თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2013, 15:07
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1771,
კომენტარები: 4
რუნი: ჩვენ უნდა მოვუმატოთ
უეინ რუნიმ გუნდის ახლანდელ მდოგმარეობაზე ისაუბრა და თანაგუნდლები გაამხნევა.
რუნი: ჩვენ უნდა მოვუმატოთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამხსმელმა უეინ რუნიმ მოუწოდა თავის თანაგუნდელებს, რომ გააუმჯობესონ თამაში და დაიწყონ აღმასვლა "პრემიერ ლიგის" ცხრილში.

ამ მომენტისთვის "იუნაიტედი" იმყოფება მე-9 პოზიციაზე და ლიგის ლიდერებს, "არსენალს" ჩამორჩება 13 ქულით. რუნის სიტყვებით, მისი გუნდი ვალდებულბულია ჩადგეს ფორმაში და უიღბლო სტარტის შემდეგ ყველას დაანახოს თავისი ძალა.

"ჩვენ ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი წინ და ყველას დავანახოთ, თუ რატომ გავხდით ჩემპიონები გასულ სეზონში. ჩვენ ძალიან კარგი ნაზავი გვაქვს გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და ვალდებულები ვართ დავბრუნდეთ ცხრილში კარგ პოზიციაზე."

"ამის ახსნა რთულია და არ ვიცით რატომ მოხდა ეს ასე. თუმცა ეს მოხდა და ახლა ვალდებულები ვართ გავაუმჯობესოთ თამაში. ჩვენ არ გვითამაშია სრული ძალებით და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს."

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ ჩვენი მდოგმარეობით ლიგაზე, თუმცა სეზონის დასრულებამდე მოგვიწევს კიდევ ბევრი მატჩის გამართვა და საშუალება გვექნება ავკრიფოთ ქულები. ყველაფერს რეალურად უნდა შევხედოთ და ვეცადოთ ცხრილის მაღალ ნაწილში ასვლა."

"ჩვენ უბრალოდ სამი ქულა უნდა ავიღოთ ყოველ მატჩში. მნიშვნელობა არ აქვს რა ანგარიშით იქნება ეს, უბრალოდ უნდა მოვიგოთ. ჩვენ ძალიან ამაყი ფეხბურთელები ვართ და ძალიან არ გვსიამოვნებს, როდესაც ასეთ ადგილას ვიმყოფებით. ეს ძალიან მტკივნეულია და იმედია მოვახერხებთ რეაქცისს მოხდენას"
- ციტირებს რუნის სიტყვებს Daily Mirror.

წყარო: Fapl.ru
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
15 დეკემბერი 2013 15:08
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
რაც შეიძლება მალე უნდა მოხვიდეთ გონს, დღევანდელ მატჩში ქულის დაკარგვა არფრით არ შეიძლება
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
15 დეკემბერი 2013 15:16
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დღეს უნდა მოიგოთ ბიჭებო თუ გინდათ 4-ში მაინც გახვიდეთ
0
№3
ავტორი: LizarD
15 დეკემბერი 2013 15:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დღეს მოგების გარდა სხვა შედეგი იმას ნიშნავს რომ ჩემპიონთა ლიგაზეც გაგვიჭირდება მოხვედრა.
0
№4
ავტორი: love united
15 დეკემბერი 2013 17:33
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რუნი შენი იმედი მაქ ასტონ ვილასთან...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top