თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2013, 01:19
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1832,
კომენტარები: 9
უელბეკი: ჩვენ მხოლოდ პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ
დენი უელბეკმა გასულ მატჩზე ისაუბრა
უელბეკი: ჩვენ მხოლოდ პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ
დენი უელბეკმა განაცხადა, რომ პოზიტიურად ფიქრი ერთადერთი საშუალებაა ცხრილის სათავეში დასაბრუნებლად.

თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა ბოლო ექვს მატჩში და დაეხმარა გუნდს მოეპოვებინა მიყოლებით მეოთხე გამარჯვება, ყველა ჩემპიონატში ერთად.

დევიდ მოიესის შეგირდებს ჰქონდათ ძალიან ცუდი პერიოდი, როდესაც მათ მიყოლებით სამი მატჩი ვერ მოიგეს, თუმცა "წითლებმა" მაინც მოახერხეს თამაშის გაუმჯობესება და უკვე მეოთხე მატჩია მოედანს გამარჯვებულები ტოვებენ.

"ძალიან კარგია სამი ქულის აღება." - განუცხადა უელბეკმა Sky Sports-ს. "ჩვენ ვიცოდით, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო ეს მატჩი და მზად ვიყავით ამის გასაკეთებლად. საბედნიეროდ, პირველივე ტაიმში მოვახერხეთ ორი გოლის გატანა და მთელ თამაშს ვაკონტროლებდით."

"როგორც გუნდი, ჩვენ დავსხედით და შევთანხმდით, რომ საჭირო იყო უკეთ თამაში და ყველა მატჩში ქულების მაქსიმუმის მოპოვება. ასეთი განწყობით მოვახერხეთ ოთხი მატჩის მოგება და ვეცდებით იგივე გავაგრძელოთ მომდევნო თამაშებშიც."

"აუცილებელია, რომ სულ დადებითზე ვიფიქროთ. ეს არის 'მანჩესტერ იუნაიტედის' გზა. არ არსებობს ნეგატიური განწყობა, ჩვენ მხოლოდ პოზიტიურზე ვფიქრობთ."


შეგახსენებთ, რომ უელბეკმა მოედანი 54-ე წუთზე დატოვა, რისი მიზეზიც მუხლის ტრავმა გახდა. რაც შეეხება "იუნაიტედს" ისინი შემდეგ მატჩს გამრთავენ "ჰულ სიტის" წინააღმდეგ.

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
22 დეკემბერი 2013 01:20
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
იმედია რამე სერიოზული ტრავმა არ მიუღია
0
№2
ავტორი: I L C
22 დეკემბერი 2013 01:34
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ციტატა: Vodafone
მედია რამე სერიოზული ტრავმა არ მიუღია

არა სერიოზული არაფერი აქ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: chudikone
22 დეკემბერი 2013 04:56
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ესენი თუ მართლა შეიკრიბნენ და მოგებებზე მოითათბირეს მაშინ მართლა სერიოზულად ყოფილა საქმეე და o_O
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Rosso Diavolo
22 დეკემბერი 2013 09:58
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგია, რომ მოიესმა ჩაგაყენა ასეთ ფორმაში იმედია გააგრძელებ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
22 დეკემბერი 2013 11:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც გუნდი, ჩვენ დავსხედით და შევთანხმდით, რომ საჭირო იყო უკეთ თამაში და ყველა მატჩში ქულების მაქსიმუმის მოპოვება


მიდი იმაზეც მოითათბირეთ როგორ უნდა მოვიგოთ წელს პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა biggrin2
0
№6
ავტორი: UTD-Rule
22 დეკემბერი 2013 11:34
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
შედის ნელ-ნელა ფორმაში და კარგია ვან პერსის არ ყოფნაში აუცილებელი ფიგურა იქნება გუნდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Dato de gea quantana
22 დეკემბერი 2013 11:43
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
es dzaan magari tavdamsxmeli gamova msoflioshi 1 1 sauketeso daimaxsovret chemi sityvaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
№8
ავტორი: Jubo
22 დეკემბერი 2013 13:58
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კარგი შეაგდო თან მარცხენათი. პერსის დაბრუნებამდე გამოდგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: A.J.44
22 დეკემბერი 2013 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ჰალი უნდა გავტენოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top