თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2013, 17:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1816,
კომენტარები: 5
ელერდაისი: "მოიესის მჯერა"
"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი ფიქრობს, რომ მოიესის ხანა "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებული იქნება.
ელერდაისი:
იუნაიტედი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 8–ე ადგილზე იმყოფება, ბოლო თამაშებში დაკარგული ქულების გამო. ისინი დღეს "ვესტ ჰემს" უმასპინძლებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერიუსონმა პოსტი ზაფხულში დატოვა, მისი ადგილი კი "ევერტონის" ყოფილმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა დაიკავა, რომელსაც ძალიან გაუჭირდა სერ ალექსის ჩანაცვლება.

მოიესზე საუბრობს მისი დღევანდელი მოწინააღმდეგე, "ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი.

"მე ვფიქრობ, რომ ის ცუდი მწვრთნელი არ არის."–განაცხადა სემმა.

"იუნაიტედი ინგლისის თასის ნახევარფინალში გავიდა, ისინი პირველ ადგილზე გავიდნენ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ეს არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ მათი პოზიცია პრემიერ ლიგაზე ნამდვილად არ არის შესაშური და სახარბიელო, როგორც გასულ წლებში იყო."

"დევიდის წინაშე დგას უდიდესი ამოცანა, მან უნდა ჩაანაცვლოს სერ ალექსი, რაც ადვილი არ არის. იგი მუდამ ისეთი იდეების ძიებაშია, რომელიც გუნდს დაეხმარება."

"ხალხის უმეტესობა ლაპარაკობს მასზე, რომ იგი ბევრს ვერ მიაღწევს, მაგრამ ჯერა, რომ იგი განსაკუთრებულ კვალს დატოვებს კლუბის ისტორიაში".


SkySports
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: love united
21 დეკემბერი 2013 17:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგრად მომწონს ელერდაისი,ჯერ კიდევ ბოლტონს მაგრად ათამაშებდა...წელს ჩავარდნა აქვს ვესტ ჰემს,მაგრამ გამოასწორებენ მალე...ადრე ბოლტონს რა კარგი კონტიგენტი გყავდა...მარტო ელერდაისი და იასკილაინენი რად ღირს...
0
№2
ავტორი: A.J.44
21 დეკემბერი 2013 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ეს კაი მწვთნელიაა
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
21 დეკემბერი 2013 18:18
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
როგორც მწვრთნელი არვიცი, მაგრამ კარგი ადამიანი ყოფილა
0
№4
ავტორი: RedGirl
21 დეკემბერი 2013 18:28
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დევიდის წინაშე დგას უდიდესი ამოცანა, მან უნდა ჩაანაცვლოს სერ ალექსი, რაც ადვილი არ არის.


სრულიად გეთანხმები :|| ცოდოა ეს კაციც, მუდმივად სხვას რომ ადარებენ რა !! და მეც მჯერა მოიესის !! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Cooner
21 დეკემბერი 2013 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
მეც მჯერა!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top