თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2013, 01:19
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2156,
კომენტარები: 7
"იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით
"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელის არაამქვეყნიური გოლი
ტომ ლორენსმა მოახერხა ორი შესანიშნავი გოლის გატანა "კარლაილის" შემადგენლობაში, ამ ორიდან ერთი კი თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ "ლიგა ერთის" სეზონის საუკეთესო გოლად. მატჩი "კარლაილის" სასარგებლოდ, 4-1 დამთავრდა.

ლორენსმა პირველი გოლის გატანა მოახერხა 25 იარდიდან გასროლის შემდეგ, მეორე გოლი კი "კარლაილის" ოფიციალურმა საიტმა ასე აღწერა: "66-ე წუთზე ხალხი გაოგნებული უყურებდა საუკეთესო გოლს, რომელიც მათ ოდესმე უნდახავთ".

19 წლის ფორვარდმა კარიდან 40 იარდის დაშორებით მიიღო ბურთი, 4 ფეხბურთელს გაცდა და ბურთი მარჯვენა კუთხეში გაგზავნა. მან ნამდვილად შესანაშნავი გოლებით დაიწყო პროფესიონალური კარიერა.

თუმცა, ამ გოლის შემდეგ ლორენსი უცებვე შეცვალეს, "იუნაიტედის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ბენ ემოსმა კი 90 წუთი დაჰყო მოედანზე.

ლორენსი არ აღმოჩნდა ბოლო ახალგაზრდა "წითელი" რომელმაც შაბათს გოლი გაიტანა. "იუნაიტედის" მცველმა მარნიკ ვერმილმა მოახერხა ერთი გოლის გატანა "ნიემეგენის" შემადგენლობაში, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით 4-3 დამთავრდა, ეს უკვე მისი მეორე გოლია ამ სეზონში.

ასევე, ჯესი ლინგარდმა გააკეთა ერთი ასისტი "ბირმინგემის" შემადგენლობაში. მიკლ კინს (დერბი ქაუნთი) და ტაილერ ბლაკეტს (ბლექპული) არ მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება. ხოლო რაიან ტანიკლიფმა 90 წუთი ითამაშა "იპსვიჩის" შემადგენლობაში, თამაში უგოლოდ დამთავრდა. რაც შეეხება ფედერიკო მაკედას, იტალიელმა 82 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი დამარცხდა "ლიდს იუნაიტედთან".

ახლა კი გთავაზობთ ტომ ლორენსის საოცარ გოლს:

"იუნაიტედის" ფეხბურთელები არენდით


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
15 დეკემბერი 2013 01:20
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ლორენს!!!!!!!!!!!!!
0
№2
ავტორი: GoGa.
15 დეკემბერი 2013 01:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
აუ დიდი არაფერი არაა ამას ბევრი გოლი ჯობია
0
№3
ავტორი: LizarD
15 დეკემბერი 2013 02:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
GoGa.,
ნახევარი გუნდი რომ ათრია დიდი არაფერი? მანჩესტერის თამაშებში გვენატრება ეგეთი მოთამაშეები ვინც რამეს გააკეთებენ და წინ წავლენ...
კაი ბიჭია მომეწონა...
0
№4
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2013 08:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ ძმას, მომეწონა კარგი გოლი შეაგდო winked
0
№5
ავტორი: RedGirl
15 დეკემბერი 2013 11:39
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
კაია კაია ! გაგვეზარდეთ გვჭირდებით !! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Rosso Diavolo
15 დეკემბერი 2013 12:07
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოჩაღ ბიჭებს კიკო რა უიღბლოა მისი გუნდიც
0
№7
ავტორი: Berba 9
15 დეკემბერი 2013 12:38
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეს ლორენსი ვინ იყო არც ვიცოდი საღოლ, კარგი გოლი გაიტანა))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top