თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2013, 12:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1875,
კომენტარები: 7
ევრა: "ასეთ პირობებში არასდროს მითამაშია"
პატრის ევრამ გუშინდელ მატჩზე და ამინდზე ისაუბრა.
ევრა:
პატრის ევრამ განაცხადა, რომ ასეთ პირობებში არასდროს უთამაშია. "წითლებს" გასვლაზე მოუწიათ თამაში, სადაც ძლიერი ქარი და სეტყვა დახვდათ. თუმცა, მან მაინც მოახერხა გოლის გატანა და სწორედ მისი გოლი დაეხმარა "მანჩესტერ იუნაიტედს" 2:0 მოგებაში "ლიგის თასზე" "სტოუკ სიტის" წინააღმდეგ.

"წითელმა ეშმაკუნებმა" წარმატებით გაიარეს მეოთხედ-ფინალი და მოიპოვეს საგზური ნახევარფინალისთვის, სადაც "სანდერლენდს" დაუპირისპირდებიან იანვარში.

ევრამ გოლის გაიტანა თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე. ეს გოლი მნიშვნელოვანი და უნიკალური იყო თავად ფრანგისთვის, რადგან მან ეს ყველაფერი მოახერდა მისთვის ნაკლებად გამოყენებადი-მარჯვენა ფეხით. მაგრამ წითლების მცველს ახლაც ვერ გაურკვევია რამ გააოცა ყველაზე მეტად: მისმა მარჯვენა ფეხით დარტყმულმა, თუ ამინდმა.

ევრა: "ასეთ პირობებში არასდროს მითამაშია"
წითლები პატრის ევრას გოლს აღნიშნავენ (78’)


"მე ასეთ პირობებში არასდროს არ მითამაშია"-განუცხადა ევრამ MUTV-ის. "ეს ძალიან რთული იყო და ამიტომაც ჩვენ ერთმანეთს დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ გუშინდელი სანახაობისთვის, რადგან არ არის მარტივი ითამაშო გასვლაზე "სტოუკთან"-ეს დიდი ბრძოლაა. საერთო ჯამში, მე კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ კარგი სანახაობდა ვაჩვენეთ, რადგან ჩვენ მოვახერხეთ ორი გოლის გატანა და სუფთადაც შევინახეთ კარი."

ევრა: "ასეთ პირობებში არასდროს მითამაშია"
მსაჯმა უამინდობის გამო თამაში შეაჩერა.


"რაც შეეხება ამინდს, ის ძალიან მძიმე იყო და მატჩი კიდევ უფრო რთული გახადა. თამაშის განახლების შემდეგ, როდესაც ჩვენ კვლავ დავუბრუნდით სტადიონს, ჩვენ ცოტათი სველები ვიყავით, მოიედნის საფარიც სველი იყო და მაინცდამაინც კარგი სანახაობა ვერ ვაჩვენეთ პირველ ტაიმში, ამიტომაც უნდოდა მენეჯერს, რომ მეორე ტაიმი უკეთ დაგვეწყო. როცა წვიმამ და სეტყვამ გადაიღო, ჩვენ გავაგრძელეთ ჩვენი ფეხბურთის თამაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მოედანზე ბურთს უკვე მშვიდად ვათამაშებდით. ამან გამოიწვია განსხვავება"-დაასრულა ფრანგმა.

ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
19 დეკემბერი 2013 12:44
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კაი გაიტანა გუშინ, იმედია ჩადგება ნელ-ნელა ფორმაში
0
№2
ავტორი: N.Vidic
19 დეკემბერი 2013 12:49
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
ევრამ მარჯვენათი გაიტანა,გალათასარაიმ იუვე გააგდო ... ეს ორი სასწაული მოხდა და იქნება ლიგაც მოვიგოთ ჰაა ? derphappycry

ევრამ მარჯვენათი გაიტანა,გალათასარაიმ იუვე გააგდო ... ეს ორი სასწაული მოხდა და იქნება ლიგაც მოვიგოთ ჰაა ? derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№3
ავტორი: Manchester_M
19 დეკემბერი 2013 13:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
N.Vidic,
იანგი რო საუკეთესოდ დაასახელეს ეგ არაა სასწაული ? D:
0
№4
ავტორი: washington
19 დეკემბერი 2013 15:36
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ყოჩაღ მარიამ კარგი ხაარ ესე გააგრძელე <33

როგორც ჩანს გუშინ ამინდმა შავკანიანებზე დადებითად იმოქმედა !! :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: red devil
19 დეკემბერი 2013 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Gushin niangma goli gaitana amas ras moveswari :-D
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
19 დეკემბერი 2013 16:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რა ამბავი იყო გუშინ..ისე სტოკის ფეხბურთელებს მოედნის დატოვება არ უნდოდათ... კიდევ კარგი მატჩი ისევ განახლდა თორემ რაიცი რა ანგარიშს ვაჩვენებდით
0
№7
ავტორი: A.J.44
19 დეკემბერი 2013 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ნუ წუწუნებ :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top