თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2013, 11:50
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2403,
კომენტარები: 20
Hull City VS Manchester United - Preview
"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Hull City VS Manchester United - Preview
"ჰალ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "Kingston Communications Stadium",ჰალი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,18-ე ტური.
მსაჯი: მიშელ ოლივერი
თარიღი: ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 16-45, (ჩვენი დროით)

Hull City VS Manchester United - Preview

Hull City VS Manchester United - Preview

"ჰალ სიტი"

ტრავმირებულები: რობი ბრედი,სტეფან ქუინი,ომეთსან ალუკო
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: McGregor, Harper, Davies, Chester, Faye, Figueroa, Bruce, Rosenior, Elmohamady, Brady, Livermore, Huddlestone, Meyler, Koren, Sagbo, McShane, Graham, Fryatt.
მთავარი მწვრთნელი:სტივ ბრიუსი

"მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილ რობი ბრედს,რომელიც საკმაოდ კარგად ასპარეზობს "ჰალ სიტის" რიგებში,ბოლო მატჩის გამოტოვება მოუწია "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ მუხლის ტრავმის გამო და სავარაუდოდ ის პრემიერ ლიგის მე-18 ტურშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას."ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელის სტივ ბრიუსის ცნობით შესაძლოა "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ ვერ ითამაშონ სტეფან ქუინმა და ომეთსან ალუკომ.

Hull City VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი,ნანი,ვან პერსი,ფელაინი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დენი უელბეკი,ნემანია ვიდიჩი
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Johnstone, Rafael, Smalling, Ferdinand, Evans, Evra, Vidic, Fabio, Valencia, Nani, Jones, Fletcher, Cleverley, Giggs, Anderson, Young, Zaha, Januzaj, Rooney, Welbeck, Kagawa, Hernandez.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

როგორც ცნობილი გახდა ზურგის ტრავმის გამო "მანჩესტერ იუნაიტედს" 2 თვით გამოაკლდა მარუან ფელაინი."წითელი ეშმაკების" რიგებში კვლავ ტრავმირებულნი არიან ნემანია ვიდიჩი და ლუიშ ნანი,ასევე მცირედი ტრავმა მიიღო დენი უელბეკმა "ვესტ ჰემთან" მატჩში,მაგრამ დევიდ მოიესმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ ის სავარაუდოდ შეძლებს "ჰალ სიტის" წინააღმდეგ თამაშს.

გუნდების ფორმა

Hull City VS Manchester United - Preview

"ჰალ სიტი" ამ დროისთვის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს 20 ქულით.მე-17 ტურამდე გუნდს 5 მოგება,5ფრე და 7 წაგება აქვს.გუნდმა მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩი "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა.ამ დრომდე "ჰალ სიტიმ" მეტოქის კარის აღება 14-ჯერ მოახერხა,რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის ამ მხრივ მიმდინარე პრემიერ ლიგაში ხოლო საკუთარ კარში 20 ბურთი გაუშვა.ბოლო 5 მატჩში "ჰალ სიტის" მხოლოდ 1 მოგება აქვს საკუთარ მოედანზე მერსისაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ (1 მოგება,3 ფრე,1 წაგება).გუნდის ბომბარდირი ამ მომენტისათვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ირლანდიელი რობი ბრედი არის 4 ბურთით.მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში "ჰალმა" საკუთარ მოედანზე 8 მატჩი ჩაატარა,აქედან 4-ში გამარჯვება მოიპოვა,3 ფრედ დასრულდა ხოლო ერთიც წააგო "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ.ბოლო საშინაო მატჩი "ჰალ სიტმა" გამართა 14 დეკემბერს "სტოკ სიტის" წინააღმდეგ (0:0).ხუთშაბათს კი პრემიერ ლიგის მე-18 ტურში სტივ ბრიუსის შეგირდები ყველანაირად შეეცდებიან საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას,რათა გაიუმჯობესონ სატურნირო მდგომარეობა.

Hull City VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავის ისტორიაში 26 დეკემბერს ჩატარებული ბოლო 17 მატჩში 16-ში მოახერხა გამარჯვება.ბოლო მარცხი ამ რიცხვში 2002 წელს განიცადა "წითელმა ეშმაკებმა" 3-1 "მიდლსბროს" წინააღმდეგ.დევიდ მოიესის შეგირდებს უკვე ბოლო 9 გასვლით მატჩში არცერთი მარცხი არ აქვს (5 მოგება,4 ფრე),ბოლოს გუნდი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ დამარცხდა."მანჩესტერ იუნაიტედი" ამ მომენტისათვის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს 28 ქულით და 8 ქულით ჩამორჩება ცხრილის სათავეში მყოფ მერსისაიდულ "ლივერპულს".ჩატარებული 17 შეხვედრიდან დევიდ მოიესის გუნდმა 8-ჯერ შეძლო გამარჯვება,4 მატჩი ფრედ დასრულდა ხოლო 5 მატჩში "წითელი ეშმაკები" დამარცხდნენ.დევიდ მოიესის შეგირდებმა მეტოქის კარის აღება ამ მომენტისათვის 28-ჯერ მოახერხეს ხოლო საკუთარ კარში 20 ბურთი გაუშვეს.ამ სეზონში "იუნაიტედი" უკვე 5-ჯერ დამარცხდა, იგივე მაჩვენებელი ჰქონდა გუნდს გასულ წელს მთელი სეზონის განმავლობაში.ისინი პირველიმოქმედი ჩემპიონები არიან, რომლებიც პირველ 15 მატჩში 5-ჯერ დამარცხდნენ, ასეთივე შედეგი ჰქონდათ მათ 2001-02 სეზონში."მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერ ლიგაში ბოლო მატჩი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართა და 3:1 დაამარცხა მეტოქე.ხუთშბათს დევიდ მოიესის შეგირდები შეეცდებიან "ჰალ სიტის" დამარცხებას,რათა უფრო შეამცირონ სხვაობა ცხრილის სათავეში მყოფ "ლივერპულთან"

Hull City VS Manchester United - Preview

საინტერესო ფაქტები

  • თუ "ჰალ სიტის" შემადგენლობაში იქნება რობი ბრედი,მაშინ ის თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს

  • თუ უეინ რუნი "ჰალ სიტის" წინააღმდეგ გაიტანს,მაშინ ეს მისი 150-ე გოლი იქნება პრემიერ ლიგაში.

  • დენი უელბეკმა 2012 წლის შემდეგ პირველად გაიტანა პრემიერ ლიგაში მიყოლებით ორ მატჩში,2010 წლის შემდეგ მას ზედიზედ 3 მატჩში არ გაუტანია ასე,რომ ის შეეცდება "ჰალ სიტის" წინააღმდეგ გატანას.

ურთიერთშეხვედრები

"ჰალ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველა ტურნირზე ერთმანეთს 24-ჯერ შეხვდნენ,აქედან "ჰალმა" 5 შეხვედრაში იმარჯვა,16 მატჩი "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა ხოლო 3 მატჩი ფრედ."მანჩესტერ იუნაიტედს" არასდროს წაუგია "ჰალ სიტის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" (9 მოგება,1 ფრე).ბოლო მატჩი ამ ორ გუნდს შორის "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა 2010 წლის 23 იანვარს,სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეტოქეს 4:0 სძლია და აღსანიშნავია,რომ ამ მატჩში უეინ რუნიმ "პოკერი" გაიფორმა.

23.01.2010 Manchester United 4-0 Hull City
27.12.2009 Hull City 1-3 Manchester United
24.05.2009 Hull City 0-1 Manchester United
01.11.2008 Manchester United 4-3 Hull City

ბოლო მატჩი "ჰალ სიტის" მოედანზე

Hull City VS Manchester United - Preview

ბოლო მატჩი ამ ორ გუნდს შორის "ჰალ სიტის" მოედანზე 2009 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა.მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა,მაგრამ საბოლოოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა მეტოქის დამარცხება.ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს უეინ რუნიმ გახსნა,ამის შემდეგ თერთმეტმეტრიანით კრაიგ ფაგანმა გაათანაბრა,მაგრამ ენდი დაუსონის ავტოგოლისა და დიმიტარ ბერბატოვის გოლის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
მატჩის წინ
20 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
24 დეკემბერი 2013 22:17
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ესეც პრევიუ 3d_8 პრესკონფერენციას ცოტა ხანში ჩავამატებ,მთავარი ინფორმაცია არის...

მოკლედ ჰალთან არანაირად არ უნდა დავკარგოთ ქულები,შემდეგ 3 მატჩი 9 ქულა უნდა დაიდოს! gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: A.J.44
24 დეკემბერი 2013 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
კაი პრევიუა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
24 დეკემბერი 2013 23:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამომწურავი პრევიუა როგორც ყოველთვის winked

გავდივართ, ვიგებთ და თან საკაიფოდ ვთამაშობთ, მერე უკან ვბრუნდებით შემდეგისთვის ვემზადებით. მარტივია wink
0
№4
ავტორი: RedGirl
24 დეკემბერი 2013 23:27
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გულწრფელად მეცოდები ჰალ სიტო ეშმაკუნების საძიძგნად ! :D

პერსი რა გჭირს რა არის რით ვერ გამოკეთდი :| ეს ფელაინი კიდე ტრამვა უნდოდა მაგას ? :|| აქ მაინც ათამაშოს ზაჰა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: love united
24 დეკემბერი 2013 23:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უაზრო ქულები აღარ უნდა დავკარგოთ.
0
№6
ავტორი: giorgu
24 დეკემბერი 2013 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
kargia amat unda gadavuarot da matchi ar unda cavagot axalclamde shemdeg vinmes davimatebt kide da mere saxalclo shesvenebnis shemdeg sitisac liverpulsac da yvela inglisis gunds mivuchent shesabamis adgils am
0
№7
ავტორი: Shako Jones
25 დეკემბერი 2013 00:41
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
შეასწორეთ :)) ხვალ 5-ს რო 15 დააკლდება მაშინაა 16:45
0
№8
ავტორი: Vodafone
25 დეკემბერი 2013 00:49
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კარგი სერია გვაქვს, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ
0
№9
ავტორი: Macklemore
25 დეკემბერი 2013 01:24
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაია საღოლ დავვით! აუ უნდა მოვიგოთ ეს ორი მატჩი ყველა ვარიანტში! დანარჩენებიც თავისთავად მაგრამ ესენი უეჭველად!
0
№10
ავტორი: giorga
25 დეკემბერი 2013 03:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
მატჩის დასაწყისი 16-45 უნდა ეწეროს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top