რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უანიამათი დაინტერესებული იყო რამდენიმე კლუბი, მათ შორის "იუნაიტედიც", უანიამას სატრანსფერო თანხად 25 მილიონი ფუნტ სტერლინგი განიხილებოდა. 21 კენიელ ჩამშლელს წინ დიდი მომავალი აქვს. მისი კარგი თამაშიდან გამომდინარე იყო ასეთი ფასი დაწესებული. თუმცა ნეილ ლენონმა "სელტიკის" ფანებს განუცხადა, რომ კენიელს 2015 წლამდე ქონდა კონტრაქტი და კლუბი არ აპირებდა მის დათმობას, ამას დამატებული ისიც, რომ უანიამა გლაზგოში ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ. "მე მქონდა საუბარი ვიქტორთან, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს" განაცხადა ნეილ ლენონმა. "კლუბი ყველაფერს შეეცდება, რომ ის ამ იანვარში არსად არ წავიდეს, შევუქმნით ყველანაირ კომფორტს და გვეყვარება ვიქტორი, ისე როგორც აქამდე" დასძინა ნეილ ლენონმა, "სქაისპორტთან" მიცემულ ინტერვიუში. "სქაისპორტის" ჟურნალისტების მტკიცებით ეს 21 წლის ფეხბურთელი, აფრიკის მომავალი "ვარსკვლავია"
წყარო: Givemefootball.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.