თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2013, 12:28
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1952,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი ერთი კაცის გუნდი არასდროს ყოფილა"
ახალი ტრამვები, ახალი ბოსი, წარუმატებლობები.. თუმცა მოიესი იმედს არ კარგავს, რომ "იუნაიტედი" ისევ გაბრწყინდება და იმედოვნებს, რომ ყველაფერი წინაა.
საშობაოდ "მანჩესტერმა" ტრამვები მიიღო "საჩუქრად". დღეს, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, მოიესის ბიჭებს დააკლდებათ უეინ რუნი, რობინ ვან პერსი, მაიკლ ქერიკი და წითლების მენეჯერმა უფრო ცუდი ამბავი შეიტყო £27 მილიონად შეძენილი მარუან ფელაინის შესახებ.

"იუნაიტედი ერთი კაცის გუნდი არასდროს ყოფილა"
პერსიმ სეზონის დასაწყისი ჯანმრთელად გაატარა, თუმცა პირველი ნაწილის დასასრულისკენ ტრამვა მაინც მიიღო.


ფელაინს გაუკეთებენ სკანირებას და თუ პრობლემები სერიოზული აღმოჩნდა, ისედაც ცუდი სტარტის ამღები ფეხბურთელი ორი კვირით გამოეთიშება გუნდს.

"ფელაინის აქვს ზურგის დაზიანება. ვიმედოვნებთ, რომ ის განიკურნება მალევე, თუმცა მე მაინც ვაპირებ, რომ მარუანი გავგაზვნო მორიგ სკანირებაზე და თუ ის კიდევ არ განიკურნება, უკვე მის წელსაც უნდა შევეხოთ. იმედი გვქონდა, რომ ზურგის ტრამვა მხოლოდ 10 დღე გაგრძელდებოდა, თუმცა ფელაინი ტკივილებს ისევ გრძნობს"

"ჩვენ ველით შედეგს. მე დაზუსტებით ვერ გეტყვით ვუკეთებთ თუ არა მას წელის ოპერაციას, თუმცა თუ ეს მოხდება მინიმუმ ექვსი კვირა მაინც მოუწევს მას შეჩერება."-განაცხადა მოიესმა.

"იუნაიტედი ერთი კაცის გუნდი არასდროს ყოფილა"
მარუან ფელაინმა შეიძლება ორი თვით დაგვტოვოს.


"იუნაიტედი" ეძებდა გამოსავალს, თუ როგორ უნდა აეკრიფათ ფორმა და აღმოეფხვრათ ათქულიანი ხარვეზი "არსენალთან". ახლა კი ამოცანა უფრო და უფრო გართულდა, რადგან მოიესს რამდენიმე გუნდისთვის სასიცოცხლო ნაწილის გარეშე უწევს თამაში.

თუმცა, რუნის აქვს შანსი შაბათს თამაშისა, მაგრამ ალბათ ის "ჰალ სიტისთან" უფრო გამოჩნდება.

"იუნაიტედი ერთი კაცის გუნდი არასდროს ყოფილა"
რუნის თითქოს აქვს შანსი "ვესტ ჰემთან" თამაშისა, მაგრამ ალბათ ის "ჰალ სიტისთან" გამოჩნდება.


ქერიკის დაბრუნებასაც მალე მოელიან, თუ "ჰალ სიტისთან" არა, ახალი წლისთვის ის აუცილებლად დაბრუნდება.

"მაიკლ ქერიკმა შეძლო გარეთ გასვლა და ეს ძალიან კარგია."–განაცხადა მოიესმა.

"იუნაიტედი ერთი კაცის გუნდი არასდროს ყოფილა"
მაიკლ ქერიკი მალე დაგვიბრუნდება !


მოიესი პარასკევ საღამოს უცნაური კრიტიკის ქვეშ მოექცა. კრიტიკის ავტორი კი ჰოლანდიელი მწრთვნელი რეიმონდ ვერეიჯენი გახლდათ. ის ადრე მუშაობდა ჰოლანდიის ნაკრებში. გასაკვირია, თუმცა რეიმონდი მოიესს ადანაშაულებს კლუბში ამდენი ტრამვის გამო.

"თუ თქვენ გადახედავთ მოიესის ისტორიას "ევერტონში", თქვენ დაინახავთ, რომ მისი იქ ყოფნის მანძილზე შვიდჯერ ან რვაჯერ მასიურად ფეხბურთელები დაზიანებულნი იყვნენ. ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი "იუნაიტედშიც" მოხდება."-აცხადებს რეიმონდი.

მოიესმა ამ კრიტიკაზე აუღელვებელი პასუხი გასცა: "მე საერთოდ არ ვიცი ვინ არის იგი, მას არ ვიცნობ. იქნებ მანახოს რაიმე საბუთი რის გამოც მას ჩემი კრიტიკის მიზეზი და უფლება აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე არაფერი ვიცი მასზე. თუ მე ის მის სამწრთვნელო კარიერას მაჩვენებს, მე საკმაოდ ჩამოყალიბებულ, ყოვლისმომცველ პასუხს გავცემ, მანამდე კი არაფრის თქმას არ ვაპირებ."

"იუნაიტედი ერთი კაცის გუნდი არასდროს ყოფილა"
რეიმონდი მოიესს აკრიტიკებს.


ტრამვების მიუხედავად მოიესი მაინც იმედიანადაა გნწყობილი:

"თუ ეს პერიოდი ჩვენი გამოცდაა, ეს უეჭველად უფრო რთული იქნება სხვა "პრემიერ ლიგის" გუნდებისთვის. რადგან მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი და შესაძლოა ყველაზე ძლიერი სკამი ჩვენ გვყავს"

"ჩვენ გვყავს ისეთი ცვლილებები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ტრამვირებულების შეცვლა და მათი არყოფნით გამოწვეული დანაკლისების შევსება. ჩვენ თერთმეტივე ფეხბურთელის შეცვლა შეგვიძლია თუ დაგვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ეს რეზერვი გვყავს. ჩვენ დავკარგეთ გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფეხბურთელები მცირე ხნით, თუმცა ჩვენ დაგანახებთ, რომ ჩვენ ამასთანაც შეგვიძლია შეგუება და ამის გარეშეც როგორმე თავს გავართმევთ."

"მე მოუთმენლად ველი ყველას დაბრუნებას და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ გაცილებით უკეთესად ვიგრძნობთ თავს, ისევ მთელი ძალებით ვითამაშებთ და პრობლემებს შევუქმნით სხვა გუნდებს. მე არანაირად არ ვფიქრობ, რომ ის ხარვეზი რაც "პრემიერ ლიგაში" გვაქვს დაუძლეველია. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით ყველამ, რომ ეს სეზონი "იუნაიტედისთვის" იქნებოდა როგორც აღმაფრენებით, ისე დაღმაფრენებით სავსე."

"იუნაიტედი ერთი კაცის გუნდი არასდროს ყოფილა"
ბოსი იმედს არ კარგავს და პოზიტიურადაა განწყობილი ამდენი ტრამვების მიუხედავად.


"შეიძლება ჩვენ უკვე ბევრი დაცემა განვიცადეთ, მაგრამ იქნებ ყველა გამარჯვება და ყველა წარმატება წინ გველის? ამ კლუბის ისტორია გვიჩვენებს, რომ "მანჩსეტერ იუნაიტედი" ძირითადად მეტ წარმატებას სეზონის მეორე ნაწილში აღწევდა ხოლმე, ჩვენც ამის იმედი გვაქვს და აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას."-დაასრულა ბოსმა.

DailyMail.co.uk
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
21 დეკემბერი 2013 12:37
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დღეს ოლდ ტრაფორდზე ზედიზედ ორი მარცხნის შემდეგ არ მაინტერესებს რუნის,პერსის თუ კერიკის გარეშე ვიქნებით მოგების გარდა სხვა არანაირ შედეგს არ მივიღებ! gun2

საინტერესო სტატია იყო ყოჩაღ ავტორ good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Macklemore
21 დეკემბერი 2013 12:38
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გაგვიჭირდება, ნახევარი გუნდის გარეშე ვთამაშობთ, მაგრამ არაუშავს. ბიჭები დაიხარჯებიან ბოლომდე და მოვიგებთ!!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2013 12:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეიძლება ჩვენ უკვე ბევრი დაცემა განვიცადეთ, მაგრამ იქნებ ყველა გამარჯვება და ყველა წარმატება წინ გველის?


ამ იმედითღა ვართ ყველანი და გვჯერა წარმატების winked
0
№4
ავტორი: ლადო
21 დეკემბერი 2013 13:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ძალიან საინტერესოა)))

ეს გამარჯვება უეჭველი უნდა მოვიპოვოთ
0
№5
ავტორი: MANUTD FAN.
21 დეკემბერი 2013 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
Macklemore,
გეთანხმები 100%_ით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№6
ავტორი: Shako Jones
21 დეკემბერი 2013 14:12
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
0
№7
ავტორი: Vodafone
21 დეკემბერი 2013 14:53
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მომწონს ამ კაცის კომენტარები ბოლო დროს, როგორც ჩანს უკვე სრულიად შეეჩვია და მზადაა წარმატების გზაზე დააყენოს გუნდის. In David We Trust manunited
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
21 დეკემბერი 2013 14:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რა გააკეთოს მეტი ამ მოიესმა ყველა აკრიტიკებს 3თვეში ფერგის ჩანაცვლება ძნელია ძაან
0
№9
ავტორი: love united
21 დეკემბერი 2013 15:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან გაგვიჭირდება დღეს,მაგრამ უნდა მოვიგოთ აუცილებლად...
0
№10
ავტორი: Red Hooligan
21 დეკემბერი 2013 16:47
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ფლანგებს ისედაც დანძრეული აქ და ნანიც არაა, ზაჰას კიდე არ ათამაშებს. იმედია ისევ იანგს არ დააყენებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top