თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2013, 22:20
ავტორი: love united,
ნანახია: 1442,
კომენტარები: 5
კარინგტონგზე ახალგაზრდა მცველი ვარჯიშობს
"იუნაიტედი" ახალგაზრდა მცველს იმატებს?
კარინგტონგზე ახალგაზრდა მცველი ვარჯიშობს
მანჩესტერ "იუნაიტედი" დიდ ინტერესს გამოხატავს ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ბულგარელი მცველის, სტეფან ველკოვის მიმართ. ველკოვი, რომელიც 17 წლის წინა ხუთშაბათს გახდა, უკვე კარინგტონზეა და ვარჯიშობს "იუნაიტედის" 21 წლამდელთა გუნდში. თუ იმედი გამართლდება ფეხბურთელი გააფორმებს კონტრაქტს მანჩესტერთან. "წითლებს" კონკურენციას ველკოვის შეძენისთვის უწევდნენ "იუვენტუსი" და "მილანი". ისინი აქტიურად ცდილობდნენ 190 სანტიმეტრი სიმაღლის მცველის შეძენას. მიმდინარე სეზონის პირველი მატჩები სტეფანმა თავის ამჟამინდელ კლუბში, "სლავია სოფიაში" ჩაატარა, ასევე ის უკვე გამოძახებული იყო ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში.

ველკოვი ცენტრალური მცველია, რომლის პლიუსი მეორე სართულზე ბრძოლაა. ის თამაშობდა ბულგარეთის 16 წლამდელთა გუნდშიც, ბოლოს კი იყო 21 წლამდელთა გუნდში, სადაც 5 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. "იუნაიტედი" ისევ აგრძელებს თავის მთავარ მიზანს- დაიმატოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშე. მანჩესტერელთა სკაუტები ასევე იმყოფებოდნენ მაროკოში, სადაც მათ ნახეს რამდენიმე მოთამაშე მსოფლიო თასის შეხვედრებში 17 წლამდელთა შორის. ასევე დევიდ მოიესის დავთარში კიდევ ერთი ფეხბურთელი გაჩდა. ეს არის მაროკოელი "რომას" ცენტრალური მცველი, მეჰდი ბენატია. 26 წლის ფრანგული წარმოშობის ფეხბურთელი სამირ ნასრის კარგი მეგობარია. ის წინა ზაფხულში "უდინეზედან" "რომაში" 12 მილიონ ფუნტად გადავიდა.

ამასობაში "უიგანი" ცდილობს დაიმატოს "სანდერლენდელი" კონორ ვიკჰემი. დიდი ალბათობით ნიკ პაუელი შობის შემდეგ, უკან, "იუნაიტედში" დაბრუნდება. სწორედ მის შესაცვლელად იყიდის "უიგანი" ვიკჰემს. იუვ როსლერმა უკვე ისაუბრა მიმდინარე მოვლენების შესახებ. დევიდ მოიესსა და პაუელს სურთ ფეხბურთელი უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდეს და ითამაშოს პრემიერ ლიგაში. ნიკი სურთ "კარდიფსა" და "კრისტალ პალასს".

წყარო:dailymail
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
18 დეკემბერი 2013 22:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მაგარი იქნება, მაგრამ ნიკი უნდა დარჩეს ჩემი აზრით, პირველ გუნდში სკამზე იქნება სულ და გამოცდილებას ვერ მიიღებს.
0
№2
ავტორი: love united
18 დეკემბერი 2013 22:28
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
LizarD
ნიკი პალასში ძირითადს გაქაჩავს თავისუფლად,მაგაზე მაგარი არც არავინ ყავთ :დ კარდიფშიც ითამაშებს ხოლმე ძირითადში...არ ვიცი,მოიესის გადასაწყვეტია...უიგანში დარჩენის ვარიანტიც არაა ცუდი...
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
18 დეკემბერი 2013 22:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Vikidot tu kargia
0
№4
ავტორი: LizarD
18 დეკემბერი 2013 22:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
love united,
და მერე მე რა ვთქვი აბა? :/ იუნაიტედის პირველ გუნდში სკამზე მოუწევს თქო
0
№5
ავტორი: A.J.44
19 დეკემბერი 2013 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
კაიააა ???
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top