"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი აღიარებს,რომ ის კვლავ ეძებს საუკეთესო კომბინაციას თავდასხმაში.სწრაფად ადაპტირდება ახალ გუნდზე "არსენალიდან" მოსული რობინ ვან პერსი.ასევე ძალიან კარგ ფორმაშია ხავიერ ერნანდესი.გუნდშია ასევე შესანიშნავი ფეხბურთელი დენი უელბეკი და ბოსი აცხადებს,რომ საუკეთესო კომბინაცია თავდასხმაში ჯერ არ უპოვია.
როდესაც სერ ალექს ფერგიუსონს პრესკონფერენციაზე შეეკითხეს თავდაცვის ხაზზე მან განაცხადა:"მე ყველანარიდა ვცდილობ ყველა ფორვარდს შანსი მივცე.შესანიშნავ ფორმაშია ჩიჩარიტო და უელბეკი.შეიძლება ოთხივე მათგანი:ჩიჩარიტო,უელბეკი,ვან პერსი და უეინ რუნი მოედანზე ვიხილოთ,როგორც "ნიუკასლთან" მატჩში იყო,მაგრამ ჩვენ ესე ყოველ თამაშში ვერ ვითამაშებთ."
სერ ალექსი იმედოვნებს,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული რობინ ვან პერსი სეზონს ტრავმების გარეშე ჩაატარებს.
"მას სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა "არსენალში".რამოდენიმეჯერ მძიმეთაც დაშავებულა,მაგრამ წინა სეზონში მან დაამტკიცა,რომ ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია და სეზონი პაქტიურად ტრავმების გარეშე გაატარა.მან სწრაფად მოახდინა კლუბზე ადაპტირება და იმედს ვიტოვებ ესე გააგრძელებს.თუ ჩვენ გავიხსენებთ დუაიტ იორკს,მან შესანიშნავი პირველი სეზონი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.საერთოდ ფეხბურთელის ადაპტირებას გარკვეული დრო ჭირდება,მაგრამ ჩვენ ბოლო წლეების განმავლობაში ამ კომპონენტში გვიმართლებს და ვფიქრობ გუნდი უფრო სტაბილური გახდა."