მანჩესტერ იუნაიტედის მცველი რიო ფერდინანდი, ფიქრობს, რომ მანჩესტერ იუნაიტედი არ აჩვენებს იმ ფეხბურთს, რომლის თამაშიც შეუძლია:" ახლა სრულ წესრიგში ვართ. მაინც მგონია, რომ არ ვთამაშობთ ისეთ ფეხბურთს, რომლის თამაშიც ჩვენს გუნდს რა თქმა უნდა შეუძლია. ვიტყოდი, რომ ამ წუთას ჩვენ ძალიან ძლიერებივართ, როგორც გუნდი. ეს კარგია და ხელს არ გვიშლის პირადი სტატისტიკებიც გავიუმჯობესოთ."
"არ შეიძლება რაღაც შეცდომები უიღბლოებას დავაბრალოთ. ალბათ, ზოგიერთი მატჩისათვის საკმარისად კარგად არ მოვმზადებულვართ და სწორედ ამან გამოიწვია უარყოფითი შედეგები. ჩვენ ძალიან ბევრ ბურთს ვუშვებდით საწყის წუთებში , მაგრამ ახლა ყველაფერი მწყობრშია. მე მინდა, რომ კლუბმა მთელი დატვირთვის იმუშაოს და დამაჯერებლად მოიგოს მატჩები, რასაც მიჩვეულები ვართ. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წარმატებულად გამოსვლას სხვადასხვა ტურნირებზე, ამასთან ძალიან ცოტაა ტრავმირებული. სერ ალექსმა შეძლო შეეკრიბა და განეწყო გუნდი მატჩებისათვის."