თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 15:32
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1891,
კომენტარები: 23
Manchester United VS West Ham - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" - პრევიუ
Manchester United VS West Ham - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" - პრევიუ

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი",მანჩესტერი
მონაცემი: პრემიერ ლიგის მე-17 ტური
მსაჯი: მაიკლ ჯონსი (ინგლისი)
თარიღი: შაბათი, 21 დეკემბერი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

Manchester United VS West Ham - Preview

Manchester United VS West Ham - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი,რუნი,ფელაინი,კერიკი,ნანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ხავიერ ერნანდესი
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის შემდეგ მატჩს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ დიდი დანაკლისით ხვდება.მე-17 ტურის მატჩის გამოტოვება მოუწევს "წითელი ეშმაკების" ჰოლანდიელ ფორვარდს,რომელიც მუხლის ტრავმის გამო 1 თვით დააკლდება მანჩესტერულ გუნდს.დღეს დევიდ მოიესმა დაადასტურა,რომ ხვალინდელი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს ასევე უეინ რუნის,რომელმაც მცირე ტრავმა "ასტონ ვილასთან" მატჩში მიიღო.ტრავმები ჯერ კიდევ არ მოუშუშებიათ მაიკლ კერიკს,ლუიშ ნანისა და მარუან ფელაინს.

Manchester United VS West Ham - Preview

"ვესტ ჰემი"

ტრავმირებულები: კეროლი,დაუნინგი,ვაზ ტე,უინსტონ რიდი,პეტრიჩი
დისკვალიფიკაცია: კევინ ნოლანი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის.
მთავარი მწვრთნელი: სემ ალერდაისი

სავარაუდოდ "ვესტ ჰემი" ძალიან დიდი დანაკლისით შეხვდება ხვალინდელ მატჩს,რადგან გუნდს სხვადასხვა მიზეზებით რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება.უკვე დიდი ხანია ტრავმების გამო უცდებათ მატჩები კეროლსა და დაუნინგს,ასევე ამ მიზეზით "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს ვაზ ტე,რიდი და პეტრიჩი.რაც შეეხება კევინ ნოლანს მას დისკვალიფიკაციის გამო 1 მატჩით დასვენება მოუწევს.

გუნდების ფორმა

Manchester United VS West Ham - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ მომენტისათვის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს 25 ქულით და 10 ქულით ჩამორჩება ცხრილის სათავეში მყოფ ლონდონის "არსენალს".ჩატარებული 16 შეხვედრიდან დევიდ მოიესის გუნდმა 7-ჯერ შეძლო გამარჯვება,4 მატჩი ფრედ დასრულდა ხოლო 5 მატჩში "წითელი ეშმაკები" დამარცხდნენ.პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩიდან "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ბოლო ტურში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ 3 ბურთიანი სხვაობით (1 მოგება,2 წაგება,2 ფრე).დევიდ მოიესის შეგირდებმა მეტოქის კარის აღება ამ მომენტისათვის 25-ჯერ მოახერხეს ხოლო საკუთარ კარში 19 ბურთი გაუშვეს.ამ სეზონში "იუნაიტედი" უკვე 5-ჯერ დამარცხდა, იგივე მაჩვენებელი ჰქონდა გუნდს გასულ წელს მთელი სეზონის განმავლობაში. ისინი პირველიმოქმედი ჩემპიონები არიან, რომლებიც პირველ 15 მატჩში 5-ჯერ დამარცხდნენ, ასეთივე შედეგი ჰქონდათ მათ 2001-02 სეზონში."მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონის ბოლო მატჩი ოთხშაბათს "სტოკ სიტის" წინააღმდეგ გამართა ბრიმინგემში თასის მატჩში,სადაც "წითლებმა" მეტოქე ეშლია იანგისა და პატრის ევრას გოლებით ორ ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს."წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ბოლო 2 საშიანაო მატჩში მინიმალური სხვაობით დამარცხნენ "ნიუკასლისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ,ზედიზედ ორი საშინაო მატჩის წაგების შემდეგ დევიდ მოიესის გუნდი შეეცდება ხვალ მორიგი სამი ქულის ჩაწერას აქტივში "ვესტ ჰემის" დამარცხებით.

Manchester United VS West Ham - Preview

სემ ალერდაისის გუნდი მიმდინარე სეზონში ნამდვილად ვერ გამოიყურება ოფტიმალურ ფორმაში,რაც გამუდმებული ტრავმებით არის გამოწვეული."ვესტ ჰემი" ამ მომენტისათვის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრიში მე-17 ადგილს იკავებს 14 ქულით.ის მხოლოდ 5 ქულით უსწრებს ბოლო ადგილზე მყოფ "სანდერლენდს" ასე,რომ შეიძლება ვთქვათ,რომ "ვესტ ჰემი" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს.გუნდს ჩატარებული 16 თამაშიდან 3 მოგება,5 ფრე და 8 წაგება აქვს.ამ დრომდე სემ ალერდაისის გუნდის შეგირდებმა მეტოქის კარის აღება 13-ჯერ მოახერხეს,რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში ხოლო საკუთარ კარში 19 ბურთი გაუშვა,იმდენივე რამდენიც "მანჩესტერ იუნაიტედმა".ბოლო მატჩში "ვესტ ჰემი" საკუთარ მოედანზე "სანდერლენდს" დაუპირისპირდა და ფრე ითამაშა (0:0).ბოლო 5 მატჩში გუნდს 1 მოგება აქვს "ფულემის" წინააღმდეგ (1 მოგება,3 წაგება,1 ფრე).როგორც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასევე თასზე თავისი მატჩი ჩაატარა "ვესტ ჰემმა",რომელმაც "უაირთ ჰარტ ლეინზე" შეძლო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა ლონდონის "ტოტენჰემი".ხვალ სემ ალერდაისის გუნდი ყველანაირად შეეცდება "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას,რათა გაიმყაროს სატურნირო მდგომარეობა.

გუნდების შესახებ

Manchester United VS West Ham - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

Manchester United VS West Ham - Preview

ვესტ ჰემ იუნაიტედი (ინგლ. West Ham United Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. ბაზირებულია ვესტ ჰემში, ლონდონი დასავლეთ ნაწილში პატარა რაიონ ნიუჰემში. კლუბის მოედანი - აპტონ პარკი მდებარეობს Green Street-ზე. ვესტ ჰემის ფან-კლუბზე აგებული არის ფილმი - Green Street Hooligans - მწვანე ქუჩის ხულიგნები.
თავდაპირველად გუნდი ფორმირებული იყო მეტალურგიური ქარხნის მუშებისაგან 1895 წელს და ერქვა Thames Ironworks F.C. 5 წლის შემდეგ კლუბს სახელი გადაერქვა და დაერქვა "ვესტ ჰემ იუნაიტედი". თავდაპირველად "ჩაქუჩები" ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ლიგებში ასპარეზობდნენ, ხოლო უკვე 1919 წელს გაწევრიანდნენ ფეხბურთის ლიგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და 4 წლის შემდეგ გახდნენ ჩემპიონები. 1964 წელს გავიდნენ ინგლისის თასის ფინალში, რომელშიც გაიმარჯვეს და 64, 75 და 80 წლებში გახდნენ ინგლისის თასის სამგზის ჩემპიონები. ასევე 1964/62 წელს მოიგეს თასის მფლობელთა თასი, ხოლო 1999 წელს ინტერტოტოს თასი.

ურთიერთშეხვედრები

Manchester United VS West Ham - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ვესტ ჰემი" სულ ერთმანეთს 105-ჯერ შეხვდნენ,აქედან 50 მატჩის მოგება "წითელმა ეშმაკებმა" მოახერხეს,24 შეხვედრა ფრედ დასრულდა ხოლო 31 მატჩში "ვესტ ჰემმა" იმარჯვა.ჩატარებულ მატჩებში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეტოქეს 200 ბურთი გაუტანა ხოლო "ვესტ ჰემმა" 139-ჯერ მოახერხეს გოლის გატანა "წითელი ეშმაკებისთვის".ბოლო მატჩი ამ ორ გუნდს შორის 2013 წლის 17 აპრილს გაიმართა პრემიერ ლიგაში "ბოლეინ გრაუნდზე",მატჩი კი ფრედ 2:2 დასრულდა.ბოლო "ვესტ ჰემმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" 2010 წელს სძლია ლიგის თასზე საკუთარ მოედანზე ანგარიშით 4:0,"ოლდ ტრაფორდზე" კი "ვესტ ჰემმა" ბოლოს 2007 წელს გაიმარჯვა მინიმალური სხვაობით.

17.04.2013 West Ham United 2-2 Manchester United
28.11.2012 Manchester United 1-0 West Ham United
02.04.2011 West Ham United 2-4 Manchester United
28.08.2010 Manchester United 3-0 West Ham United
23.02.2010 Manchester United 3-0 West Ham United

ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე"

Manchester United VS West Ham - Preview

ამ ორი გუნდის ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 2012 წლის 28 ნოემბერს გაიმართა პრემიერ ლიგაში.მატჩში 35 წამზე გაიხსნა ანგარიში და ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებიდან რობინ ვან პერსიმ მოახერხა მაიკლ კერიკის საგოლე გადაცემის ხარჯზე.ამის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" მისულ გულშემატკივარს მატჩში გოლი არ უნახავს და შეხვედრა მინიმალური სხვაობით "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა.


LAST 5 MATCH

Manchester United VS West Ham - Preview

მოიესი მატჩის წინ

Manchester United VS West Ham - Preview

უეინ რუნიმ შესაძლოა მოახერხოს თამაში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, თუმცა ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ლუიშ ნანი, რომელსაც მუხლის ქვედა მყესის ტრავმა აქვს.
"იუნაიტედის" მენეჯერმა დაადასტურა, რომ ინგლისელს შანსი ექნება ითამაშოს "ჩაქუჩებთან", მას შემდეგ რაც საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა "ლიგის თასის" დაპირისპირება "სტოკთან".
"უეინს აქვს შანსი." - განაცხადა მოიესმა პრესკონფერენციაზე. "ასე რომ, ვნახავთ როგორ იქნება ის ხვალ. ნანის აქვს მყესის ტრავმა და ამაზე ძალიან ვღელავთ. მისი ტრავმა უარესი აღმოჩნდა ვიდრე ველოდით, ამიტომ მას შეიძლება რამდენიმე კვირა გაუცდეს."
ბოსმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო მატჩებში რამდენიმე ფეხბურთელმა მოახერხა თავის გამოჩენა, რაც მას უფრო დიდი არჩევანს დაუტოვებს შემადგენლობის არჩევაში.
"ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იმუშავეს." დაამატა ბოსმა. "სწორედ ამიტომ ჰყავს გუნდს ამდენი კარგი ფეხბურთელი, სეზონის განმავლობაში უამრავი მატჩის ჩატარება გვიწევს, ამიტომ საჭიროა ბევრი ფეხბურთელის ყოლა."
"ბოლო დროს ტრავმების გამო მცირე არჩევანი მქონდა, თუმცა მოედანზე გამოსულმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს. ჩვენ დაგვჭირდება მთელი გუნდი, რომელიც გვყავს. დარენ ფლეტჩერის დაბრუნებამაც ძალიან კარგად იმოქმედა გუნდის განწყობაზე. თუმცა მხოლოდ ეს არაა, დარენი ძალიან მალე შეძლებს სასურველი ფორმის აკრეფას და ის გუნდისთვის დიდი ძალა იქნება."

დევიდ მოიესს სურს, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა აიღონ ეშლი იანგის და პატრის ევრას მაგალითი და ეცადონ რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას.
"სტოკთან" გატანილი გოლით იანგი გახდა მე-14 ფეხბურთელი "იუნაიტედის" შემადგენლობაში, რომელმაც წლევანდელ სეზონში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ევრასთვის ეს გახდა მეორე გოლი ამ სეზონში.
ასევე ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა კლვერლიმ გასულ კვირას, "ვილა პარკზე". გამომდინარე იქიდან, რომ გუნდს ერთი თვით დააკლდება ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, მოიესს სურს, რომ მისმა გუნდმა შეძლოს ბევრი გოლის გატანა ყოველ მატჩში.
"მე მინდა, რომ გოლი გაიტანოს ყველამ" - განაცხადა მოიესმა. "მე ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ ყოველ მატჩში უნდა გავიტანოთ რაც შეიძლება მეტი, სხვადასხვა პოზიციიდან."
"საბედნიეროდ, ამ სეზონში ჩვენი თავდამსხმელები ახერხებენ გოლების გატანას, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მე ძალიან გამიხარდა ეშლის გოლი, ევრასაც მშვენიერი გოლი გამოუვიდა."

მოიესს სურს გააგრძელოს დაუმარცხებელი სერია "ვესტ ჰემთან" მატჩში. ასევე მან აღნიშნა, რომ "იუნაიტედის" ბოლოდროინდელი ცუდი პერიოდის მიუხედავად, აღფრთოვანებულია გულშემატკივრების აქტიურობით.
"მე არასდროს მინახავს 'ოლდ ტრაფორდი' გაღიზიანებული, ასეთი რამ ამ სეზონში არ მომხდარა. ეს შესანიშნავი ადგილია სათამაშოდ." დაამატა ბოსმა.
"გულშემატკივრობა უბრალოდ ფანტასტიურია, ისინი ყოველთვის ზურგს უმაგრებენ გუნდს. ამიტომ ჩვენ მათ გამო ვალდებულები ვართ მოვიგოთ და გავიტანოთ მეტი გოლი, მაქსიმალურად შევეცდებით ამის გაკეთებას."


ოფიციალური პრომო

მატჩის წინ
23 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
20 დეკემბერი 2013 20:37
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყველანი ხვალინდელი დღის მოლოდინში gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: love united
20 დეკემბერი 2013 20:40
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ დავით..მართლა უხდება ახალ დიზაინს პრევიუ :დ
0
№3
ავტორი: Man United Fan
20 დეკემბერი 2013 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
იმედია ჩავდგებით ფორმაში და დავამარცხებთ ვესტ ჰემს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
№4
ავტორი: Esi
20 დეკემბერი 2013 20:40
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
უხდება პრევიუ და ახალი დიზაინი ერთმანეთს :))

ყოჩაღ დავით!
0
№5
ავტორი: Z A C K™
20 დეკემბერი 2013 20:41
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
უნდა მოვიგოთ!! challenge
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№6
ავტორი: Vodafone
20 დეკემბერი 2013 20:44
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მართლა მაგრა უხდება დიზაინს!

ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, არ შეიძლება ამ პერიოდში ქულების დაკარგვა, სხვა გუნდებს რთული კალენდარი აქვთ და იმედია ექნებათ ჩავარდნა
0
№7
ავტორი: chudikone
20 დეკემბერი 2013 20:45
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მთელი დღეა საიტს ვუყურებ და დორბლები ჩამომდის. კიდე ეს მინდოდა ? foreveralonehappy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Roni 7
20 დეკემბერი 2013 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
unda movugot uechveliii

unda movugot uechveliii
0
№9
ავტორი: Manchester_M
20 დეკემბერი 2013 21:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წარმატებები !
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
20 დეკემბერი 2013 21:28
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი პრევიუა როგორც ყოველთვის გავხევთ ვესტ ჰემს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top