თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2013, 15:27
ავტორი: love united,
ნანახია: 1795,
კომენტარები: 4
მოიესი საშინაო მატჩებზე
"ოლდ ტრაფორდზე" არ არსებობს შიშის ფაქტორი მოიესისთვის...
მოიესი საშინაო მატჩებზე
დევიდ მოიესის თქმით, გუნდში არავის აქვს იმის შიში, რომ "იუნაიტედი" ვერ მიაღწევს წარმატებას ზედიზედ მესამე საშინაო მატჩში. მანჩესტერელებს არ წაუგიათ ზედიზედ სამი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 1979 წლის შემდეგ. მათ შეუძლიათ გაიმეორონ ეს შედეგი დღეს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ. პატრის ევრას განცხადებით, შიშის ფაქტორი საშინაო მატჩებში უფრო და უფრო იმატებს, რასაც დევიდ მოიესი არ დაეთანხმა:"ნაჩვენები შედეგი არ იყო ისეთი, როგორიც გვსურდა. ამის გამო თავში გვიტრიალებს ისეთი სიტყვები, როგორიცაა ნერვიულობა, შიში. მაგრამ პირადად მე, არ მიგრძვნია ასეთი რამ. ფანები ზურგს გვიმაგრებენ. მათ იციან, რომ გვსურს უკეთ თამაში, მეტი გოლის გატანა. სამწუხაროდ წინა შეხვედრებში ეს ვერ შევძელით."

"იუნაიტედს" დღეს თამაში ნანის გარეშე მოუწევს, რომელიც ლაზარეთს შეუერთდა ხანგრძლივი ტრავმით. მოიესის თქმით, ის რამდენიმე კვირას გამოტოვებს. რაც შეეხება უეინ რუნის, მას აქვს შანსი დღეს თამაშისა. შეგახსენებთ, რუნიმ "სტოკ სიტისთან" თამაში საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა. შაბათის მატჩი პირველია იმ ოთხთაგან, სადაც "იუნაიტედი" ეცდება სიტუაციის გამოსწორებას. ბევრი ფიქრობს, რომ პატარა მონაკვეთში ძალიან ბევრი მატჩი იმართება, მაგრამ მოიესს უარესი პერიოდიც ახსოვს: "მე მახსოვს ის პერიოდიც, როდესაც 2 დღეში 2 მატჩის ჩატარება გიწევდა. მე მითამაშია ასეთ სიტუაციაში. ახლა მოგვიწევს 3 დღეში 2 თამაშის გამართვა. ჩვენ ქვეყანაში უკვე შევეჩვიეთ საშობაოდ ბევრი მატჩის გამართვას."

წყარო:skysports
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: giorga
21 დეკემბერი 2013 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
მაგარი ტეხავს ოლდ ტრაფორდზე წაგება, ნიუკასლთანაც და ევერტონთან რო წავაგეთ ორივეჯერ მარტო მანჩემ გამიმაზა ბილეთი :) კარგია დავითა რო არ გეშინია ეს უკვე რაღაცას ნიშნავს და მართალია ის რო უფრო მეტი გოლების გატანა მართებს მუ-ს
0
№2
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2013 15:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლდ ტრაფორდზე კიდე წაგებას არ გაპატიებენ უკვე winked უმნიშვნელოვანესი ქულებია და უნდა გავუფთხილდეთ
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
21 დეკემბერი 2013 15:49
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საშობაო მატჩები უნდა მოვიგოთ და მერე უნდა ვიფიქროთ ტოპ3ზე
0
№4
ავტორი: A.J.44
21 დეკემბერი 2013 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
აბა რაა დავიდ უნდ ამოვიგოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top