თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2013, 00:34
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1843,
კომენტარები: 9
მოიესი კმაყოფილია გუნდით
დევიდ მოიესმა "ვესტ ჰემთან" მიღწეულ გამარჯვებაზე ისაუბრა
მოიესი კმაყოფილია გუნდით
დევიდ მოიესი კმაყოფილია "ვესტ ჰემის" დამარცხებით და დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე ახერხებს სასურველ ფორმაში შესვლას.

"წითლები" მეორე ტაიმის დასასრულამდე 3 გოლიანი სხვაობით ლიდერობდნენ, თავი გამოიჩინეს დენი უელბეკმა, ადნან იანუზაიმ და ეშლი იანგმა. თუმცა ჩარლტონ კოულმა მაინც მოახერხა "ოლდ ტრაფორდის" დამწუხრება. საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 3-1 დამთავრდა. ასე რომ, "იუნაიტედი" კარგი განწყობით ხვდება "ჰულს" და "ნორვიჩს".

"ჩვენ რამდენიმე ძალიან კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ ამ სეზონში და დღევანდელი მატჩი ერთ-ერთი მათგანი იყო, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ." - განაცხადა ბოსმა.

"მე ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით, მათ დაიმსახურეს ეს გამარჯვება. ჩვენ შეგვეძლო ოთხი ან ხუთი გაგვეტანა, თუმცა საკმარისი მომენტები ვერ შევქმენით. ასევე გავიხსენოთ ჩიჩარიტოს გოლი, რომელიც უსამართლოდ არ ჩათვალეს,"

"ჩვენი თამაში უმჯობესდება, უკეთესები ხდებიან ფეხბურთელებიც. მე ვხედავ, რომ ისინი ძალიან თავდაჯერებულები არიან როდესაც ბურთს იღებენ. პირველი გოლის დროს შესანიშნავად იმოქმედეს დენი უელბეკმა და უეინ რუნიმ. ძალიან გამიხარდა, რომ დენიმ ისევ მოახერხა გოლის გატანა, თუმცა სამწუხაროდ მან მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა. მას ემატება თავდაჯერებულობა, ის ახერხებს მეტი გოლის გატანას და ხვდება, რომ მას შეუძლია ამის კეთება."

კოულის გოლს არანირი მნიშვნელობა არ ჰქონია მატჩის ბედზე, თუმცა მაინც სამწუხარო იყო დე ჰეას მშრალი სერიის დასრულება.

"ძალიან სამწუხარო იყო გოლის გაშვება, ჩვენ ბოლო სამ თამაშში მოვახერხეთ კარის მშრალად შენახვა და გვსურდა ეს სერია გაგვეგრძელებინა." დაამატა მოიესმა. "ჩვენ საკმარისად კარგად ვერ დავიცავით კარი, იმ მომენტში არ უნდა დაგვეტოვებინა კოული ასე თავისუფლად, თუმცა საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ."

"მე ვფიქრობ ჩვენი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ მატჩის არცერთ პერიოდში არ ყოფილა. ყველანაირად ვეცდებით იგივე გავკეთოთ შემდეგ თამაშში. სეზონის დასრულებამდე დიდი დრო დარჩა, ამიტომ დაველოდებით მოვლენების განვითარებას."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
22 დეკემბერი 2013 00:35
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მეც ძალიან მომეწონა თამაში, ასე უნდა გავაგრძელოთ
0
№2
ავტორი: chudikone
22 დეკემბერი 2013 04:51
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მეც მაგრად გამიტყდა რო გავუშვით გოლი.. თან გაიდირკა დე ხეა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Rosso Diavolo
22 დეკემბერი 2013 10:06
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კაია მოიესს ესე გააგრძელე !
0
№4
ავტორი: UTD-Rule
22 დეკემბერი 2013 11:35
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ისე კარი მშრალად შეგვენახა მაგას რა ჯობდა,მაგრამ არაუშავს ეხლა შემდეგ 3 მატჩში 9 ქულა უნდა ავიღოთ,ჰალთან და ნორვიჩთან არ გაგვიჭირდება და ტოტენჰემსაც მოვუგებთ ალბათ იმედი მაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: GeorgeBest
22 დეკემბერი 2013 11:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სწრაფი შეტებევი და კარგი თამაში, ბურთიც ვაკონტროლეთ და ეგრე გააგრძელეთ wink უკვე მეათედ ვწერ რომ კარგად ვითამაშეთ, მიხარია biggrin2
0
№6
ავტორი: LizarD
22 დეკემბერი 2013 11:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ეშველა მანჩესტერს და გაჩუმდნენ ჰეითერები..
0
№7
ავტორი: MANUTD FAN.
22 დეკემბერი 2013 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მომეწონა გუშინდელი თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№8
ავტორი: Jubo
22 დეკემბერი 2013 14:00
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დენიმაც თუ ტრავმა მიიღო კარგად ყოფილა ჩვენი საქმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: A.J.44
22 დეკემბერი 2013 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
კაი თამაში ვაჩვენეთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top