წითელი ეშმაკების პორტუგალიელი ვინგერ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს იუნაიტედს. მოგეხსენებათ, რომ ფერგიუსონმა სწორედ მას დააბრალა ჩესლსისთან მარცხი, რომელიც Capital One Cup-ის მერვედფინალში იწვნია იუნაიტედმა. გამომცემლობა DailyMail ამბობს, რომ ნანიმ უკვე ყველას აცნობა, რომ ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს სერ ალექსთან. პორტუგალიელმა გუნდში დარჩენის ყველა შანსი დაკარგა მას შემდეგ, რაც ფერგიუსონმა ის დაადანაშაულა იუნაიტედის მიერ გაშვებულ მესამე გოლში, რომელიც გუნდმა ბოლო წამებზე გაუშვა.
"მატჩის დასრულების შემდეგ ნანიმ და ფერგიუსონმა წაიკამათას. ფერგიუსონმა უთხრა, რომ მოწინააღმდიგისთვის ასე ადვილად ბურთის დათმობა, მხოლოდ მოყვარულთა ფეხბურთში ხდება და კარგი ფეხბურთელი ამას არასოდეს არ აკეტებს." ამ ინციდენტის შემდეგ ნანიმ უთხრა მეგობრებს, რომ არანაირი გზა არ არსებობს ოლდ ტრაფორდზე დარჩენის. ოფიციალური წყარო აცხადებს, რომ კლუბი არ აპირებს ასეთ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს და 130000 ფუნტი გადაუხადოს კვირაში.