კითხვა, რომელიც არავის არ აძლევს მოსვენებას.
როგორ ითამაშებს ვან პერსი არსენალის წინააღმდეგ- ეს კითხვა ძალიან ბევრ გულშემატკივარს აწუხებს. თავიანთ აზრებს გვიზიარებენ მისი ყოფილი და აჟამინდელი პარტნიორები.
ნაიჯელ ვინტერნბერნი, არსენალის ყოფილი მცველი."რობინი ფანტასტიური ბომბარდირია და მე არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ ის ადვილად მოერგო იუნაიტედის სტილს. იმედი მაქვს, რომ ის ვერ დაამწუხრებს არსენალს, თუმცა მაინც მგონია, რომ ის გაიტანს. ვგრძნობ ეს ძალიან რთული მატჩი იქნება მისთვის. მე ვიცი როგორია ეს გრძნობა. როცა მე დავდოვე არსენალი და გადავედი ვესტ ჰემში დადგა დრო, რომ გამოვსულიყავი ჰაიბერიზე. ძალიან დიდი იყო ემოციური დატვირთვა. ვფიქრობ სწორედ ეს ფაქტორი შეუშლის მას ხელს გვაჩვენოს საუკეთესო თამაში. მას არსენლაში ძალიან ბევრი მეგობარი დარჩა. მისთვის ძალიან რთული იქნება თავისი ყოფილ პარტნიორების წინააღმდეგ თამაში. მე სასწაულის იმედი მაქვს. ვფიქრობ, იუნაიტედი ისეთივე ფეხბურთს ითამაშებს, როგორც ერთი წლის წინ. არსენალის ფეხბურთელები უდიდესი ყურადღებით უნდა მოეკიდნონ ამ თამაშს. ამ თამაშში ბევრი გოლი გავა."
ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი, ჩელსის ყოფილი თავმდასხმელი."თუ თქვენ უყურეთ მატჩს საუტჰემპტონის წინააღმდეგ, თქვენ მიხვდებით, რომ ვან პერსის შეუძლია მარტო მოუტანოს გამარჯვება იუნაიტედს. ზოგიერთი ფეხბურთელი პენალტის აცილების შემდეგ თითქოს გამოქვაბულში იმალება მთელი მატჩის განმავლობაში. ზოგიერთი კი პირიქით. სწორედ ისინი თამაშობენ უდიდეს კლუბებში. რობინ ვან პერსის აქვს გამარჯვებულის ხასიათი. არსენალის წინააღმდეგ მას გადამწყვეტი როლი ექნება."
პერ მერტესაკერი, არსენალის მცველი."ის შესანიშნავი ფორვარდია, რომელსაც შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ყველასათვის წარმოუდგენელია. მის ბოლო სეზონში არსენალში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით მასთან ერთად. ზოგჯერ გსიამოვნებს მის წინააღმდეგ თამაში, ზოგჯერ-არა. ის ერთ-ერთია რომელიც გრძნობს მცველის სისუსტეს და ამაზე აწყობს თავის თამაშს. მაგრამ ის იუნაიტედში ერთადერთი არაა, ვისგანაც შეიძლება ელოდე საფრთხეს. ყველანი დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ ამ მატჩს. აქამდე მე ოლდ ტრაფორდზე არ მითამაშია. ეს იქნება უდიდესი გამოცდილება. ჩვენ მსოფლიო კლასის 11 ფეხბურთელს დავუპირისპირდებით. ეს მატჩი გვანახებს რამდენი ვღირვათ."
რიო ფერდინანდი, იუნაიტედის მცველი"რობინი თავის სამუშაოს ძალიან კარგად აკეთებს. მე გამიხარდა, როცა კლუბში გადმოსვლისთანავე დაუფიქრებლად შეუდგა თავის საქმეს. ეს იყო შესანიშნავი პირველი შთაბეჭდილება. ის უკვე არის ავტორიტეტი ჩვენთვის გასახდელში. ის ძალიან კარგი ადამიანია. მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს გუნდის ყველა წევრთან. ის მოედანზე და ვარჯიშებზე 100% იხარჯება, ამიტომ უბრალოდ შეუძლებელია მისგან მეტი მოითხოვო. ის თავის ფორმას მუდმივად აუმჯობესებს. ეს მატჩი ძალიან რთული იქნება რობინისთვის. თუმცა მას აქვს იმის გამოცდილება, რომ გადალახოს ეს ბარიერი. ის უბრალოდ უნდა მიუდგეს ამ მატჩს ისევე, როგორც დანარჩენ სხვას. მე არ მგონია, რომ ის აყვება ჭორებს და დაკარგავს კონცენტრაციას."
წყარო:
Redevils.Ru