თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 15:17
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1897,
კომენტარები: 5
უელბეკი შანსის გამოყენებას გეგმავს
ჰოლანდიელის არყოფნაში დენის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება ევალება.
უელბეკი შანსის გამოყენებას გეგმავს
ახალგაზრდა ინგლისელმა ფორვარდმა ზედიზედ 2 მატჩი ჩაატარა თავდასხმის წინა ხაზში, ვინაიდან როვინ ვან პერსი იძულებულია ერთი თვე მოედანს დაემშვიდობოს რეაბილიტაციის კურსი ჩაიტაროს საზარდულის ტრავმის გამო. უელბეკმა დუბლი შეასრულა "ასტონ-ვილას" წინააღმდეგ, ხოლო "სტოკთან" მატჩში 90 წუთი გაატარა მოედანზე.

იმის გამო რომ გუნდს შესანიშნავი თავდასხმის ხაზი ჰყავს, უელბეკი უმეტესწილად ვინგერად გვევლინბოდა, ზოგჯერ კი საერთოდაც ვერ ხვდებოდა 18 კაციან განაცხადში. ახლა კი, როდესაც ვან პერსი ტრავმირებულია, მას შანსი აქვს დაუმტკიცოს დევიდ მოიესს, რო იგი ძირითად შემადგნელობაში ყოფნას იმსახურებს.

"გულახდილად რომ გითხრათ, ჩემი სურვილი არ ყოფილა ფლანგზე თამაში." აღიარებს უელბეკი. "მრავალჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ ვიმეორებ, რომ მე ბედნიერი ვარ "იუნაიტედში" და ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც გუნდს დასჭირდება. სამწუხაროდ, რობინი ტრავმიერებულია და მე შანსი მაქვს ადგილი დავიმკვიდრო შეტევის წინა ხაზში. ამისათვის გოლების მეტი რაოდენობა მესაჭიროება."

დენი უელბეკის უკანასკნელ მატჩში, მსაჯი - მარკ კლატენბურგი იძულებული იყო შეეწყვიტა მატჩში პირველ ტაიმში, მანამ სანამ ამინდი არ გამოსწორდებოდა. ამასთან დაკავშირებით ინგლისელმა ფორვარდმა თავისი აზრი დააფიქსირა.

"ურთულესი სათამაშო პირობები იყო. როდესაც ბურთს მივიღებდი მე ბრმად დავრბოდი." აცხადებს დენი. "ვიცოდი რომ ჩემს გარშემო მცველი იმყოფებოდა, მაგრამ არ ვიცოდი რამდენად ახლოს თუ შორს იყო იგი. ძალიან ცუდ კონდიციებში მოგვიწია თამაში. პირადად მე, ასეთ ცუდ პირობებში არასოდეს მითამაშია"

"როგორც ფეხბურთელებს, ჩვენ მოედანზე გასვლა და თამაში გვინდოდა. მოგეხსენებათ, რომ უამრავმა ფანმა გაიარა გრძელი გზა, იმისათვის რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირა. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ გასახდელში ვიყავით მივიღეთ გადაწტვეტილება, გაგვეგრძელებინა თამაში და პატივი გვეცა გულშემატკივრებისთვის, რომლებიც სიცივეში და წვიმაში ტრიბუნებიდან გვადევნედნენ თვალს." დაასრულა უელბეკმა

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
20 დეკემბერი 2013 15:24
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგია ესე გააგრძელე
0
№2
ავტორი: RedGirl
20 დეკემბერი 2013 15:34
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ გასახდელში ვიყავით მივიღეთ გადაწტვეტილება, გაგვეგრძელებინა თამაში და პატივი გვეცა გულშემატკივრებისთვის, რომლებიც სიცივეში და წვიმაში ტრიბუნებიდან გვადევნედნენ თვალს


ჯიგარი ხარ <3 იასნად ახლა უნდა აიწყვიტო შენ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: VaRdo
20 დეკემბერი 2013 16:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იმედია მოუმატებ კიდე. ყველაზე მეტად ეხლა გვჭირდება შენი კარგი თამაში. ქულების დაკარგვის დრო აღარ გვაქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: buka oboladze
20 დეკემბერი 2013 18:05
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
იმედია მოუმატებს !!!
0
№5
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
იმედი მაქვს ამ კაცის მეეე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top