თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2013, 21:46
ავტორი: love united,
ნანახია: 2635,
კომენტარები: 11
მოიესი მატჩის შემდეგ
მოიესი კმაყოფილია დღეს დაფიქსირებული შედეგით...
მოიესი მატჩის შემდეგ
დღეს "იუნაიტედმა" 3-0 იმარჯვა "ვილა პარკზე" და 3 ქულა წამოიღო ბირმინგემიდან. დუბლი გაიფორმა მანჩესტერლთა ფორვარდმა, დენი უელბეკმა, რომელმაც 3 წუთის ინტერვალში შეძლო 2 ბურთის შეგდება, მეორე ტაიმში კი საბოლოო ანგარიში ტომ ქლევერლიმ დააფისირა. გამარჯვების მიუხედავად, "იუნაიტედის" მწვრთნელი, დევიდ მოიესი თვლის, რომ შეეეძლოთ უფრო დიდი ანგარიშით დაემარცხებინათ "ასტონ ვილა":"კარგად ვითამაშეთ, ჩვენი საქმე სრულყოფილად შევასრულეთ. ერთადერთი, რისი გაკრიტიკებაც მე შემიძლია არის ის, რომ ვერ შევძელით უფრო მეტი გოლის გატანა. პირველი ხუთი თუ ექვი წუთის განვმალობაში ვერ გადავდიოდით შეტევაზე, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გაკონტროლება."

"მაინც ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უკეთესად თამაში. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ ეს იყო ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. უნდა განვაგრძოთ წინსვლა და მატჩების მოგება. "-განაცხადა მოიესმა MUTV-სა და Sky Sports-თან საუბარში.

ეს გამარჯვება პირველი იყო ბოლო 4 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში. დაფიქსირებული შედეგების მიუხედავად მენეჯერი მაინც მხნედ არის და თვლის, რომ მის გუნდს ძალუძს ჩემპიონობისთვის ბრძოლა:"არ ვფიქრობ, თითქოს ჩვენ რადიკალურად განსხვავებულად ვითამაშეთ, უბრალოთ შევძელით გაგვეტანა გოლები. ის ფაქტი, რომ ვერ გაგვქონდა გოლები, ცვლიდა სიტუაციას, განსაკუთრებით კი მედიისთვის. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვიცოდით უნდა გვეთამაშა კარგად, ბევრად უკეთესად, ვიდრე დღეს. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში და ეს მალევე დაეტყობა გუნდს, ჩვენ ვიქნებით უკეთესნი უკვე ამ თვეში."

წყარო:manutd.com
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
15 დეკემბერი 2013 21:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მეტი რა უნდა მართლა ვაჰ მაქსიმუმი გააკეთა ყველა ფეხბურთელმა
0
№2
ავტორი: GGMU
15 დეკემბერი 2013 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
kai to ra maximum :X unaitedi es ggundia ro cxrilshi 8 adgilze iyos? :X
0
№3
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2013 21:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომავალ თამაშებსი ქულის დაკარგვის უფლება არ გვაქვს, აგერ ლივერპული გაგიჟდა, 5–0 მოუგო ტოტენჰემს :დ ასე რომ რთულადაა საქმე და მეტი მონდომებაა საჭირო, უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და ავიღოთ ქულები. არც ისე რთული კალენდარი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ რა
0
№4
ავტორი: VaRdo
15 დეკემბერი 2013 21:56
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ძალიან კარგია. უფრო მეტი და მეტი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Vodafone
15 დეკემბერი 2013 22:08
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აი ამ კომენტარის გამო მევასება ეს კაცი, აბა რა დევიდ მეტი გვინდა.
0
№6
ავტორი: Lev
15 დეკემბერი 2013 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
"მაინც ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უკეთესად თამაში. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ ეს იყო ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. უნდა განვაგრძოთ წინსვლა და მატჩების მოგება>>>ესაა ნამდვილი მწვრთნელის სიტყვები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: BERDI
16 დეკემბერი 2013 00:13
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგად ითამაშეს ბიჭებმა ძალიან კარგად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: Macklemore
16 დეკემბერი 2013 02:13
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კარგად გამოვიყურებოდით! კაია მეტს რო მოითხოვს და არ კმაყოფილდება შედეგით. იმედია ასე გავაგრძელებთ.
0
№9
ავტორი: red devil
16 დეკემბერი 2013 05:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kargad itamashes bichebma tumca ufro meti sheudzliat da unda itamashon kidec.
0
№10
ავტორი: LizarD
16 დეკემბერი 2013 08:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მომწონს მოიესი რომ ამბობს მეტი შეგვეძლოო, არ უყვარს როცა მომენტებს აფუჭებენ და სულ მეტს ითხოვს ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top