თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2013, 23:29
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1669,
კომენტარები: 8
2013 წლის შეჯამება
ძალიან საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე გამოდგა 2013 წელი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის"...
2013 წლის შეჯამება
ძალიან საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე გამოდგა 2013 წელი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ამ წლის განმავლობაში მათ მოახერხეს მეოცე "პრემიერ ლიგის" მოგება, თუმცა ამ დიდ სიხარულთან ერთად ძალიან სამწუხარო ამბავიც გაიგეს. 26 წლიანი კარიერის შემდეგ გუნდი დატოვა სერ ალექს ფერგიუსონმა, მისი შემცვლელი კი დევიდ მოიესი აღმოჩნდა. ასევე უკვე მეორედ საფეხბურთო კარიერა დაამთავრა ინგლისელმა ნახევარმცველმა პოლ სქოუზმა.

ფერგიუსონის წასვლით დასრულდა ყველაზე გრძელვადიანი და წარმატებული მწვრთნელის კარიერა ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში. შოტლანდიელმა 26 წლიან კარიერაში შეძლო 13 პრემიერ ლიგის, 5 ინგლისის თასის, ორი ჩემპიონთა ლიგის, 4 ლიგის თასის, ერთი თასების მფლობელთა თასი, ერთი სუპერ თასის, ერთი ინტერკონტინენტური თასის და ერთი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. სწორედ ასეთმა ფანტასტიურმა კარიერამ განაპირობა ის, რომ მისი შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს მოიესის პირველ სეზონში კარგად ჩანს.

2013 წლის შეჯამება
ნახვამდის ფერგიუსონ! მოგესალმებით მოიეს!


აღმასვლები და ჩავარდნები


სეზონის საუკეთესო მომენტი რა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტის" 11 ქულით ჩამოტოვება და მეოცე "პრემიერ ლიგის" ტიტულის მოგებაა, ყველაზე სამწუხარო მომენტი კი პრემიერ ლიგის მოგებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული განცხადებაა, სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შესახებ.

თუმცა ამ წელს კიდევ ერთი ძალიან სამწუხარო გამოცდილება მიიღეს "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა და ეს მოხდა "ჩემპიონთა ლიგის" მეთექვსმეტედ ფინალში, "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე". პირველი ტურის შემდეგ "ოცნებების თეატრი" ძალიან კარგი განწყობით ხვდებოდა "რეალთან" მატჩს, რადგან მათ მადრიდში სასურველი შედეგი (1-1) დააფიქსირეს. კარგი განწყობა მატჩშიც აისახა და "იუნაიტედი" დაწინაურდა, თუმცა ერთმა მომენტმა მთლიანად შეცვალა მატჩის ბედი. თურქმა არბიტრმა ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო და მოედნიდან გააძევა ლუიშ ნანი. საბოლოოდ ეს მომენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა და "იუნაიტედი" დამარცხდა.

2013 წლის შეჯამება
ფერგიუსონისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგების ბოლო შანსი ნანის წითელ ბარათთან ერთად გაქრა


ამ თამაშის შემდეგ ფერგიუსონმა ვერ შეძლო ნერვების მოთოკვა და მან უარი თქვა მატჩის შემდგომ პრესკონფერნციაზე დასწრებაზე. ალბათ ის უკვე ხვდებოდა, რომ მისი კარიერა სრულდებოდა და მისი ბოლო შანსი "ჩემპიონთა ლიგის" კიდევ ერთხელ მოგებისა საბოლოოდ გაქრა.

ბოლო ჩავარდნა კი "იუნაიტედს" სატრანსფერო პერიოდში ჰქონდა, მათ ვერ მოახერხეს ამ პერიოდის გამოყენება და მხოლოდ მარუან ფელაინი შეიძინეს, რომელმა ვერაფრით შეძლო "ოლდ ტრაფორდის" გახარება. არადა ამ პერიოდში "იუნაიტედს" არაერთი მსოფლიო დონის ვარკვლავი დაუკავშირეს, მათ შორის იყვნენ: გარეტ ბეილი, კრიშტიანო რონალდო, სესკ ფაბრეგასი, ანდერ ერერა, სამი ხედირა, დანიელე დე როსი, ლეიტონ ბეინსი და ფაბიო კოენტრაო.

წლის საუკეთესო ფეხბურთელი


ამ ტიტულისთვის მხოლოდ ორად ორი კანდიდატი შეგვიძლია დავასახელოთ - რობინ ვან პერსი და მაიკლ კერიკი.

ვან პერსის გოლებმა "იუნაიტედს" დაუბრუნა "პრემიერ ლიგის" ტიტული და ის გუნდში შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, ხოლო კერიკის სტაბილურობამ და ეფექტურობამ ნახევარდაცვაში ამ ყველაფერს საძირკველი ჩაუყარა და სწორედ კერიკის ტრავმა არის დიდ წილად იმის მიზეზი, რომ "იუნაიტედმა" ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედგები დააფიქსირა.

უეინ რუნისთვის წლის პირველი ნაწილი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, ის უკმაყოფილო იყო თავისი მდგომარეობით და ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი ჰქონდა თავის მომავალთან დაკავშირებით. საბოლოოდ ის დარჩა გუნდში და ამ სეზონში საოცარ ფორმაშია. მან უკვე მოახერხა 10 გოლის გატანა და 8 ასისტის გაკეთება "პრემიერ ლიგაში". თუმცა მის მიერ გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლების გამო, წლის საუკეთესო ფეხბურთელად მაინც რობინ ვან პერსი უნდა დასახელდეს.

2013 წლის შეჯამება
2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - რობინ ვან პერსი


ახალი წლის გამოწვევები


"იუნაიტედის" მთავარი მიზანი იქნება უეინ რუნის შენარჩუნება, რომელსაც კონტრაქტი 18 თვეში უმთავრდება. ასევე გუნდს ჭირდება ორი ნახევარმცველი, ერთი ჩამშლელი და ერთი გამთამაშებელი. გუნდს სავარაუდოდ ტოვებს პატრის ევრა, რომელიც უკვე ვეღარ არის ძველებურ ფორმაში და ბევრ შეცდომასაც უშვებს, ჯერ-ჯერობით კი მისი ღირსეული შემცვლელი არ ჩანს გუნდში.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ "იუნაიტედი" გუნდის გაძლიერებას ამ ზამთარში მოახერხებს, რადგან ამ პერიოდში ძირითადად გუნდები არ უშვებენ თავიანთ ძლიერ ფეხბურთელებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტაბილურად თამაში, რაც გუნდს ძალიან აკლია. ამ სეზონში ისინი უკვე ხუთჯერ დამარცხდნენ, რაც გასული სეზონის მაჩვენებლის ტოლია და ეს დიდი ხელის შემშლელი ფაქტორია ტიტულის შენარჩუნებისთვის.

2013 წლის შეჯამება
ყველაფერს აქვს დასასრული!


საბოლოოდ კი 2013 წლის ყველაზე მნიშვნელვან მოვლენად უნდა დავასახელოთ სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაზე გასვლა. ადამიანის, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში და მუდამ დარჩება "იუნაიტედის" ფანების და ფეხბურთის მოყვარულთა გულებში, როგორც ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო.
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: love united
25 დეკემბერი 2013 23:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ზე სტატიაა..ყოჩაღ!ყველას გირჩევთ, წაიკითხეთ,ძაან საინტერესოა
0
№2
ავტორი: BERDI
26 დეკემბერი 2013 00:43
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ მაგარი სტატიაა! მოიესი თავის სათქმელს იტყვის თან ძალიან მალე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: LizarD
26 დეკემბერი 2013 01:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რაღაცეებში ვერ დაგეთანხმები, საინტერესო სტატიაა = ))
0
№4
ავტორი: A.J.44
26 დეკემბერი 2013 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
კაი წელი იყო
0
№5
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2013 01:58
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მდა... პოზიტივიც იყო მაგრამ ძირითადად ნეგატიური გამოდგა ეს წელი ჩვენთვის!
0
№6
ავტორი: ლადო
26 დეკემბერი 2013 09:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საინტერესო წასაკითხია, საღოლ)))

ამ წელზე რა ვთქვა ისევ ცუდად მახსენდება ჩაქირის წითელი ბარათი, რომელიც ვაბშე დაუმსახურებლად მივიღეთ...დალშე ყველაფერი ისე მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო
0
№7
ავტორი: Vodafone
26 დეკემბერი 2013 11:20
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
სადაც მახსენდება ჩაქირიიქ ვაგინებ angry ბაბუს წასვმა რომ არა წარმატებულ წელს ჩავთვლიდი
0
№8
ავტორი: Man United Fan
26 დეკემბერი 2013 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
კარგი სტატიაა ავტორ, გიწვალია, ეს დასაფასებელია.'


ჩაქირის წითელი ცუდად მახსენდება ყოველთვის. ფერგის წასვლის შემდეგ კი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ თამაში. იმიტომ რომ შეგუებულები არ ვიყავით ამას... 27 წლის განმავლობაში 1 მწვრთნელი, ალექს ფერგინსონი...

იმედები მაქვს რომ ჩვენ ისევ ძველ ფორმაში ჩავდგებით.
რამოდენიმე წლის შემდეგ ყვეკას აჩვენებს, "მანჩესტერ იუნაიტედი" თუ როგორია მაგრად თამაში.

მე ამის მჯერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top