"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ფორვარდი უეინ რუნი იმედგაცრუებულაი პენალტის გაფუჭებით,მაგრამ ამის მიუხედავად მისმა გუნდმა მაინც მოახერხა ლონდონის "არსენალის" დამარცხება.
"არ ვიცი იმ მომენტში რა დამემართა.დარწმუნებული ვიყავი,რომ მოვახერხებდი ამ შანსის გამოყენებას,მაგრამ მე ძალიან ცუდად შევასრულე თერთმეტმეტრიანი.მთავარია ჩვენ მოვახერხეთ 3 ქულის ჩაწერა აქტივში." - განაცხადა რუნიმ.
"ჩვენ ძალიან ბევრი შანსი გვქონდა.ხშირად ვქმნიდით სახიფათო მომენტებს,მაგრამ ბევრი მომენტის გამოყენება ვერ მოვახერხეთ.როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგე 10 კაცით დარჩა მოედანზე ჩვენ ეს შანსი კარგად გამოვიყენეთ და სრული კონტროლი დავამყარეთ თამაშზე."
"ჩვენ მოვახერხეთ და თამაში ჩავუკეტეთ მოწინააღმდეგეს."არსენალი" ძალიან კარგი გუნდია,მაგრამ ჩვენ მათი "ფელეიმეიქერები" ჩავკეტეთ და მათ ვეღარ მოახერხეს სწრაფი იერიშების განხორციელება."
დღევანდელი გამარჯვებით "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხრილის სათავეში მოექცა,მაგრამ რაღათქმაუნდა დროებით,რადგან ლონდონის "ჩელსს" ჯერ არ დაუსრულებია მატჩი.