თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2013, 19:04
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1805,
კომენტარები: 8
ანტონიო ვალენსიას ვრცელი ინტერვიუ
ეკვადორელმა ვინგერმა ინტერვიუ მისცა United Review-ს
ანტონიო ვალენსიას ვრცელი ინტერვიუ
ანტონიო ვალენსიამ, რომელიც ატარებს ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს თავის კარიერაში, ინტერვიუ მისცა United Review-ს სადაც მფრინავმა ეკვადორელმა გუნდის ახლანდელ ფორმაზე ისაუბრა.

დევიდ მოიესი ხშირად გაქებთ ამ სეზონში, როგორ მოგწონს შენი სათამაშო ფორმა?

ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს არის ის, რის გამოც ამდენს ვმუშაობდი და აუცილებლად გავაგრძელებ ბევრ ვარჯიშს, რათა ეს ფორმა შევინარჩუნო. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როგორც გუნდი, ჩვენ ვვითარდებით და ჩვენი ფორმა უმჯობესდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აღმასვლა გავაგრძელოთ.

შენ ადრე აღნიშნე, რომ არ იყავი კმაყოფილი შენი ფორმით გასულ სეზონში. რას აკეთებ ისეთს ამ სეზონში, რომელიც გასულ წელს ვერ მოახერხე?

მე ვფიქრობ, რომ 2011/2012 სეზონში ჩემი კარგი თამაშით შეფასების ზღვარი მაღლა ავწიე, ეს ცოტა მოულოდნელი, თუმცა ძალინ სასიხარულო იყო. გასულ სეზონში მე პრობლემები მქონდა ზურგზე, ამიტომ ვერ ვახერხებდი სათანადოდ ვარჯიშს, საბედნიეროდ ახლა ეს ტრავმა აღარ მაწუხებს. თავს კარგად ვგრძნობ, მზად ვარ მთელი ძალებით ვივარჯიშო და მოედანზე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.

შენ ამ სეზონის დასაწყისში შეიცვალე შენი მაისურის ნომერი, რა იყო ამის მიზეზი?

არანაირი ნეგატიური მიზეზი არ არსებობს. არ მინდა, რომ ხალხმა ამის მიზეზად 7 ნომრიანი მაისურის ტარებასთან დაკავშირებული წნეხი ჩათვალოს, უბრალოდ 25 ის ნომერი იყო, რომლითაც გადმოსვლის დღიდან ვთამაშობდი. ამიტომ ვიფიქრე 'რატომ არ შეიძლება 25 ნომრის დაბრუნდება?', რადგან ამ ნომრით მე ბევრი კარგი მატჩი ჩავატარე და ჩემთვის ძალიან იღბლიანი მაისური აღმოჩნდა.

დევიდ მოიესმა მცირედით შეცვალა გუნდის სისტემა ამ სეზონში, ამან იმოქმედა შენს ფორმაზე?

მე მხოლოდ ვცდილობ გავაკეთო ის რასაც მენეჯერი მეუბნება! ის აქ თავისი იდეებით მოვიდა და ტაქტიკას თავისი შეხედულებისამებრ ცვლის, ფეხბურთელებს კი ევალებათ, ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენება. არცერთ ტაქტიკურ ცვლილებას არ ჰქონია დიდი გავლენა ჩემზე, რადგან ჩემი მიზანი ყოველთვის მცველების მოტყუება, გადაცემების გაკეთება და საგოლე მომენტების შექმნაა. თუმცა მე მესმის, რომ ჩემი ერთ-ერთი მოვალეობა ტაქტიკურ კომბინაციებში მონაწილეობაა დანარჩენებთან ერთად, ამიტომ ვცდილობ ორივე საქმე კარგად გავაკეთო.

შენ არაერთ მარჯვენა მცველთან მოგიწია თამაში ამ სეზონში - რაფაელი, კრის სმოლინგი და ჯონსი. როგორც ჩანს, შენ კარგი ურთიერთობა გაქვს მათთან...

დიახ, ისინი კარგი ფეხბურთელები არიან და ძალიან მომწონს მათთან თამაში. მათ შორის ფავორიტი არ მყავს. ჩვენ ყველა კარგად ვმუშაობთ ერთად და ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ. უნდა ავღნიშნო, რომ სამივე ფეხბურთელს ძალიან კარგი სეზონი აქვს.

როგორ შეაჯამებდი სეზონის გასულ ნაწილს გუნდის პერსპექტივიდან?

როცა შენ ახალი მენეჯერი გყავს, შენ ყოველთვის გაქვს შეჩვევის პერიოდი, როდესაც შეიძლება რამდენიმე ცუდი შედეგი დააფიქსირო. ჩვენ რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ ამ სეზონში, დანარჩენებში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვსურდა ამიტომ არასასურველი შედეგებიც დავაფიქსირეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ასტონ ვილასთან" გამარჯვება და გვსურს მოგებათა სერია გავაგრძელოთ.

შენ და შენი თანაგუნდელები მიჩვეულები ხართ ცხრილის სათავეში ყოფნას - როგორ გაუმკლავდით ამ მდგომარობას, როდესაც თქვენ არც ისე კარგ პოზიციაზე იმყოფებით?

ეს ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველთვის ცხრილის პირველი ორეულში ან სამეულში იყო. დავკარგეთ ბევრი სულელური ქულა, ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა. განსაკუთრებით მტკივნეულია სახლში წაგებული შეხვედრების გახსენება. ეს რთულია, თუმცა ახლა საჭიროა გავიხედოთ უკან, ვნახოთ ჩვენი შეცდომები და ვეცადოთ იგივე რამ არ განმეორდეს მომავალ მატჩებში.

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ქულის მოპოვება შეგიძლიათ საახლაწლო პერიოდში, რა ზეგავლენას მოხდენს ეს "იუნაიტედზე"?

ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გავივლით მას. ძალინ კარგი იქნება თუ ჩვენს მაღლა მყოფი გუნდები დაკარგავენ ქულებს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მომავალ სამ მატჩში ქულების მაქსიმუმის აღება გვმართებს. ამ სეზონში ბევრი გასაოცარი ანგარიში ვიხილეთ, სწორედ ეს არის "პრემიერ ლიგა". ყველა გუნდს აქვს ქულების აღების შანსი ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან. ჩვენ შანსი გვაქვს, რომ მომავალი კვირებში კარგი შედეგები დავაფიქსიროთ და აუცილებლად ვიზამთ ამას.

როგორ სეზონს ჩათვლიან ფეხბურთლები წარმატებულად?

ახლა ჩვენი მიზანი პირველ 4 ან 5 გუნდში მოხვედრაა იანვრის ბოლომდე, რის შემდეგაც შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხრილის სათავეს. ჩვენი მიზანი ყოველ სეზონში რაც შეიძლება მეტი თასის მოგებაა, ეს არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
23 დეკემბერი 2013 19:05
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
დღეს მაგარი სეზონი აქვს. ერთ-ერთი საუკეთესოა ბოლო თამაშებში.
0
№2
ავტორი: buka oboladze
23 დეკემბერი 2013 19:08
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ვალეე მაგრად მევასება ცხოველია არიღლება
0
№3
ავტორი: love united
23 დეკემბერი 2013 19:25
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ესეც არასტაბილური გახდა სხვა ბევრის მსგავსად,მაგრამ მაინც უმეტესად კარგად თამაშობს
0
№4
ავტორი: red devil
23 დეკემბერი 2013 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sharshan yvela amiswasvlas itxovda :D karoche amas ro teqnika qondes magari iqneboda
0
№5
ავტორი: A.J.44
24 დეკემბერი 2013 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
წელს 4 ეულში უნდა შევიდეთ
0
№6
ავტორი: UTD-Rule
24 დეკემბერი 2013 10:35
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აუ რატო გახდა თითქმის ყველა ფეხბურთლის მინუსი არასტაბილურობა ვერ მივხდი რა... არადა ეს ხო მაინც ვერ იტყვის სათამაშო დრო არ მაქვსო what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Best 7
24 დეკემბერი 2013 16:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგი ფეხბურთელია ამჟამად ნანის ჯობს
0
№8
ავტორი: tupaca
24 დეკემბერი 2013 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Nanis 10 tavit jobia tamashitac siswrapitac arc goria Da kargi xasiatic aqvs, chemi ki valencias :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top