თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 15:04
ავტორი: Esi,
ნანახია: 2149,
კომენტარები: 8
სატრანსფერო ციებ-ცხელება
მანჩესტერ იუნაიტედი ბაზელის ახალგაზრდა მცველით დაინტერესდა...
სატრანსფერო ციებ-ცხელება
შვეიცარულმა კლუბმა ბაზელმა ამ ჩემპიონთა ლიგაზეც დატოვა თავისი კვალი.მართალია კლუბი ევროპის ლიგაზე გადაერთო,რადგან ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა,მაგრამ რამდენიმე ხმაურიანი მატჩი ჩაატარა და ძალიან ახლოს იყო მერვედფინალთანაც.ამ მატჩებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შვეიცარიელებიდან კი ახალგაზრდა მცველი ფაბიან შერი იყო,რომელმაც თითქმის ყველა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა.

ამის შემდეგ კი მისით გრანდები დაინტერესდნენ.მათ შორის კი ერთ-ერთი მანჩესტერ იუნაიტედია.ასევე მანამდე გავრცელდა ჭორები,რომ ფაბიანის ყიდვა ლონდონის არსენალს სურდა,მაგრამ ფეხბურთელის აგენტმა ეს ჭორები უარყო და განაცხადა,რომ მისი კლიენტი თავს ბედნიერად გრძნობს ბაზელში და არ სურს კლუბის დატოვება.

მაგრამ ასევე არის მეორე ფაქტორი,მანჩესტერ იუნაიტედს შერის მსგავსი ფეხბურთელი,მისივე ასაკის ფილ ჯონსი ჰყავს.რამდენად ესაჭიროება ამ ეტაპზე 22 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელი იუნაიტედს უცნობია,მაგრამ ფაქტი ის არის,რომ ამ ფეხბურთელისადმი იუნაიტედი დაინტერესდა.როგორც ჯონსი,ასევე ფაბიანსაც შეუძლია,როგორც ცენტრში ასევე მარჯვენა მცველადაც თამაში.ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც,რომ იუნაიტედს კრის სმოლინგი და ჯონი ევანსი ჰყავს,რომლებიც ჯონსთან ერთად ძირითადისთვის იბრძვიან.

და ბოლოს,21 წლის მცველმა ეროვნულ ნაკრებში უკვე მოასწრო 5 მატჩის ჩატარება.ასე და ამგვარად გრანდების ინტერესში კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოექცა.თუ რომელი გრანდი შესძლებს მის გადაბირებას ჯერ უცნობია.



წყარო:bleacherreport.com
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
20 დეკემბერი 2013 15:06
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საინტერესო ახალგაზრდა ჩანს,მაგრამ რამდენად გვჭირდება უკვე მეორე საკითხია no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Macklemore
20 დეკემბერი 2013 15:16
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვაა კაი ბიჭი ჩანს, საინტერესო ტრანსფერი იქნება!
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
20 დეკემბერი 2013 15:24
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საინტერესოა დავიმატოთ
0
№4
ავტორი: RedGirl
20 დეკემბერი 2013 15:30
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯონსი ეს კაი იქნება :)) მაგრამ ამ ბოლო დროს ევანსიც კარგ ფორმაშია და რავიცი ვნახოთ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: VaRdo
20 დეკემბერი 2013 16:38
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნახევარმცველი იყიდეთ ჯერ და მერე მცველზე იფიქრეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: buka oboladze
20 დეკემბერი 2013 18:03
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეს ვიყიდოთ და სმოლინგი გავუშვათ ან იყოს სმოლინგიც
0
№7
ავტორი: LizarD
20 დეკემბერი 2013 18:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დაცვის ცენტრში საჭიროა ისეთი ვინც ადგილისთვის იბრძოლბეს და შიდა კონკურენციას გაზრდის, ვიდა და რიო უკვე ახლოს არიან კარიერის დამთავრებასთან...
0
№8
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
კაი ბიჭი ჩანს <333
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top