თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 20:38
ავტორი: love united,
ნანახია: 2290,
კომენტარები: 8
სატრანსფერო სიახლეები
მოიესი რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს და გაუშვებს
სატრანსფერო სიახლეები
"იუნაიტედი" მზად არის არ დაიხიოს უკან ელიაკიმ მანგალას გადაბირებისთვის ბრძოლაში. ხელმძღვანელობა ეცდება უკვე მიმდინარე წლის ბოლოს შეათანხმოს მცველთან ყველა ნიუანსი, სანამ სხვა კლუბები დაიწყებენ აქტიურობას. მანჩესტერმა ამავდროულად უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოხდება ზაფხულის შემდეგ რიო ფერდინანდთან დაკავშირებით. რიოს წასვლის შემთხვევაში, წითლებს მაინც ბევრი ცენტრალური მცველი დარჩებათ შემადგენლობაში. ამის მიუხედავად ისინი კიდევ ერთ მცველს აკვირდებიან- მეჰდი ბენატიას, რომელიც "რომაში" თამაშობს.

მენეჯერმა დევიდ მოიესმა გადაწყვიტა, რომ დაიმატოს ორი ძლიერი, ფანებისთვის კარგად ცნობილი მოთამაშე. შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი უესლი სნეიდერი იყოს, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ თვის დასაწყისში MailOnline-მ გაავრცელა. ჰოლანდიელი დიდი ალბათობით დათანხმდება შემოთავაზებას, მაგრამ არის ერთი ფაქტორი- მოიესი ყურადღებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაუთმობს. ის გრძელვადიანი გუნდის შენებას იწყებს, ამ შემთხვევაში კი 29 წლის ნახევარმცველის დამატება უადგილოა.

ფერნანდოს, რომელიც "პორტოში" თამაშობს, მოიესი ჯერ კიდევ "ევერტონის" მწვრთნელობისას აკვირდებოდა. მისით მეორე ლივერპულური კლუბიც დაინტერესდა. ასევე შოტლანდიელი ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველით, იან მვილათი დაინტერესდა.

სატრანსფერო სიახლეები

დევიდი სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას აპირებს


"იუნაიტედის" პრაქტიკანტი, ჯოშ ბრაუნჰილი, დაუბრუნდება თავის ამჟამინდელ გუნდს, "პრესტონ ნორს ენდს" დიდი მატჩის წინ. უარინგტონელი ნახევარმცველი, რომელიც გუშინ გახდა 18 წლის, მანჩესტერელებმა ერთი წლის წინ გაანათხოვრეს პრესტონის ახალგაზრდულ გუნდში. აქ სიმონ გრაისერმა აღმოაჩინა მისი ნიჭი და დააყენა ძირითად შემადგენლობაში ოქტომბერში. მან თავისი დებიუტი გოლით აღნიშნა "ჯილინჰემის" წინააღმდეგ. მას შემდეგ ბრაუნჰილის თამაშს ბევრი კლუბის აგენტი აკვირდება. "ფულჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, რენე მალესტინმა კარგად იცის ჯოშის შესაძლებლობები. ბრაუნჰილს აკვირდებოდნენ ლივერპულის და სტოკის აგენტები.

უილფრიდ ზაჰა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე. მისი კარიერა მანჩესტერში წარმატებულად ვერ აეწყო და სხვა ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული, გაასხვისებენ მას თუ არა. ნიუკასლი განსაკუთრებით აქტიურობს. ასევე ზაჰათი აღფრთოვანებულია "ვესტ ბრომვიჩის" ხელმძღვანელობა. ალან პარდიუმ აღნიშნა ზაჰას თამაში წინა წელს "პალასის" შემადგნელობაში. "კრისტალ პალასი" სტოკისა და კარდიფის მსგავსად, იბრძოლებს ახალგაზრდა ვინგერისათვის. რობერტო მარტინესსაც მოსწონს ინგლისელი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არც ერთ კლუბს არ მიუმართავს მანჩესტერელთათვის.

სატრანსფერო სიახლეები

ზაჰა შესაძლოა წავიდეს


ხავიერ ერნანდესის მომავალი ბოლო კვირების განვმალობაში ბუნდოვანი გახდა. მას უკავშირებენ "ტოტენჰემს", "ატლეტიკოსა" და "ინტერს", მაგრამ მისმა მამამ, ედუარდომ ახსნა: "მე შევხვდი "იუნაიტედის" ხალხს 10 დღის წინ. მათ მითხრეს, რომ დაინტერესებულია რამდენიმე ძლიერი ევროპული კლუბი, მაგრამ მათ არ სურთ ერნანდესის გაყიდვა."

სატრანსფერო სიახლეები

ჩიჩას მამის თქმით, "იუნაიტედი" არ გაყიდის მის შვილს


წყარო:dailymail
ტრანსფერები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
20 დეკემბერი 2013 20:48
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ტრავმების პრობლემა გვაქვს ამიტომ ზაჰა არაფრით არ უნდა გავუშვათ. გადმოყვანას რაც შეეხება სიამოვნებით ვიხილავდი მანგალას, მაგრამ ეგ არ გვეყოფა ნახევარმცველი გვჭირდებაა
0
№2
ავტორი: UTD-Rule
20 დეკემბერი 2013 21:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Vodafone,
+1 მართლა მოხშირდა ტრავმები და რეზერვში ისეთი ხალხი უნდა გვყავდეს,რომელთაც ნებისმიერ დროს ვენდობით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Zizou
20 დეკემბერი 2013 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მოკლედ

ნანი-იანგი-ანდერსონი-ველბეკი გასაყრელები არიან... ნუ მ აკედას აღარ ვთვლი მანჩესტერის ფეხბურთელად... ბიუტნერი-ფაბიოდან ორივე თუ არა ერთ-ერთI უნდა გაუშვა და ბეინსი უნდა მოიყვანონ. როისი-გუნდოგანიდან ერთ-ერთი ან ორივე სააერთოდ :)

ზაჰას თუ არ ათამაშებს გაანათხოვროს მაინც
0
№4
ავტორი: gilmour
20 დეკემბერი 2013 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გაყიდონ რა იანგი და ზაჰასაც მიეცემა დრო. ამ ზამთრის ტრანსფერებზე არ მაქვს დიდად ვინმე მაგარის ყიდვის იმედები, ვინც ჩვენ გვინდა ყველა ლიგაზე თამაშობს.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
20 დეკემბერი 2013 21:30
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სასიამოვნო სიახლეები ზაჰაც არენდით წავა ))
0
№6
ავტორი: BERDI
20 დეკემბერი 2013 22:13
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ჩიჩა ჩვენიანია ზაჰა არ უნდა გავუშვათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: salier1
20 დეკემბერი 2013 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
gilmour,
ველბეკი რატო, ახალგაზრდაა, სწრაფია, ეგ მაგრად მოუმატებს.
0
№8
ავტორი: A.J.44
21 დეკემბერი 2013 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
კაი სიახლეაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top