ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ქედი მოიხარა "გალათასარაის" გულშემატკივრების მიმართ, მას შემდეგ რაც თურქული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გაიყვნა. შეგახსენებთ, რომ "გალათასარაიმ" "იუვენტუსი" დაამარცხა.
უესლის სახელი ყოველთვის გამორჩეულია სატრანსფერო ფანჯრის დროს. სნეიდერს ყოველთვის უკავშირებდნენ და უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს". იმ პერიოდშიც, როდესაც ის "რეალში" თამაშობდა.
ყველაზე მეტად, სწორედ ახლა სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედს" კრეატიული ნახევარმცველი. იგი საგრძნობლად გააძლიერებს "წითელი ეშმაკების" შეტევებს. ამიტომ, დევიდ მოიესს სერიოზული მუშაობა მოუწევს უესლი სნეიდერის შესაძენად.