თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 13:58
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1611,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" პერსისა და რუნის გარეშე.
არა პერსი, არა რუნი, რას იზამს "იუნაიტედი" ?
"მანჩესტერ იუნაიტედის" 3-0 გამარჯვებამ "პრემიერ ლიგაში" გასვლით მატჩზე "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გაზარდა დევიდ მოიესის რეპუტაცია. ეს თამაში არა მხოლოდ ოთხმატჩიანი წარუმატებლობის დასრულებით იყო მნიშვნელოვანი, არამედ იმითაც, რომ ჩვენ ვიხილეთ გოლები მათგან, ვისგანაც ნაკლებად მოველოდით. თავად დუბლის შემსრულებელს, ეს გოლები ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, რადგან მან არცთუ ისე კარგი სტარტი აიღო სეზონის დასაწყისში.

"იუნაიტედი" პერსისა და რუნის გარეშე.
უელბეკის პირველი გოლი "ასტონ ვილასთან"


"იუნაიტედი" პერსისა და რუნის გარეშე.
უელბეკის მეორე გოლი "ასტონ ვილასთან"


"იუნაიტედი" პერსისა და რუნის გარეშე.
ტომ ქლევერლის გოლი "ასტონ ვილასთან"


უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ რობინ ვან პერსი ტრამვირებულია ერთი თვით. მოგეხსენებათ, ეს "იუნაიტედისთვის" დიდი დანაკლისია, მაგრამ ტომ ქლევერლმა და დენი უელბეკმა (განსაკუთრებით დენიმ) დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ აანაზღაურონ ჰოლანდიელის არყოფნა და მის მაგივრად გაიტანონ გოლები. მაგრამ ეს მარტივი არ არის.

ქლევერლის მიმართ კრიტიკა მაინც არ წყდება, მაგრამ უელბეკმა თითქოს დადებითი შეფასებები დაიმსახურა ფანების და გარშემომყოფთა მხრიდან. თუმცა, ამ შემთხვევაშიც საზოგადოების აზრი ორად იყოფა, ერთი ნაწილი აღიარებს უელბეკს, ხოლო მეორე თვლის, რომ ის შეიძლება კარგია, მაგრამ მაინც არ არის "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის ფეხბურთელი. ყველაზე მეტად კი უელბეკს გოლების ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ. მაგალითად, გასულ სეზონს, მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა "ჩემპიონთა ლიგაში". გარდა ამისა, მას მხოლოდ 24 გოლი აქვს 116 მატჩში, რაც მოგეხსენებათ ფორვარდისთვის არცთუ კარგი შედეგი არ გახლავთ.

"იუნაიტედი" პერსისა და რუნის გარეშე.
"რეალ მადრიდი"–"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-1 (დენი უელბეკი)


დენისგან, როგორც ფორვარდისგან მეტ გოლს მოელიან, განსაკუთრებით როცა ის თამაშობს ისეთ კლუბში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". მაგრამ გოლების ნაკლებობის მიზეზი ისიც შეიძლება გახდეს, რომ უელბეკი ხშირად თამაშობს არა ცენტრ-ფორვარდად (თავის პოზიციაზე), არამედ ფლანგებზე. მას კი მეტი სათამაშო დრო სჭირდება, ის რეგურალურად უნდა ჩნდებოდეს თუ მისი გაუმჯობესება გვსურს, მაგრამ აუცილებლად მის პოზიციაზე.

"თუ თქვენ უელბეკს კითხავთ, ის თავის თავს ხედავს, როგორც ფორვარდს. რა არის ფორვარდის დანიშნულება? რა უნდა მოუტანოს გუნდს მისმა თამაშმა? გოლები"-აცხადებს დევიდ მოიესი.

ეს თითქოს სწორი შენიშვნაა, მაგრამ მოიესმა შვიდი თამაშიდან ხომ მხოლოდ ორში მისცა უფლება დენის საკუთარ პოზიციაზე თამაშისა? მაგრამ მეორე მხრივ, როცა გუნდში ისეთი დონის ფეხბურთელი გყავს როგორიც ვან პერსია, დენი უელბეკისთვის სათამაშო დრო აღარ რჩება. ამიტომაც ახლა, როცა პერსის ტრამვა აქვს და არც ჩიჩარიტოა მაინცდამაინც კარგ ფორმაში, უელბეკმა თავისი შანსი უნდა გამოიყენოს და დაანახოს მოიესს მისი შესაძლებლობები. ბოლო ორი თამაშებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დენი ძალიან ბევრს შრომობს და იბრძვის. ის მზადაა ორივე ხელით მიიტაცოს ადგილი ძირითადში.

"მე ასე ვუთხარი დენის: "ყოველ დღე, დაუთმე შენს თავს დამატებით 15 წუთი. ივარჯიშე ყველა განსხვავებულ კომბინაციაზე, საჯარიმოს შიგნით, გარეთ, თავით და ვნახოთ რა გამოვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ უფრო მეტ გოლს მივიღებთ შენგან."ძალიან მესიამოვნა, როცა მან დამიჯერა და გულისყურით მოეკიდა ამ საქმეს. და დამიჯერეთ და დაიმახსოვრეთ, რომ რაც დენიმ "ასტონ ვილასთან" მატჩში გაჩვენათ, ეს იყო მისი რეგურალურად ვარჯიშის შედეგი, ის ბევრს მუშაობს."-განაცხადა მოიესმა.

"იუნაიტედი" პერსისა და რუნის გარეშე.
დევიდ მოიესი და დენი უელბეკი. მოიესი დენი უელბეკისგან მეტ მუშაობას ითხოვს.


უელბეკს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მსოფლიოში. მის ტექნიკას, რომ თავი გავანებოთ, ის ძალიან ძლიერია და გადაცემის კარგი უნარი აქვს. "ასტონ ვილასთან" მისი პასი ქლევერლისთვის იყო გასაოცარი და დენის შესაძლებლობის დამტკიცებისთვის კარგი მაგალითია. ერთი, რაც რეალური პრობლემა აქვს, არის ის თუ როგორ ასრულებს დაწყებულ საქმეს. ძალიან ხშირად ის ყოვნდება და დასარტყმელ შანსს ხელიდან უშვებს. ან ცუდად ურტყამს, ნაკლები ძალითა და არასწორი მიმართულებით. ხანდახან კი ის ყველაფერს არასწორად აკეთებს. მაგრამ მას ბევრი ვარჯიშით და მუშაობით შეუძლია შედეგის მიღება და ეს "ასტონ ვილასთან" მატჩში დამტკიცდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უელბეკს ბოლოს და ბოლოს ეძლევა საშუალება, რომ დაამტკიცოს ნამდვილად ღირსია, თუ არა "იუნაიტედში" თამაშისა. სანამ პერსი ტრამვირებულია, სადავეები უელბეკის ხელთაა.

"იუნაიტედი" პერსისა და რუნის გარეშე.
"ასტონ ვილა"–"მანჩესტერ იუნაიტედი" ("პრემიერ ლიგა")


"მე მეტი გოლი მინდა. მე რაღაც-რაღაცები მიტრიალებს თავში და ვიმედოვნებ, რომ ბევრად მეტის გატანას შევძლებ. ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", ჩვენ გვინდა, რომ ყოველ თამაშში გავიდეთ სტადიონზე და მოვიგოთ. ძალიან გამაღიზიანებელია, როცა თამაშობ "პრემიერ ლიგაში" და ვერ იღებ იმ შედეგს რაც შენ გსურს. მაგრამ ჩვენ ამას გამოვასწორებთ. მე მეტი გოლი მინდა !"-განაცხადა უელბეკმა.

squawka.com
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
20 დეკემბერი 2013 14:06
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
RedGirl,

საღოლ საღოლ შენი სიახლეების ფანი ვარ უკვე love დახვეწილი ლამაზად გაფორმებული და საინტერესო.

რაც შეეხება ენის. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ ყველაფერი აქვს ამ ფეხბურთელს, რომ როგორც ინგლისის ნაკრებში ისე იუნაიტედში სარგებელი მოიტანოს. ერთადერთი უნდა გამოასწოროს გადამწყვეტ მომენტებში დაგვირგვინება. თუ ამას გამოასწორებს 2-3 წელიწადში ვან პერსის არაფრით ჩამოუვარდება თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პერსი ველბეკის ხელა ვარკსვლავებს არ ხსნიდა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Macklemore
20 დეკემბერი 2013 14:13
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ყოჩაღ RedGirl, საინტერესო იყო. იმედი მაქვს კიდევ კაიტანს გოლებს. იმედი მაქ დენის, შესაძლებლობა აქვს საკმარისზე მეტი. სწრაფია, ფიზიკურად ძლიერია, მოედნის კარგი ხედვააქვს, თავით მშვენივრად თამაშობს, ძლიერი დარტყმააქვს. რავიცი ყველაფერიაქვს რაც ფორვარდს სჭირდება და ვნახოთ როგორ გამოიყენბს თავის შანსს.
0
№3
ავტორი: Vodafone
20 დეკემბერი 2013 14:15
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ყოჩაღ მარი ! good2

აუ უელბეკს ჩიჩას ალღო ჰქონდეს და ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გვეყოლებოდა, ძაან ნიჭიერია, მაგრამ ბოლომდე ვერ მიყავს საქმე. იმედია დაიწყებს გოლების გატანას, ახლა ჯარგი შანსი აქვს და უნდა გამოიყენოს
0
№4
ავტორი: buka oboladze
20 დეკემბერი 2013 14:18
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
დენის მართლა ყველაფერი აქვს რა.. ტექნიკა,ძლიერია ფიზიკურად, სწრაფია და დარტყმაც ნორმალური აქვს.. მარტო გონება არ უჭრის ჩემი აზრით იბნევა გადამწყვეტ მომენტებში ეს აკლია და თუ ამასაც გამოასწორებს უკვე პერსის დონის ფორვარდს მივიღებთ !!!
0
№5
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ველბეკის იმედი მაქქ
0
№6
ავტორი: VaRdo
20 დეკემბერი 2013 14:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: buka oboladze
დენის მართლა ყველაფერი აქვს რა.. ტექნიკა,ძლიერია ფიზიკურად, სწრაფია და დარტყმაც ნორმალური აქვს.. მარტო გონება არ უჭრის ჩემი აზრით იბნევა გადამწყვეტ მომენტებში ეს აკლია და თუ ამასაც გამოასწორებს უკვე პერსის დონის ფორვარდს მივიღებთ !!!


ეგ გამოსწორებადია. დრო უდნა და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა რაც უკვე დაავალა მოიესმა. შედეგი მოვა აი ნახეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: chudikone
20 დეკემბერი 2013 14:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კარგი, მუშა ფეხბურთელია უელბეკი და რატომ არ მოსწონს ზოგს ვერ ვხვდები. სწრაფია, კორპუსი აქვს და თავზეც კარგად თამაშობს. რაც მთავარია სირბილი არ ეზარება და ბოლომდე იხარჯება სტადიონზე. მე პირადად ჩიჩარიტოს მირჩევნია, განა იმიტო რომ 2 გოლი გაუტანა ასტონ ვილას, არა. 2 წელიწადია ჩიჩარიტო ისეთი კარგი აღარ არის, როგორიც სადებიუტო სეზონში იყო, გაზარმაცდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Rosso Diavolo
20 დეკემბერი 2013 14:46
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ასე გააგრძელე დენი და უსმინე ბიჭო ბოსს :DDD
0
№9
ავტორი: UTD-Rule
20 დეკემბერი 2013 15:01
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვნახოთ აბა ბევრი იქნება დამოკიდებული ამ შეხვედრაზე და ვნახავთ თუ რას წარმოვადგენთ კერიკის,რუნისა და პერსის გარეშე... უელბეკის მჯერა მე თან ფორმაში შედის ნელ-ნელა და ჩიჩასთან კარგი წყვილი გამოვა ალბათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
აბა რას იზავს დენი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top