თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2013, 21:54
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2004,
კომენტარები: 6
"ღირსეული ყოველთვის ბრუნდება და იკავებს პირველ ადგილს"
უეირმა მოიესზე და ფლეტჩერზე ისაუბრა.
უეირი თამაშობდა ხუთი წლის განმავლობაში "ევერტონში", მანამ სანამ მალული სტაფის წევრი გახდებოდა.

"ღირსეული ყოველთვის ბრუნდება და იკავებს პირველ ადგილს, და მას ყოველგვარი ეჭვების გარეშე აქვს ყველანაირი თვისება წარმატების მიღწევისთვის."-ასეთი განცხადება გააკეთა უეირმა მოიესის შესახებ.

"არანაირი ეჭვი არ არსბეობს იმის შესახებ, რომ ის აუცილებლად იქნება წარმატება "იუნაიტედისთვის", უბრალოდ ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად მომთმენი იქნება კლუბი და გულშემატკივარი და ამდენი წლის განმავლობაში მათი შემხედვარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გამოიჩენენ ამ მოთმინებას."

მოიესი სერ ალექს ფერგიუოსნის ჩანაცვლების შემდეგ თითქოს არეულია და არასტაბილურობას იჩენს.

"იუნაიტედმა" "პრემიერ ლიგაში" ჩატარებული 16 თამაშიდან 5 წაგებით დაასრულა, მაგრამ "ჩემპიონთა ლიგაზე" არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და ჯგუფშიც პირველ ადგილზე გავიდნენ. ამის შემდეგ "წითლებს" გაუმართლათ და მათი მეტოქე "ოლიმპიაკოსი" აღმოჩნდა.

ყველა ზემოთხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, უერი მოიესისგან დიდ წარმატებებს მოელის, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ.

""იუნაიტედი" კარგი გუნდია."-განუცხადა BBC-ის შოტლანდიელმა. "მათ საოცარი მხარდაჭერა გამოავლინეს მათი მენეჯერების მიმართ, ასევე "წითლები" ზრუნავენ ერთმანეთზე და მწრთვნელზე და გარდა ამისა, აძლევენ დროს გაუმჯობესებისთვის."

"კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს და არჩეულ პიროვნებას გაუმჯობესებისა და მუშაობის დროს აძლევს. "წითლებმა" მათ საოცარი შედეგი აჩვენეს ბოლო მატჩში, რაც "იუნაიტედს" ძალიან დაეხმარება ამ კრიზისიდან თავის დასაღწევად."

როგორც უკვე მოგეხსენებათ, "იუნაიტედმა" გაანადგურა "ასტონ ვილა". ეს თამაში მხოლოდ "მანჩესტერის" მოგებით არ იყო განსაკუთრებული. ამ მატჩში დიდი ტრამვის შემდეგ დარენ ფლეტჩერი დაბრუნდა. ყოფილ თანაგუნდელზე და მის დაბრუნებაზე კი უეირმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ეს ნამდვილად დიდებული უნდა იყოს დარენისთვის. ამდენი მოთმინების შემდეგ ფლეტჩერი ამას იმსახურებდა. ის გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. დარწმუნებული ვარ, რომ მოიესიც კმაყოფილი იქნება დარენის დაბრუნებით."

"მან ბევრი რამ გადაიტანა ტრამვის დროს. გამოტოვა უამრავი თამაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ "წითლების" ნახევარმცველი მალევე დაუბრუნდება ფორმას და ჩვენ ისევ ვიხილავთ მის საოცარ თამაშებს. მე ვიცი, რომ ის იმ ყოველი წუთით განიცდის სიამოვნებას, რომლის გატარებაც სტადიონზე, გუნდთან ერთად უწევს. ამიტომაც მისი დაბრუნება მართლაც დიდებულია როგორც მისთვის, ასევე კლუბისა და ფანებისთვის."
-დაასრულა უეირმა.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: BERDI
17 დეკემბერი 2013 22:59
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მოიესი ადრე თუ გვიან მაინც მიაღწევს საწადელს. ფლეტჩერი კიდე ძალიან კარგია რო დაგვიბრუნდა ეხლა მთავარია რაც შეიძლება მალე შევიდეს ფორმააში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№2
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2013 23:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფლეტჩერის დაბრუნება მე ძალიან გამიხარდა. მებრძოლი და ალბატ ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელია, ნუ მანჩესტერის გულშემატკივრებისთვის და ალბათ ყველას გაუხარდა. იმედია კიდევ ვიხილავ მოედანზე.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 დეკემბერი 2013 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფლეტჩერის დაბრუნება მართლა გასახარია რაა, რაც შეეხება მოიეს მიუხედავად იმისა რო ჰქონდა შეცდომები და ეს გასაკვირი არცაა, აქვს ამ კაცს რაღაც ისეთი რაც პირველ რიგში ფერგიმ დაინახა და მაგიტომაც მოიყვანა ეს კაცი. რავიცი მიუხედავად იმისა რო ჯერ სტაბილურად ვერ ვთამაშობთ მე მჯერა მოიესის...
0
№4
ავტორი: red devil
18 დეკემბერი 2013 07:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Flecheris dabruneba nagdad gvchirdeboda axla da magrad gamixarda ro dabrunda.
0
№5
ავტორი: Amerigo
18 დეკემბერი 2013 16:53
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
საწყისი შეცდომა გაასწორეთ სათაურში. უეირი წერია! სხვა ყველაფერი კარგია!
0
№6
ავტორი: A.J.44
19 დეკემბერი 2013 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
რუნიიი <3 <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top