თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2013, 12:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1747,
კომენტარები: 10
იანგი: "ჩვენ ის სული, ის ხასიათი ვაჩვენეთ"
იანგს სჯერა, რომ "იუნაიტედს" შეუძლია ფინალში გასვლა.
იანგი:
ეშლი იანგი ძალიან ნასიამოვნები დარჩა გუშინდელი "ინგლისის თასის" თამაშით "სტოუკის" წინააღმდეგ. მან პირველად მოახერხა გოლის გატანა 18 თვის შემდეგ.

იანგი გახდა ტურის მოთამაშე და მან გახსნა სწორედ ანგარიში და დააყენა მოიესის ბიჭები 2-0 გამარჯვების გზაზე, ასევე ის გუნდს დაეხმარა "ინგლისის თასის" ნახევარფინალისთვის ადგილის მოპოვებაში.

"როდესაც მე დავარტყი ბურთს, ვიგრძენი, რომ ეს გოლი აუცილებლად გავიდოდა"-განუცხადა ვინგერმა MUTV-ის თამაშის შემდგომ. "თქვენ ჩემი აღნიშვნიდან ნათლად დაინახავდით, როგორი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ ბურთის გატანა ამდენხნიანი პაუზის შემდეგ. მე ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები ვიყავი ჩემი გოლით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი შემდეგ ეტაპზე გადასვლა იყო."

იანგი: "ჩვენ ის სული, ის ხასიათი ვაჩვენეთ"
იანგი გოლს აღნიშნავს 61’


"მე რამდენიმე ადგილას ვიყავი ხოლმე. მე მივიჩნევ, რომ ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში ვფლობდით უპირატესობას და ყოველთვის ახლოს ვიყავით გოლის გატანასთან. ჩვენი ძლიერება კი ყოველ წამს ბრწყინავდა. ბიჭები საოცარნი იყვნენ - ჩვენ ის სული ვაჩვენეთ, ის ხასიათი, რომლებმაც გასულ წლებში ჩემპიონებად გაგვხადა და ვიმედოვნებ, რომ ასევე მოვიქცევით შემდეგ თამაშზე (მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი)"

წითლები ახლა "სანდერლენდს" დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალებში ჩატარდება ორი თამაში. პირველი თამაში იქნება 6 იანვარს გასვლაზე, ხოლო მეორე ორი კვირის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე".

"ჩვენ იმითაც კმაყოფილნი დავრჩით, რომ მეორე თამაში სახლში გვექნება.ჩვენ ვიცით, რომ ეს არ იქნება მარტივი, თასის თამაშები ყოველთვის რთულია. ვიმედოვნებთ რომ, მოვახერხებთ ფინალში გასვლას."-დაამატა იანგმა.

ManUtd.com
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
19 დეკემბერი 2013 13:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გილოცავ 18 თვე გოლი თუ არ გქონდა განატანი :D

ეგ ერთი და სხვა მრავალი :D
0
№2
ავტორი: red_girl
19 დეკემბერი 2013 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
aman yvela tamashshi und gaitanos golebii :D
0
№3
ავტორი: LizarD
19 დეკემბერი 2013 14:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რა ეღირსა იანგს, პასი და გოლი
0
№4
ავტორი: MANUTD FAN.
19 დეკემბერი 2013 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ამის თამაში მომეწონა გუშინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№5
ავტორი: washington
19 დეკემბერი 2013 15:32
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
გუშინდელ თამაშში იანგის მარტო გოლი მომეწონა... დანარჩენი არაფერი. რამდენჯერ დაკარგა ბურთი და 3 კუთხური ჩააწოდა სამივეზე ვერავინ მიწვდა და აუტზე გადავარდა ბურთი პლუს ჯარიმაზეც ანალოგიური ქნა : ))...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: red devil
19 დეკემბერი 2013 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Mainc niangi xar
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
19 დეკემბერი 2013 16:51
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვა საღოლ დიდი ხანია არ გაუტანია ..გაიტანა ისიც ულამაზესი
0
№8
ავტორი: Red Hooligan
19 დეკემბერი 2013 18:13
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ესეიგი, საერთოდ იანგი რატოა ამ მატჩში საუკეთესოდ შერაცხული ვერ მივხვდი მე. 4-5 კუთხური ჩააწოდა ყველა აუტში. პირველ ტაიმში ბურთს ვერ იჭერდა კაცს ვერ აუტყუებდა. ის ერთი მაგარი გაიტანა და ვსო მაგარია)) ევრაზე "ასისტი" კიდე ელემენტარული პასი იყო. მე პირადად ამ მატჩში საუკეთესოდ ევრას დავასახელებდი, არამხოლოდ გოლის გამო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: washington
19 დეკემბერი 2013 20:47
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
Red Hooligan,
ბაზარი არაა მეც მაგას ვამბობ დღეს მთელი დღე... yuno
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: A.J.44
19 დეკემბერი 2013 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
უნდა მოუმატოს ამან <3333
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top