თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2013, 20:04
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1674,
კომენტარები: 10
ჯონსი: "დავასრულოთ 2013 გამარჯვებით!"
ფილ ჯონსი მომავალ 2 მატჩზე საუბრობს.
ჯონსი:
ინგლისელი უნივერსალი აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომდევნო 2 მატჩისთვის სათანადო მომზადება და დაგეგმილი გამარჯვებების მიღწევა. "იუნაიტედი" ორ გასვლით მატჩს გამართავს "ჰალ სიტის" და "ნორვიჩის" წინააღმდეგ, 26 და 28 დეკემბერს (შესაბამისად). გასამართ მატჩებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ჯონსი, ვინაიდან არცერთი მათგანი არ იქნება ადვილად მოსაგები. სტივ ბრიუსის გუნდს მხოლოდ ერთი საშინაო მატჩი აქვს წაგებული და მიღებული მხოლოდ და მხოლოდ სამი ბურთი საკუთარ კარში.

"სტივ ბრიუსი შესანიშნავად ართმევს თავს მოვალეობას." აცხადებს ჯონსი MUTV-სთან ინტერვიუში. "მას ის გუნდი და ფეხბურთელები ჰყავს, რომელიც თავადვე უნდოდა რომ ჰყოლოდა. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ეს გუნდი კარგ სეზონს ატარებს. ჩვენ ვალდებულები ვართ სათანადოდ შევაფასოთ მეტოქე, რადგან ბოქსინგ დეის დროს ისინი ადვილი დასამარცხებლები არ იქნებიან."

"ნორვიჩს" რაც შეეხება, მათ მხოლოდ 2 მატჩი აქვთ დათმობილი საკუთარ კედლებში. "ჩვენ მხოლოდ "ჰალთან" მატჩამდე გვაქვს დრო იმისათვის რომ სათანადოდ მოვემზადოთ" განაგრძობს ჯონსი.

"მათ წინააღმდეგ მომზადება ძირითადად აგებული იქნება ტაქტიკების შემუშავებაზე, რასაც ჩვენი გუნდი შეკრებებისას გააკეთებს. არ აქვს აზრი ეს შეკრება მოედანზე იქნება თუ მის გარეთ, მთავარია ჩვენ სათანადოდ მოვემზადოთ მატჩებისთვის."

ფილ ჯონსი მოხარული იქნება თუ მისი გუნდი ამ 12 თვეს გამარჯვებებით დაასრულებს. "მიუხედავად იმისა, რომ სერ ალექსმა დაგვტოვა, პრემიერ ლიგის ტიტულის აღმართვამ მაინც უდიდესი სიხარული მომგვარა. უკანასკნელი თვეების მანძილზე "იუნაიტედი" თავის თავს არ ჰგავს, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ძველი გუნდი დაბრუნდეს. საერთო ჯამში, 2013 მშვენიერი წელი გამოდგა." დაასრულა ფილმა.

Manutd.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Shako Jones
24 დეკემბერი 2013 20:46
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ნორმალური წელი იყო...
0
№2
ავტორი: GeorgeBest
24 დეკემბერი 2013 20:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოქსინგ დეის შემდეგ ცხრილში წინ წაწევას ველი, იმედია ტემპს შევინარჩუნებთ. მთავარია მოწინააღმდეგე სწორად შევაფასოთ და ასეთი თამაში გავაგრძელოთ

ბოქსინგ დეის შემდეგ ცხრილში წინ წაწევას ველი, იმედია ტემპს შევინარჩუნებთ. მთავარია მოწინააღმდეგე სწორად შევაფასოთ და ასეთი თამაში გავაგრძელოთ
0
№3
ავტორი: frankie
24 დეკემბერი 2013 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 148
რატომაც არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://assets.sbnation.com/assets/2818167/duncanmiss.gif
№4
ავტორი: Man United Fan
24 დეკემბერი 2013 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
ნეტავიიიი......
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
№5
ავტორი: Wayne_Rooney_10
24 დეკემბერი 2013 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ჩენც ის გვინდა! მიდით მიაწექით ბიჭებო თქვენი იმედი გვაქვს
manutd
0
№6
ავტორი: A.J.44
24 დეკემბერი 2013 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
კაი წელი იყოო მარა ახლა უფრო მეტია საჭიროო
0
№7
ავტორი: gio(kosheichi)
24 დეკემბერი 2013 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
wlis naxevari kargi iyo naxevari cudi
0
№8
ავტორი: RedGirl
24 დეკემბერი 2013 23:29
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
უკანასკნელი თვეების მანძილზე "იუნაიტედი" თავის თავს არ ჰგავს, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ძველი გუნდი დაბრუნდეს.


თავისთავად ! ჩვენ დავბურნდებით და უფრო ძლიერები ! მიდით მიდით ! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: giorgu
24 დეკემბერი 2013 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
xo 2013 gamarjvebit davasrulot da 2014 gamarjvebebit
0
№10
ავტორი: red devil
25 დეკემბერი 2013 09:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia am or tamashi 6 qulas avigebt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top