თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2013, 23:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1991,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" აღორძინებას განაგრძობს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დღეს კარგი თამაში აჩვენა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" განაგრძო აღორძინება, უკვე მეოთხე მატჩის დამაჯერებლად მოგების შემდეგ. დღეს ტრამვირებული ფეხბურთელებით სავსე "იუნაიტედის" შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოვლინდა "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ჰემთან" 3-1 გამარჯვებისას.

დენი უელბეკის გოლს, რომელიც პირველი იყო საშინაო მატჩებში 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, პირველივე ტაიმში დაემატა ადნან იანუზაის საუცხოო გოლი. ხოლო მესამე გოლი, შეცვლაზე გამოსულ ეშლი იანგს ეკუთვნის, რომელმაც უეინ რუნის დაწყებული საქმე ჩინებულად დაასრულა.

"იუნაიტედი" აღორძინებას განაგრძობს.
როგორ შეიქმნა იანგის გოლი.


უელბეკისთვის ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან 427 დღის შემდეგ გაიტანა მეექვსე გოლი ჩემპიონატში, და სამჯერ მეტი ვიდრე გასულ სეზონში.

"იუნაიტედი" აღორძინებას განაგრძობს.
უელბეკი აღნიშნავს მის პირველ გოლს "ოლდ ტრაფორდზე" ამ სეზონში.


მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დევიდ მოიესისთვის ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა. ისევ იჩინა ტრამვამ თავი, რომელმაც ახლა უკვე დენი უელბეკი შეაწუხა და ბოსსაც მოუწია მისი შეცვლა ჩიჩარიტოთი. უელბეკი სტადიონიდან გაიყვანეს თამაშის მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში. მოიესს ამ მხრივ ისედაც უამრავი პრობლემა აწუხებდა და ეს ნამდვილად არ იყო ის რაც "იუნაიტედს" ამ ეტაპზე სჭირდებოდა.

დღევანდელი წამახალისებელი, გამამხნევებელია "წითლებისთვის". ეს შედეგი უფრო დაეხმარება "მანჩესტერ იუნაიტედს" პირველადგილოსნების დაწევაში და სასურველი შედეგის მიღწევაში.

"ვესტ ჰემის" მეკარემ, ადრიანმა ბრწყინვალე სეივი გააკეთა ტომ ქლევერლის დარტყმაზე პირველივე წუთს. ამას მოყვა დიდი პერიოდი "წითლების" მიერ ბურთის ფლობისა, თუმცა არცთუ ისე ბევრი სახიფათო მომენტის შექმნისა. ეს კიდევ ერთი რთული საღამო აღმოჩნდა "წითელი ეშმაკუნებისთვის".

"იუნაიტედი" აღორძინებას განაგრძობს.
ადრიანი მუხლებზეა დაცემული და განიცდის მორიგ გოლს, მანამ სანამ იანგი აღნიშნავს წარმატებას "წითელ არმიასთან" ერთად.


სამი ზედიზედ წაგებული მატჩის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე", რომელიც პირველი იყო 1979 წლის შემდეგ, როგორც მოთამაშეები, ისე "ოცნების თეატრი" ძალიან აღელვებულნი იყვნენ, ისინი ერთად ცდილობდნენ მათი ძალა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინათ. მიუხედავად ამდენი წარუმატებლობისა, გულშემატკივრები მაინც გვერდზე ედგნენ კლუბს, "იუნაიტედი" კი მისი თავის რწმენას ინარჩუნებდა და მეტ და მეტ შეტევას აკეთებდა.

"იუნაიტედი" აღორძინებას განაგრძობს.
"მანჩესტერის" რამდენიმე გულშემატკივარი თოვლის ბაბუას ფორმებში. თოვლის ბაბუებიც იღებენ საჩუქარს "იუნაიტედისგან" "ვესტ ჰემის" დამარცხებით.


18 წლის წითელმა ეშმაკმა მიიღო გაფრთხილება მსაჯისგან, როცა მან ისიმულიანტა, მაგრამ მანამდე, "იუნაიტედის" სასარგებლოდ არ დადეს პენალტი. თუმცა ადნანმა ეს მსაჯის შეცდომა "გამოასწორა" და ერთ წუთში, უელბეკის ასისტით მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. ეს გოლი ბელგიელისთვის პირველი გოლი იყო "ოლდ ტრაფორდზე".

"იუნაიტედი" აღორძინებას განაგრძობს.
ადნანმა მეორე გოლი გაიტანა "მანჩესტერისთვის" 36-ე წუთზე.


"იუნაიტედი" აღორძინებას განაგრძობს.
ადნანი სიმულიანტობისთვის ყვითელ ბარათს იღებს.


"იუნაიტედი" აღორძინებას განაგრძობს.
"დამიჭირეთ თუ შეგიძლიათ"


ბოსს ახლა უკვე ფართო არჩევანი აქვს. ჩიჩარიტომაც, რომელმაც უელბეკი შეცვალა კარგი თამაში აჩვენა, მან მოახერხა კიდევაც გოლის გატანა, თუმცა მსაჯმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა და ეს გოლი აფსაიტად ჩათვალა.

ამ მატჩში მოიესს ჰქონდა შანსი, რომ მიეცა დატვირთული ევრასთვის ამოსუნთქვის საშუალება. მაგრამ თითქოს ეს ცვლილება გახდა მიზეზი "ვესტ ჰემის" მიერ გატანილი გოლისა. ბიუტნერმა, რომელმაც შეცვალა ფრანგი, მისცა უფლება სტუმრებს ბურთის გატანისა და ხელი შეუშალა ამ თამაშის ყველაზე საუკეთესო საშიანო მატჩად ყოფნას მოიესის ხანის "პრემიერ ლიგაში".

"იუნაიტედი" აღორძინებას განაგრძობს.
უეინ რუნი მოიესისგან მითითებებს იღებს მატჩის მსვლელობის დროს.


"იუნაიტედი" აღორძინებას განაგრძობს.
"ვესტ ჰემის" მწრთვნელი სემ ალარდისი ნამდვილად არ არის კარგ ხასიათზე და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს დღევანდელი მატჩის შემდეგ.


DailyMail.co.uk
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
21 დეკემბერი 2013 23:41
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
როგორ მომწონს ესეთი სტატიები.

ძალიან კარგი თამაში იყო, მეწყინა გოლი რომ გავუშვით მაგრამ არაუშავს. ერთი უნდა გაგვეტანა კიდე
0
№2
ავტორი: love united
21 დეკემბერი 2013 23:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ...საინტერესო წასაკითხია დეილიმეილის სტატიები...
0
№3
ავტორი: UTD-Rule
21 დეკემბერი 2013 23:48
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ნამდვილად საინტერესოა ესეთი ტიპის სტატიები სურათების თანხლებით ვისიამოვნე კითხვით feel

ეხლა ჰალთან,ნორვიჩთან და ტოტენჰემთან 9 ქულა უნდა ავიღოთ winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: RedGirl
22 დეკემბერი 2013 00:04
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Vodafone,
აუ გოლი მეც მაგრად გამიტყდა რა !! როგორ არ მინდოდა რო გაგვეშვა და მართალი ხარ ერთი კიდე უნდა გაგვეტანა. ჩიჩასი. მაგაზე ხო სულ თამაშგარე უნდა აიწიოს. 4:0 მინდოდა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Tamara
22 დეკემბერი 2013 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
სიმულაციისთვის წელს მეორედ მიიღო ყვითელი )) ცოტა ჭკუას მოუხმე ადნან რა !!!!!!!!!!!
0
№6
ავტორი: Edwwin
22 დეკემბერი 2013 04:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ვესტ ჰემს თუ მოვუგეთ აბა ვსო კაცო :D
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
22 დეკემბერი 2013 10:07
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოჩაღ კარგი სტატიაა !!

არ უსიმულიანტია იქ ნაღდად პენალი იყო დასადები @
0
№8
ავტორი: Best 7
22 დეკემბერი 2013 10:50
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ამას აღორძინება არ ქვია აღორძინება იქნება მაშინ როდესაც სიტის შევხვდებით და გავანადგურებთ
0
№9
ავტორი: GeorgeBest
22 დეკემბერი 2013 11:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყოჩაღ ავტორ, მომწონს დეილიმეილის სტატიები winked

იმედია წინსვლა გაგრძელდება, მალე კერიკი, პერსი შემოგვიერთდებიან და მერე უკვე უფრო კარგად ავთამაშდებით, მთავარია ესე გავაგრძელოთ.
0
№10
ავტორი: Manchester_M
22 დეკემბერი 2013 12:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი სტატია იყო :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top