თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2013, 22:52
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1518,
კომენტარები: 6
მოიესი: "ჩემთვის ფერგის შეცვლა ძალიან რთულია"
მოიესი ფიქრობს, რომ სირთულებიის გადალახვაში ყველაზე მეტად მას ფანები ეხმარებიან და მადლობას უხდის მათ.
მოიესი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი დევიდ მოიესი აღფრთოვანებულია მისი წითელი არმიით და მათზე ისაუბრა:

"როდესაც მე პირველად გავხდი "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი, მე ვეცადე აღმეწერა, როგორ საოცრად ვგრძნობდი თავს და როგორი პრივილეგია იყო ჩემთვის ამ პოსტის დაკავება. მეგონა ნელ-ნელა გამივლიდა და ასე აღელვებულად აღარ ვიგრძნობდი თავს, მაგრამ პირიქით, ეს გრძნობდა მხოლოდ გაძლიერდა ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში."

"მე პირველად ვიგრძენი ის ველური გრძნობა, ის ვნება, რასაც "იუნაიტედის" ფანები მისი გუნდის მიმართ გრძნობენ, და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არა მარტო "ოლდ ტრაფორდზე" არამედ მთელი მსოფლიოს გარშემო ხდება."

"რათქმაუნდა ეს ძალიან საამაყოა და საოცრადაც გრძნობ თავს, მაგრამ ეს ამავდროულად ძალიან რთულიცაა და დიდ პასუხისმგებლობას ბადებს. მე ვალდებული ვარ თითოეული მათგანის წინაშე როგორც ამ დიდებული საფეხბურთო კლუბის მენეჯერი."

"მე ძალიან დიდი პატივი მხვდა წილად, როცა ამირჩიეს ამ პოსტზე. ყველაფერი ერთად უფრო და უფრო შეუპოვარს მხდის და მე უფრო მოტივირებული ვხდები. როცა მე სერ ალექსს ვუყურებ ყველანაირად ვცდილობ გავაგრძელო მისი დაწყებული საქმე. მაგრამ ეს მარტივი არ იქნება და არ არის. მე ვიცოდი დასაწყისშივე, მაშინათვე როცა ამ საქმეს დავთანხმდი, რომ ეს რთული იქნებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მე რაც მეხმარება ფანების გვერდში დგომაა. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ სწორედ ისინი მაძლიერებენ."

"ჩემი წითელი არმია, რომელშიც არამარტო ფეხბურთელები, არამედ სრულიად "მანჩესტერული" სამყარო მოიაზრება იმდენად კარგები არიან, რომ ამას უბრალო სიტყვებით ვერ აღვწერ. მე უკვე აღვნიშნე, და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სახლის შიგნით, თუ გარეთ, ყველგან სადაც კი ჩვენ ვყოფილვართ, მათ ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ სიმღერა, გუნდის დიდება, კლუბის მხარდაჭერა და გვერდში დგომა."

"ისიც მინდა ვუთხრა ფანებს, რომ არ ჩაუვლია ამ დიდებულ ატმოსფეროს ჩემი, კლუბის, სტაფისა და ფეხბურთელების დაფასების, შეუმჩევნობლის გარეშე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ და ვეცდებით ეს საქმითაც დავამტკიცოთ."
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 დეკემბერი 2013 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აბა შენ იცი დევიდ fellow
0
№2
ავტორი: Vodafone
14 დეკემბერი 2013 22:58
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ძალიან მომწონს მოიესის განცხადებები ბოლო პერიოდში. ფანებიც, იმ გამონაკლისებიც გარდა რომელიც ტოვებენ მოედანს ძალიან ეხმარებიან. ეს ბანერი მომეწონდა ლევერკუზენთან
0
№3
ავტორი: GeorgeBest
14 დეკემბერი 2013 23:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ისიც მინდა ვუთხრა ფანებს, რომ არ ჩაუვლია ამ დიდებულ ატმოსფეროს ჩემი, კლუბის, სტაფისა და ფეხბურთელების დაფასების, შეუმჩევნობლის გარეშე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ და ვეცდებით ეს საქმითაც დავამტკიცოთ."


საქმით უნდა გადაუხადოთ მადლობა. ძალიან რთულია ყველაფერი, დიდი პასუხისმგებლობა და ზეწოლა, ჩემი აზრით ამ ყველაფერზე თავიდანვე უნდა ეფიქრა და მზად უნდა იყოს. ალბათ მოახერხებს და გაამარტლებს იმ იმედებს რასაც კლუბი მასზე ამყარებს
0
№4
ავტორი: LizarD
15 დეკემბერი 2013 02:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Chosen one! :3 request
0
№5
ავტორი: VaRdo
15 დეკემბერი 2013 02:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მოიეს დროა დაადუმო ყველა რა. გვერდში გიდგევარ მე პრიადად და მეჯრა ბოლომდე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Rosso Diavolo
15 დეკემბერი 2013 12:06
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რაცარუნდა ქნა მაინც გუნდში ფერგის ვერ შეცვლი მოი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top