თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2013, 20:23
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2153,
კომენტარები: 16
"წითლების" მომავალი
დევიდ მოიესმა "იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა
დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ახლა შესანიშნავად ასპარეზობენ განათხოვრებულ გუნდებში, დიდ როლს ითამაშებენ კლუბის მომავალში.

ნიკ პაუელმა მოახერხა რვა გოლის გატანა ამ სეზონში "უიგანის" შემადგენლობაში და ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც კლუბში უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველბენ. უილ კინი ცოტა ხნის წინ შეუერთდა პაუელს "დი-დაბლიუ სტადიონზე", ხოლო მისი ტყუპი ძმა დაუპისრისპირდა კიკო მაკედას "დერბისა" და "დონკასტერის" მატჩში.

კლუბს უკვე დიდი ხანია ტრადიციად აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელების არენდით გაშვება. ასეთი შემთხვევა იყო 1995 წელს, როდესაც დევიდ ბექჰემი "პრესტონში" გაანათხოვრეს, სადაც ის მოიესთან ერთად ასპარეზობდა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება და შოტლანდიელი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ეს ახალგაზრდები გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.

"მე ძალიან აქტიურად ვადევნებ თვალს ჩვენს ბიჭებს, როგორიცა ჯესი ლინგარდი, ნიკ პაუელი და რაიან ტანიკლიფი. ისინი ახლა არენდით არიან გაშვებულნი სხვადასხვა გუნდებში." - განაცხადა მოიესმა. "ჩვენ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს განათხოვრებული, რომელთაც თვალს არ ვაშორებ, ისინი კლუბის მომავლის ნაწილები არიან. უყურადღებოდ არ ვტოვებთ არცერთ ჩვენს ფეხბურთელს."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
16 კომენტარი
№1
ავტორი: love united
23 დეკემბერი 2013 20:38
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
პაუელის ძაან დიდი იმედი მაქ..
0
№2
ავტორი: Vodafone
23 დეკემბერი 2013 20:39
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
უმაგრესი ახალგაზრდები გვყავს
0
№3
ავტორი: Shako Jones
23 დეკემბერი 2013 21:27
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
პაუელს,ენრიკესს,იანუზაის,ზაჰ
0
№4
ავტორი: A.J.44
23 დეკემბერი 2013 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
პოუელი და ლინგარდი <333
0
№5
ავტორი: Alex Buttner
23 დეკემბერი 2013 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
პაუელი მაგარია და ლინგარდი ტურში საუკეთესო ფეხბურთელი იყო და იანუზის ათასჯერ ჯობდა და ეხლა ალბათ უფრო გაძლიერდა...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2013 22:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლინგარდი და პაუელი მაგარი კაცები არიან winked
0
№7
ავტორი: RedGirl
23 დეკემბერი 2013 23:54
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ესენი არ უნდა დავკარგოთ და არც დაკარგავს მოიესი ! პოუელი მაგრად მევასება <3 ლინგარდიც დამევასა ამხანაგურებში ^_^ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: Malboro463
24 დეკემბერი 2013 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ერიქსენს ნუ დაივიწყებტ.

ლინგარდის კოლის და პაუელის მეიმედება იმედია მომავალში ძირითად გუნდში გადმოიყვანს სამივეს კოლი ძან მაგარია love
0
№9
ავტორი: A.J.44
24 დეკემბერი 2013 02:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
პოაუელი მაგარი აკცია
0
№10
ავტორი: VaRdo
24 დეკემბერი 2013 03:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Alex Buttner
პაუელი მაგარია და ლინგარდი ტურში საუკეთესო ფეხბურთელი იყო და იანუზის ათასჯერ ჯობდა და ეხლა ალბათ უფრო გაძლიერდა...


რა კრიტერიუმით სჯობია 1000 ჯერ იქნებ აგვიხსნა? კაი გევასება გევასება არავინ გეუბნება არ დაგევასოსო, მაგრამ თუ 1 000 ჯერ სჯობია რატომ არის იანუზაი ძირითადის ფეხბურთელი და ეგ განათხოვრებული? ლოგიკას მოწყვეტილია ხო? smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top