თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2013, 12:14
ავტორი: MARI,
ნანახია: 2002,
კომენტარები: 15
ფლეტჩერი: „იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან ვერ გავდიოდი“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა დარენ ფლეტჩერმა, რომელიც მოედანზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ავადმყოფობის დროს გადატანილ ტკივილებზე ისაუბრა.
ფლეტჩერი: „იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან ვერ გავდიოდი“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა დარენ ფლეტჩერმა, რომელიც მოედანზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ავადმყოფობის დროს გადატანილ ტკივილებზე ისაუბრა.

შოტლანდიელ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები 2011 წლიდან აწუხებდა. ფლეტჩერმა მაშინ ხანგრძლივი პაუზა აიღო და მოედანს 2012 წელს დაუბრუნდა, თუმცა რამდენიმე ჩატარებული მატჩის შემდეგ მას წყლულოვანი კოლიტი დაუდგინეს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების XVI ტურში, „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფლეტჩერის ტრიუმფალური დაბრუნება შედგა.

„იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან გასვლასაც ვერ ვახერხებდი. არც ბავშვებთან ერთად პარკში სეირნობა და არც მეუღლესთან ერთად საყიდლებზე სიარული არ შემეძლო. ტკივილი იმდენად მტანჯავდა, რომ უბრალო საქმეებსაც კი ვერ ვაკეთებდი. ოპერაციის დროს გარანტია ვერ მომცეს. რაღაც ისე რომ არ განვითარებულიყო, მოედანსაც ვერ დავუბრუნდებოდი. ფეხბურთზე უარის თქმას არ ვაპირებდი, რადგან ამ საქმისთვის ბევრი რამ გავიღე. ოპერაციას ჩემი ჯანმრთელობისა და ფეხბურთის გამო დავთანხმდი.

ბევრი შიში და შფოთვა გამოვიარე. საბედნიეროდ, დიდებული ქირურგის ხელში მოვხვდი. მე მას სრულად ვენდე. ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ამას დავძლევდით. მართალი აღმოჩნდა. თქვენს წინაშე წყლულოვანი კოლიტისგან სრულად განკურნებული ვდგავარ. მე ეს დაავადება დავამარცხე. ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი და ფეხბურთსაც ვთამაშობ“, - ფლეტჩერის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის XVI ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სატურნირო ცხრილის მერვე პოზიცია აქვს დაკავებული და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება.
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
20 დეკემბერი 2013 12:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ფლეტჩ ! სამაგალითო !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Goginashvili777
20 დეკემბერი 2013 12:44
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მევასება ეს კაცი და მომკალით ! crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: RedGirl
20 დეკემბერი 2013 12:50
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
და მაინც დაბრუნდაა !! საოცარი ადამიანი ხარ და მართლა მაგარი გრძნობაა როცა შენ მოედნაზე გხედავთ !! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
მაგარი კაცია ეს მარტო ამ საქციელით უნდა დააფასო <3 <3
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 დეკემბერი 2013 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საჭირო დროს დაბრუნდა, მთავარია ეხლა რაც შეიძლება მალე ფორმაში ჩადგეს.
0
№6
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
VAXO ( G G M U ),
მარტალი ხარ
0
№7
ავტორი: messii
20 დეკემბერი 2013 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
vanpersim klubidan wasvla gadawkvitao
0
№8
ავტორი: Vodafone
20 დეკემბერი 2013 13:50
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგრად მევასება ფლეტჩერი love კარგ დროს დაგვიბრუნდა
0
№9
ავტორი: RedGirl
20 დეკემბერი 2013 14:02
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Vodafone,
იანგმა ოქროს ბურთი მოიგოო :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: VaRdo
20 დეკემბერი 2013 14:07
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: messii
vanpersim klubidan wasvla gadawkvitao


ეგ ასავალ დასავალში წაიკითხე ბრატ? შანსი არაა.

ციტატა: A.J.44
კომენტარები: 192


მალადეც wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top