ფილ ჯონსი სულ რაღაც 21 წლისაა, მაგრამ ოლდ ტრაფორდზე მესამე სეზონს ატარებს. იგი შესანიშნავად მოერგო აგრეთვე ინგლისის ნაკრებს და საერთოდ, მისი მრავალფუნქციონირება ნამდვილად აღსანიშნი ფაქტია. ამაზე საუბრის საშუალებას გვაძლევს ის მატჩები, რომლებიც ფილ ჯონსმა იდეალურად ჩაატარა. "არსენალთან" მატჩში მას ერთი ტაიმი მოედნის ცენტრში მოუწია ყოფნა, ხოლო მეორეში ნემანია ვიდიჩს შეუწყვილდა დაცვის რიგებში.
უეინ რუნის "ყოვლისშემძლეობამ" გარკვეულწილად გადაფარა ფილ ჯონსის გარჯა მოედანზე, ვინაიდან ყოველი ტურის შემდეგ გმირად "შრეკი" გვევლინება. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისეთ "მეთოფეების" წინააღმდეგ გამართულ მატჩში სწორედ ჯონსის დამსახურებაა, რომ არსენ ვენგერის შეგირდები თავიან ლამაზ შემტევ ფეხბურთს ვერ ანახებდნენ მოედანზე მისულ საზოგადეობას.
იმისათვის რომ 21 წლის ასაკში ასეთ დონეზე და თან ორ პოზიციაზე იასპარეზო, შენ ბედისგან უნდა იყო დაჯილდოვებული. მაგრამ ალბათ რთული წარმოსადგენია 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს ამართლებს და მეტიც, აქვს უნარი მოირგოს სხვა ფუნქციებიც მოედანზე. ფილ ჯონს ნათამაშები აქვს როგორც, ცეტრალური მცველის, მარჯვენა მცველის, გამთამაშებლის და ჩამშლელის პოზიციაზე. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მრავალმხრივობა ამ ფეხბურთელის თამაშის სტილია.
"მას ჩვენ რიგებში მცველად არასოდეს უთამაშია." აცხადებს ფილ ჰინდლი, რომელიც წვრთნიდა ფილ ჯონსს 9 წლის ასაკში, როდესაც იგი თამაშობდა მისი მშობლიური ქალაქ, პრესტონის გუნდ "რიბლ ვონდერერში".
"შენ შეგეძლო ფილი დაგეყენებინა ნებისმიერ პოზიციაზე, ნახევარდაცვიდან შეტევის ხაზით დამთავრებული, ის მაინც ბომბარდირი გახდებოდა. იშვიათია ნახო ბავშვი, რომელსაც 9 წლის ასაკში ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ახლა არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც ორ პოზიციაზე თამაშს მშვენივრად ართმევენ თავს, მაგრამ ფილს ვერ შეედრებიან, ამასთანავე ისინი ამას გაცილებით დიდ ასაკში აკეთებენ ვიდრე ფილი აკეთებდა.""რაც ყველაზე მეტად მაოცებს მასში, ეს არის ძალა. აგრეთვე მისი ტკივილის ატანის უნარია აღსანიშნავი. მისი ტოლები მოედანზე ორთაბრძოლაში შედიან, დარბიან ბევრს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს ცრემლებს და სამედიცინო დახმარებას. თქვენ ერთი შეხედვითაც მიხვდებით რომ ჯონსი ბავშვობაშიც ძლიერი იყო და ჰქონდა ტკივილის მოთნემის უნარი." "ჯონსი საუკეთესოა თავით თამაშში. 9 წლისას მას უკვე შეეძლო სტანდარტული (სიმაღლე რომელზედაც პროფესიონალი ფეხბურთელები ხტებიან) ნახტომების შესრულება. მახსოვს, მისმა თაურმა დარტყმამ მოგვაგებინა თასის ფინალი. თქვენ ახლაც შეგიძლიათ დაინახოთ მასში ეს ძალა და ჟინი. რა თქმა უნდა, ფილი იგივე აღარ არის, როგორთანაც მე მიწევდა მუშაობა, მაგრამ არის ისეთი დეტალები, რომლებიც მასში შემორჩა, რითიც მხოლოდ მე ვცნობ მას. ვერ ვმალავდი მის მიმართ სიმპატიებს და ვერ დავმალავ თუნდაც მაშინ, როდესაც "არსენალის" წინააღმდეგ დაცვის ცენტრში მოქმედებს ბურთი "ამოაქვს"."მას შემდეგ რაც ჯონსი "ბლექბერნს" შეურთდა, იგი ხშირად იცვლიდა სათამაშო პოზიციებს. დაცვის მარჯვენა ფლანგიდან ნახევარდაცვაში გადაინაცვა, შემდეგ კი დაცვის ცენტრს დაუბრუნდა, სადაც საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი და განაგრძო ასპარეზი სემ ელერდაისის მეთაურობით. ფილ ჯონსმა მშვენივრად გამოიყენა ლიგის თასი საკუთარი ძალების დემონსტრირებისთვის და მალევე დაიმკვიდრა ადგილი ინგლისის ეროვნული ნაკრების 19 წლამდელთა რიგებში.
"ამ გვარის გამო მე ის თავიდან უელსელი მეგონა" - სიცილით იხსენებს ნოელ ბლეკი, 19 წლამდე ინგლისესლთა თავკაცი.
"მე მეშინოდა ფილის შესაძლებლობების, როდესაც "სტოკი" მყავდა ჩაბარებული და "ბლექბერნთან" გვიწევდა თამაში. როდესაც ეროვნულ ნაკრებს ჩავუდექი სათავეში, ერთხელ "ბლექბერნის" ბაზას ვეწვიე, ვინაიდან გარი ბოუერთან ("როვერსის" აკადემიის მწვრთნელი) საქმე მქონდა. ამ დროს ფილ ჯონსმა უბრალოდ ჩაგვიარა და ვთქვი: "ყოველთვის მომწონდა ეს ბიჭი. რა სამწუხაროა რომ უელსელია..." "არა, ის ინგლისელია" თქვა გარიმ და ჯონსი ინგლისის მომდევნო მატჩივე ნაკრებში აღმოჩნდა.""ჯონსი ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა ცენტრალური მცველის ამპლუაში "ბლექბერნის მაისურით. მოხდა ისე, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების დებიუტშიც ფილმა ეს პოზიცია მოირგო სტივენ კოლკერთან ერთად. მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ბოლო ორ შეხვედრაში ჯონსი მატი ჯეიმსს ("იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი) შეუწყვილდა. ფილი გასაოცარი იყო. მისი გუნდური თამაში და ფეხბურთლებთან უერთიერთგაგება მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა. ფილი აგრეთვე შესანიშნავი იყო შეტევაში ჩართვისას.""ის ისეთი ფეხბურთელების კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომლებიც მოედანზე მხოლოდ დგანან. მას ჰქონდა და აქვს იმის უნარი, რომ მიხვდეს როდის არის საჭირო წინ მოქმედება. მას ამის გაკეთება ცენტრალური მცველის ამპლუაშიც შეუძლია. ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მეტად დაძაბული მატჩი გამოდგა, ფილმა დაცვის ხაზი დატოვა და მოედნის ნახევარზე ჯარიმა მოიპოვა მისი გუნდისთვის. ეს ჯარიმა ინგლისელებმა ზუსტად შეასრულეს და საბოლოო ანგარიში 1-0 დაფიქსირდა." ფილ ჯონსმა კვლავ დაცვის ცენტრში გამოავლინა მისი მიდრეკილება გაბრწყინებისადმი ძლიერ წნეხში. მას პრემერ ლიგის დებიუტი, ტიტულისთვის მებრძოლ, "ჩელსის" წინააღმდეგ ჰქონდა 2010 წლის მარტში. მაშინაც კი, როდესაც მის წინააღმდეგ "ჩელსის" მონსტრი - დიდიე დროგბა მოქმდებდა, ჯონსი თავს მაინც კომფორტულად გრძნობდა მწვანე მინდორზე. მიუხედავად იმისა რომ სწორედ კოტ დივუარელმა გახსნა ანგარიში, ჯონსი მატჩის გმირად დასახელდა, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა.
"მახსოვს ჯონსის შეუპოვარი თამაში დროგბას წინააღმდეგ." განაგრძობს გარი ბოუერი, "როვერსის" ახლანდელი მწვრთნელი.
"შემდეგ კი ისეთი რთული შეტაკება ფრენკ ლამპარდთან. იგი ორივე ფეხით ჩაუწვა ფრენკს ფეხებში, ბურთი მოიპოვა და მუშტების სრესვით წამოდგა. კინაღამ ჭერი ჩამოიქცა ფანების რეაქციის გამო." ახალგაზრდების პოტენციელაზე "დაგეშილი" ფერგიუსონი ფილ ჯონსმა კიდევ ურფო მოხიბლა, როდესაც "როვერსი" და "იუნაიტედი" დაუპირისპირდა ერთმანეთს. მიუხედავად 7-1 მარცხისა, ფილმა მიანც მოახერხა სერ ალექსზე შთაბეჭდილების მოხდენა, როგორც ნახევარმცველმა.
"დარბის გაუთავებლად და პასებს იძლევა" - სერ ალექსმა აღფრთოვანებულმა წარმოთქვა ეს სიტყვები.
"ამის შემდეგ ჩემი მისდამი ინტერესი საგრძნობლად გაიზრდება".ჯონსის მრავალფუნქცონურობით და გონებამახვილური ქცევებით აღფრთოვანებულები, გარი ბოუერი და ფილ ჰინდლი განაგრძობენ მის ქებას:
"იგი გამარჯვებისთვის დაიბადა", "მაშინაც კი, როდესაც უბრალო გასახურებელი მატჩი გვქონდა, ფილს მაინც მოგების წყურვილი ახრჩობდა", "მას აქვს შესანიშნავი უნარი ხალხის გაძღოლისა". "ფილს ყოველდღე უნდოდა რომ ევარჯიშა საკმარისზე მეტი. იგი ყოველთვის მიდიოდა დამატებით სპორტდარბაზში."ფილს მისმა ტალანტმა დიდი აღიარება მოუპოვა ჯერ კიდევ "ბლექბერნში" ასპარეზობისას. მაგრამ მის კარიერაზე გაცილებით უკეთ "იუნაიტედში" გადაბარგებამ იმოქმედა. 10 თვის მანძილზე მან სამ პოზიციაზე მოახერხა შთამბეჭდავად თამაში. თავდაპირველად მან თავის თავზე აიღო "ლივერპულის" ჩარლი ადამის განეიტრალება, რაც საბოლოო ჯამში მშვენივრად მოახერხა და ამით დაიწყო მისი "შეტაკებები" დიად გვარებთან. მან აგრეთვე თავი გაართვა მსოფილიოს ორ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებთან თამაშს, გარეთ ბეილის და კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ.
"ხალხი აგრძელებს სვლას და მან უნდა იპოვოს თავისი პოზიცია." აცხადებს
"იუნაიტედის" პირველი გუნდის ასისტენტ-მენეჯერი, ფილ ნევილი, რომელიც თავად გამოირჩეოდა მრავალფუნციურობით. ფილ ნევილი თანაბრად ანაწილებდა თავის ნიჭს მწვანე ბალახზე, როგორც დაცვაში, აგრეთვე მოედნის ცენტრში. "მე არ ვღელავ, დარწმუნებული ვარ რომ იგი მიაგნებს მისთვის საუკეთესო პოზიციას." "ფეხბურთელებს არ აინტერესებთ თავიანთი ასაკი. ცენტრალური მცველები ფორმის პიკში 27-29 წლამდე არიან. ფილი შესანიშნავი იქნება როგორც დაცვაში, აგრეთვე ნახევარდაცვაში. მას აქვს ძლიერი ფიზიკური მონაცემები, რაც ამ ყველაფრის ხელშემწყობია. მე მაქვს მისი თამაშები ნანახი ინგლისის ნაკრებში, ყველა პოზიციაზე. ერთადერთი რაც ფილს ევალება ის არის, რომ განაგრძოს პროგრესი და მაღალ დონეზე თამაში." სანამ ჯონსი რეგულარულად ხვდებოდა სერ ალექსის სასტარტო თერთმეტეულში, ფილ ნევილს მიაჩნია, რომ გუნდში დევიდ მოიესის მოსვლა ჯონსის არჩევანს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. "ევერტონის" ყოფილი მწრვთნელი ცნობილია მცველების განვითარებაში და ფილ ჯონს აქვს საშუალება ვრცელ მინდორზე აირჩიოს სასურველი პოზიცია.
"იგივეს ვიტყოდი კრის სმოლინგსა და რაფაელ და სილვაზე. მათ ჰყავთ ისეთი მენეჯერი, რომელიც შესანიშნავად ართმევს თავს ახალგაზრდა მცველების პროფესიონალებად გადაქცევას." აგრძელებს ფილ ნევილი. "ჯოლეონ ლესკოტი, ლეიტონ ბეინსი, ფილ იაგიელკა, სემუს კოულმენი... მან ეს ფეხბურთელები მსოფლიო დონის მცველებად გარდაქმნა. ჩვენ ახალგზარდებით დაკომპლექსებული დაცვის ხაზი გვყავს და მოიესს ბევრი სამუშაო აქვთ მათთან. თუ ჯონსი მოუსმენს მის მწვრთნელს, იგი გახდება ისეთი, როგორიც მას სურს რომ იყოს."მანამ სანამ, ფილ ჯონსს ყოფილი ფეხბურთელები და ამჟამინდელი მწვრთნელები ხოტბას ასხავენ, მას შეუძლია განაგრძოს ტალანტის დემონსტრირება და მიაღწიოს საწადელს... მაგრამ მაინც, ფილ ნევილი ტოვებს კითხვას, რომელიც ყველა ჩვენთაგანში ინტერესს აღძრავს:
წყარო:
Manutd.com