თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2013, 12:33
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2393,
კომენტარები: 15
იანუზაი კრიტიკის ქვეშ მოექცა
ჯეიმს კოლინსმა ახალგაზრდა ბელგიელის სიმულაციებზე ისაუბრა.
იანუზაი კრიტიკის ქვეშ მოექცა
იანუზაი დასჯილი იქნა ყვითელი ბარათით "ვესთ ჰემთან" მატჩში, სიმულაციის გამო. ამასთან დაკავშირებით "ჩაქუჩების" მცველმა, ჯეიმს კოლინსმა დაუფარავად გააკრიტიკა ბელგიელი და შეაქო კიდეც. მისი აზრით ადნანი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ნელ-ნელა დახვეწს მანერებს.

"ის პირდაპირი მნიშვნელობით მოტყუებაა" - აცხადებს კოლინსი SkySPORT-თან ინტერვიუში. "არ მომწონს მსგავსი საქციელები ფეხბურთში. როდესაც მე მასთან (იანუაზისთან) კონტაქტში შევდიოდი, ის უკვე მზად იყო წასაქცევად. ამ ყველაფერს სიმულაცია ეწოდება. იგი ჯერ ახალგაზრდაა და მჯერა რომ გამოასწორებს საქციელს. ჩემი აზრით, დევიდ მოიესმა მასთან და იანგთან დიდხნიანი საუბრები უნდა გამართოს. იანუზაი კარგი ფეხბურთელია და ჩვენს წინააღმდეგაც მშვენივრად ითამაშა. თუ მან ასეთ დონეზე თამაში განაგრძო, მალე ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდება."

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა, დევიდ მოიესმა უპასუხოდ არ დატოვა კოლინსის განცხადება და მორიგი სიტყვებით გამოეხმაურა: "მე ყველაფერი კარგად დავინახე. ვფიქრობ რომ ის მოელოდა ფეხში ჩარტყმას და ამიტომაც დაეცა. მთელი მატჩების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ თუ როგორ უხეშად თამაშობენ იანუზაის მიმართ და ეს სიმულაცია მგონი ამით არის გამოწვეული."

"ვესთ ჰემი" პრემიერ ლიგის ცხრილში 17-ე ადგლზე იმყოფება და კლუბის კაპიტანმა, კევინ ნოლანმა გადაწყვიტა გაეუქმებინა "ზეიმი" გუნდში, თავიანთი სუსტი თამაშის ხარისხის გამო.

ვრცლად "ვესტ ჰემის" შესახებ.




წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
24 დეკემბერი 2013 12:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სტატიის ბოლო საერთოდ არაფერ კავშირშია იანუზაისთან და გადავწყვიტე დამესპოილერებინა. მგონი არაა ცუდი იდეა. იანუზაის რაც შეეხევა ჯობია იანგს ნაკლებად უსმინოს და ცოტა კაცურად ითამაშოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: love united
24 დეკემბერი 2013 12:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვეთანხმები ამ კაცს..იანგს რაღა გამოასწორებს და იანუზაის უნდა დაელაპარაკოს მოიესი
0
№3
ავტორი: Hernandez
24 დეკემბერი 2013 12:38
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
chudikone,
ხანდახან საჭირო არის სიმულიანტობაც ბავშვს ცემენ და ერთხელ თუ შეეშალა დიდი ამბავი
0
№4
ავტორი: A.J.44
24 დეკემბერი 2013 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
იმედია აღარ იზავს ასე
0
№5
ავტორი: N10
24 დეკემბერი 2013 12:49
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
საღოლ მეც ვწერდი ამ სტატიას ზუსტად ეხლა და ვნახე ვინმემ ხოარ დაამატაო და შენ დაამატე შენი ჯობია ისედაც სკაი სპორტი ყოველთვის ვრცლად წერს
0
№6
ავტორი: GeorgeBest
24 დეკემბერი 2013 12:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცუდად მოიქცა, არ შეიძლება ეგრე. მაგრამ გამოასწორებს პატრაა ჯერ winked
0
№7
ავტორი: red devil
24 დეკემბერი 2013 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia metjer agar gaaketebs egre
0
№8
ავტორი: LizarD
24 დეკემბერი 2013 13:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ყველა თამაშში აშკარად უხეშად თამაშობენ და არ უნდა რომ ტრამვა აიკიდოს. მსაჯებმა ჯობია იმას მიაქციონ ყურადღება ვინ როგორ იქნევს ფეხებს..
0
№9
ავტორი: UTD-Rule
24 დეკემბერი 2013 14:08
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მე მოიესს ვეთანხმები... ყველა ბურთის მიხება მის წინააღმდეგ ჯარიმად გადაიქცევა ხოლმე და იგივეს მოელოდა იმ შემთხვევაშიც,მაგრამ მაინც სიმულიანტობა არ ეკადრება მანჩესტერის ფეხბურთებს ამიტომ გამოასწორებს feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: VaRdo
24 დეკემბერი 2013 14:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნუ გადაუარეთ რა ამ კაცს. ფეხებში რტყმასაც მოეშვით ყოველ წუთს და ბუთის მიღების დროს და აღარ ისიმულიანტებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top