სხვა გუნდები!
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
26 დეკემბერი 2013 13:45
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მართალს ამბობს ეს კაცი სეზონის მეორე ნახევარში ვნახოთ რომელზე ვიქნებით !!

ეხლა მინდოდა სიახლის დამატება და კიდევ კარგი შევედი და ვნახე რო დადებული იყო:დდდ
0
№4
ავტორი: Vodafone
26 დეკემბერი 2013 13:45
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Macklemore,
ხო მაგარი არეული წელია, ყველა კარგავს ქულებს უაზროდ. ფერგი არ დაუშვებდა ასეთ სულელურ წაგებებს და ახლა მაგარ პოზიციაზე ვიქნებოდით. მაგრამ არა უშავს დაველოდოთ მოიესს, მეორე ნაწილში იმედია უკეთესი შედეგები იქნება
0
№5
ავტორი: A.J.44
26 დეკემბერი 2013 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
მართალიაა
0
№6
ავტორი: LizarD
26 დეკემბერი 2013 16:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ეს რა რეალისტია... კარგია...
0
№7
ავტორი: Man United Fan
26 დეკემბერი 2013 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102

ფეხბურთელები მიჩვეულები არიან წარმატებას. ამ გრძნობას მათში ღრმად აქვს ფესვები გადგმული."


მართალია ეს კაცი... მწვრთნელის წასვლის მერე თითქოს შოკში იყვნენ ფეხბურთელები, ეს მდგომარეობა მატჩებშიც იყო.
მაგრამ დაბრუნდება ძველი მანჩესტერ იუნაიტედი, და მოიგებს ზედიზედ 20 და 30 მატჩს.

მე მჯერა მოიესის!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top