დღეს "იუნაიტედმა" 3-0 იმარჯვა "ვილა პარკზე" და 3 ქულა წამოიღო ბირმინგემიდან. დუბლი გაიფორმა მანჩესტერლთა ფორვარდმა, დენი უელბეკმა, რომელმაც 3 წუთის ინტერვალში შეძლო 2 ბურთის შეგდება, მეორე ტაიმში კი საბოლოო ანგარიში ტომ ქლევერლიმ დააფისირა. გამარჯვების მიუხედავად, "იუნაიტედის" მწვრთნელი, დევიდ მოიესი თვლის, რომ შეეეძლოთ უფრო დიდი ანგარიშით დაემარცხებინათ "ასტონ ვილა":"კარგად ვითამაშეთ, ჩვენი საქმე სრულყოფილად შევასრულეთ. ერთადერთი, რისი გაკრიტიკებაც მე შემიძლია არის ის, რომ ვერ შევძელით უფრო მეტი გოლის გატანა. პირველი ხუთი თუ ექვი წუთის განვმალობაში ვერ გადავდიოდით შეტევაზე, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გაკონტროლება."
"მაინც ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უკეთესად თამაში. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ ეს იყო ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. უნდა განვაგრძოთ წინსვლა და მატჩების მოგება. "-განაცხადა მოიესმა MUTV-სა და Sky Sports-თან საუბარში.
ეს გამარჯვება პირველი იყო ბოლო 4 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში. დაფიქსირებული შედეგების მიუხედავად მენეჯერი მაინც მხნედ არის და თვლის, რომ მის გუნდს ძალუძს ჩემპიონობისთვის ბრძოლა:"არ ვფიქრობ, თითქოს ჩვენ რადიკალურად განსხვავებულად ვითამაშეთ, უბრალოთ შევძელით გაგვეტანა გოლები. ის ფაქტი, რომ ვერ გაგვქონდა გოლები, ცვლიდა სიტუაციას, განსაკუთრებით კი მედიისთვის. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვიცოდით უნდა გვეთამაშა კარგად, ბევრად უკეთესად, ვიდრე დღეს. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში და ეს მალევე დაეტყობა გუნდს, ჩვენ ვიქნებით უკეთესნი უკვე ამ თვეში."