თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2013, 20:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1695,
კომენტარები: 8
იანუზაი: "მოიესი ტრადიციას გააგრძელებს"
იანუზაის სჯერა მოიესის და იმავეს ითხოვს ფანებისაგან.
იანუზაი:
ახალგაზრდა ვარსვკლავი ადნან იანუზაი ფანებს მოთმინებისკენ მოუწოდებს და თხოვს, რომ შეინარჩუნონ დევიდ მოიესის რწმენა.

მოიესი გადმოვიდა "ოლდ ტრაფორდზე" ზაფხულში, რათა გაეწია თავკაცობა ახალი ერისთვის, დიდი ლეგენდის სერ ალექს ფერგიუსონის 26 წლიანი მუშაობიდან პენსიაში გასვლის შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

ამჟამად "იუნაიტედი" "პრემიერ ლიგის" ლიდერს "არსენალს" 10 ქულით ჩამორჩება, მაგრამ წითელი ვინგერი, რომელიც გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა მოიესის მოსვლის შემდეგ, ირწმუნება, რომ "ევერტონის" ყოფილ მწრთვნელს შესწევს ძალა, რომ "მანჩესტერი" კვლავ დიდებაში ამყოფოს და მოაგებინოს მრავალი ტიტული.

"ის მოიგებს ტიტულებს"-განუცხადა იანუზაიმ MUTV-ს.

"არ დაივიწყოთ, რომ ის ახალი მწრთვნელია. ყველაფერი ახალია. ვალდებულები ვართ, რომ ერთმანეთს დრო მივცეთ."


"მე ვფიქრობ, რომ ის კარგი მწრთვნელია. ამასთანავე ყველა ფეხბურთელი მზადაა ბოლომდე მუშაობისა და დახარჯვისთვის და ამიტომაც მაქვს იმედი, რომ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს."

იანუზაიმ დებიუტში გაიტანა ორი გოლი "სანდერლენდის" წინააღმდეგ ოქტომბერში და უკვე მოაწერა ხუთ წლიან კონტრაქტს ხელი.

"მე ბედნიერი ვარ აქ. როდესაც გადმოვედი "მანჩესტერში", მე მინდოდა პირველ გუნდში თამაში. ახლა ჩემი სურვილი აქ დარჩენა, რაც შეიძლება დიდ ხანს თამაში, ჩემი მაქსიმუმის გაკეთება და იმდენად საუკეთესო ფეხბურთელად ყოფნაა, რამდენადაც მე შემიძლია."-დაამატა მან.
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: giorgu
16 დეკემბერი 2013 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
imedia
0
№2
ავტორი: chudikone
16 დეკემბერი 2013 20:55
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მომწონს ამ ბიჭის დამოკიდებულება და შემართება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: love united
16 დეკემბერი 2013 21:03
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა გააგრძელოს ტრადიცია,სხვა გზა არ აქვს :დ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2013 23:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ის მოიგებს ტიტულებს


derphappycry ეგრე თუ გააგრძელებთ წელს ვერაფწერსაც ვერ მოიგებს, ქულების დაკარგვებს მოვეშვათ, აგერ ჩემპიონთა ლიგაზე ოლიმპიაკოსი მოგვართვეს და ნახევარფინალამდე მივიდეთ მშვენიერი იქნება, იდელაური. მერე უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თან მერვედფინალებში ისეტი ჯახებია ბევრი კარგი უნდი დატოვებს ლიგას
0
№5
ავტორი: LizarD
17 დეკემბერი 2013 02:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გიორგი,
ხო, ვნახოთ რა იქნება, ჭკვიუანურად თუ ითამაშეს ეგეთი დიდი თამაშების დროს ფავორიტები არ არსებობს...
0
№6
ავტორი: red devil
17 დეკემბერი 2013 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გიორგი,
mogartveso nu ityvi olimiakosi ar aris xelwamosakravi gundi did winaaagmdegobas gagviwevs. Epls rac sheexeba titulis mogeba ufro advilia vidre shenarchuneba. Wels imedia otxeulshi shevalt
0
№7
ავტორი: Jubo
17 დეკემბერი 2013 13:15
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ჩვენი იმედი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: Manchester_M
17 დეკემბერი 2013 19:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ოლიმპიაკოს გავცდებით მაგრამ გასეირნება არ იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top