თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2013, 22:40
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2113,
კომენტარები: 7
Aston Villa vs Man United Preview
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Aston Villa vs Man United Preview
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

Aston Villa vs Man United Preview

სტადიონი: "ვილა პარკი", ბირმინგემი
მონაცემი: პრემიერ ლიგა, მე-16 ტური
თარიღი: კვირა, 15 დეკემბერი, 2013 წელი
მატჩის დასაწყისი: 17:30 ჩვენი დროით

სიტუაცია შემადგენლობებში

"ასტონ ვილა"

Aston Villa vs Man United Preview

ტრავმირებულები: ნ'ზოგბია, ვლაარი, კოზაკი, დ. ბენეტი, ოკორე
კითხვის ნიშნის ქვეშ: ლუნა
დისკვალიფიკაცია: დელფი (1 მატჩი)
შემადგენლობა: Guzan, Steer, Baker, Clark, Lowton, Luna, Herd, Bacuna, El Ahmadi, Westwood, Albrighton, Sylla, Tonev, Kozak, Helenius, Agbonlahor, Weimann, Benteke, Bowery.

ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო "იუნატედთან" ვერ ითამაშებს ნახევარმცველი ფაბიან დელფი. ასევე ტრავმირებულია "ვილას" კაპიტანი რონ ვლაარი და თავდამსხმელი ლიბორ კოზაკი. შემადგენლობაში შესაძლოა დაბრუნდეს ესპანელი მცველი ანტონიო ლუნა, თუ ის მოახერხებს პახის ტრავმის მორჩენას.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

Aston Villa vs Man United Preview

ტრავმირებულები: კერიკი, ვან პერსი, სმოლინგი, ფელაინი, ფლეტჩერი
კითხვის ნიშნის ქვეშ: ევრა, ვიდიჩი
დისკვალიფიკაცია: არავინ
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Smalling, Ferdinand, Evans, Evra, Vidic, Fabio, Valencia, Nani, Jones, Cleverley, Giggs, Anderson, Young, Zaha, Januzaj, Rooney, Kagawa, Hernandez.

ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ "იუნაიტედის" შემადგენლობაში ბრუნდება უეინ რუნი. რობინ ვან პერსის კი გაუცდება მომავალი ერთი თვე ბარძაყის ტრავმის გამო, რომელიც "შახტართან" მატჩში მიიღო. კითხვისნიშნის ქვეშაა ამ მატჩში პატრის ევრასა და ნემანია ვიდიჩის მონაწილეობაც.

გუნდების ფორმა

Aston Villa vs Man United Preview

"ასტონ ვილა"

მე-11 ადგილი, 19 ქულა

ბოლო 6 მატჩი (ყველა ტურნირზე): 2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება
გასულ ტურში "ასტონ ვილა" დამარცხდა "ფულემთან", რითაც დასრულდა მათი 5 მატჩიანი წაუგებელი სერია. "ვილა პარკზე" მასპინლებმა მხოლოა 11 მოიგეს გასული 45 მატჩიდან "პრემიერ ლიგაში", საშუალოდ ისინი 1 ქულას აგროვებენ თითო საშინაო მატჩში. ასევე, "ასტონ ვილა" ერთადერთი გუნდია წლევანდელ სეზონში, რომელიც არასდროს დამარცხებულა იმ მატჩში, სადაც მათ გახსნეს ანგარიში. პოლ ლამბერტს კი "ასტონ ვილას" მწვრთნელი რანგში უფრო მეტი გამარჯვება აქვს საგარეო მატჩებში (8 გამარჯვება), ვიდრე საშინაოში (7). ბირმინგემელები ვერ ახერხებენ გოლის გატანას 3 საშინაო მატჩში, ბოლო 4-დან "პრემიერ ლიგაში", ხოლო ყველა ტურნირზე ერთად 9 მატჩიდან 6 საშინაო შეხვედრაში მოედანი გოლის გარეშე დატოვეს.

Aston Villa vs Man United Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

მე-9 ადგილი, 22 ქულა

ბოლო 6 მატჩი (ყველა ტურნირზე): 2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება
ამ სეზონში "იუნაიტედი" უკვე 5-ჯერ დამარცხდა, იგივე მაჩვენებელი ჰქონდა გუნდს გასულ წელს მთელი სეზონის განმავლობაში. ისინი პირველიმოქმედი ჩემპიონები არიან, რომლებიც პირველ 15 მატჩში 5-ჯერ დამარცხდნენ, ასეთივე შედეგი ჰქონდათ მათ 2001-02 სეზონში. ხვალ გუნდი შეეცდება თავიდან აიცილოს მიყოლებით 3 უგოლო მატჩი ჩემპიონატში, რაც 2007 წლის აგვისტოს შემდეგ არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ მოიესის გუნდმა, მხოლოდ ერთხელ ითამაშა უგოლო ფრე ბოლო 11 მატჩში. ასევე, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" დამარცხდება ამ მატჩში, ეს იქნება "პრემიერ ლიგის" ისტორიაში მეოთხე შემთხვევა, როდესაც "წითელი ეშმაკები" მიყოლებით 3 ჯერ დამარცხდნენ, მანამდე ასეთი რამ მოხდა 1996 წლის ნოემბერში, 2001 წლის მაისში და 2001 წლის დეკემბერში.

ბომბარდირები და სავარაუდო რეკორდები

"ასტონ ვილა"

წამყვანი ბომბარდირები: ბენტეკე - 5 გოლი (4 ლიგაში)
კრისტიან ბენტეკე ვერ ახერხებს "პრემიერ ლიგაში" გატანას უკვე 10 საათი და 40 წუთი.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 10 გოლი (8 ლიგაში), ვან პერსი - 10 გოლი (7 ლიგაში)
უეინ რუნიმ გაიტანა 8 გოლი ბოლო 10 მატჩში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ, თუმცა ეს მხოლოდ "დუბლების" წყალობით მოახერხა. სულ კი "ევერტონის" და "იუნაიტედის" მაისურით მას 10 გოლი აქვს გატანილი "ასტონ ვილას" კარში. ამ სეზონში სწორედ ინგლისელი თავდამსხმელი ხდება "იუნაიტედის" შეტევების მთავარი სულის ჩამდგმელი, მან ამ სეზონის გატანილი გოლების 59%-ში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მისი შემდეგი გოლი "პრემიერ ლიგაში" იქნება მისთვის 150-ე ინგლისის უმაღლეს დივიზიონში. ასევე, თუ ეშლი იანგი გამოვა მოედანზე, ის ითამაშებს თვაისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

ურთიერთ შეხვედრები

გუნდები სულ ერთმანეთს 180-ჯერ შეხვდნენ ყველა ტურნირზე. "ვილამ" მოიგო 49 მატჩი, "იუნაიტედმა" 93, ხოლო 38 მატჩი ფრედ დასრულდა. "ასტონ ვილამ" მოიგო მხოლოდ ერთი მაატჩი "პრემიერ ლიგის" ბოლო 35 მატჩიდან "იუანიტედის" წინააღმდეგ - 1 მოგება, 9 ფრე და 25 მარცხი. "მანჩესტერ იუნაიტედი" არ დამარცხებულა ბირმინგემში 17 მატჩია, რაც ყველაზე დიდი სერიაა მათთვის გასვლაზე. სულ კი "იუნაიტედმა" "ვილა პარკზე" 13-ჯერ მოახერხა გამარჯვება, მასზე უკეთესი შემდეგი მხოლოდ ლივერპულის "ევეროტნს" აქვს. ბოლოს "იუნაიტედი" "ვილა პარკზე" 1995-1996 სეზონის პირველ მატჩში დამარცხდა, სწორედ ამ დროს თქვა ალან ჰანსენმა, ძალიან ცნობილი სიტყვები: "თქვენ ვერაფერს მოიგებთ ბავშვებით". "ვილამ" ბოლო 6 საშიანო მატჩიდან 4-ჯერ მოახერხა ანგარიშის გახსნა, თუმცა მათ საქმე ვერცერთხელ ვერ მიიყვანეს ბოლომდე (2 ფრე, 2 მარცხი).

მოიესის პრესკონფერენცია

Aston Villa vs Man United Preview

"პრემიერ ლიგის" მოგების შანსები:

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სეზონის ბოლოს მოვხვდეთ ცხრილის სათავეში. სეზონის ბოლომდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი. აქ ტურნირის ბედს ერთი და ორი თამაში არ წყვეტს. ზუსტად ვერაფერს გეტყვით, თუმცა დარწმუნებული ვარ "იუნაიტედი" ძველ ფორმას მალევე დაუბრუნდება. ჩვენ უნდა ვითამაშოთ კარგად ყველა ტურნირზე. მოვიგეთ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები. ბოლო თამაშები ლიგაში კრახით დასრულდა, წავაგეთ ზედიზედ 2 მატჩი საკუთარ კედლებში, მაგრამ ეს ყველაფერს არ წყვეტს. ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ ბოლომდე."

რუნი:

"რუნის წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ელის და მას დიდი მიზნები აქვს, მას შეუძლია სერ ბობის რეკორდის მოხსნა. ასაკის მატებასთან ერთად ის შეძლებს ახალი სტილის ათვისებას. თუ ის დაკარგავს სისწრაფეს, მას უფრო სიღრმიდან თამაშის შესაძლებლობა ექნება.

ამ კლუბს ჰყავს უამრავი ლეგენდა და უეინს შეუძლია გახდეს ღირსეული წევრი მათ შორის. ის უკვე არის, თუმცა მას შეუძლია გახდეს საუკეთესო საუკეთესოთა შორის. თუ ის კარგად თამაშს გააგრძლეებს, დარწმუნებული ვარ ამას მოახერხებს.

"მე მჯერა, რომ მას აქვს ამის გაკეთების უნარი, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და თავისუფლად შეძლებს დიდი დროით თამაშს. მან უკვე მოახერხა ბევრი მატჩის ჩატარება, თუმცა ის ამაზე არ გაჩერდება. მეორე საკითხია მიუახლოვდება თუ არა ის გიგზის მაჩვენებელს, რადგან რაიანის შედეგი უბრალოდ არაამქვეყნიურია."


ტრავმირებულები და გუნდის მდგომარეობა:

"სამწუხაროა, მაგრამ რობინი ერთი თვე კლუბს ვერ დაეხმარება ბარძაყის ტრამვის გამო. ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის.

მაიკლ კერიკის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მან უკვე დაიწყო მსუბუქი ვარჯიში მოედანზე. ალბათ ეს პროცედურები კიდევ ორ კვირას გასტანს, პლიუს-მინუს რამდენიმე დღე. ჩვენი იმედი გვგაქვს, რომ ის შობამდე დაგვიბრუნდება, თუმცა ჯერ მას არ შეუძლია თამაში. მას ისეთი ტრავმა აქვს, რომელიც პირველ ეტაპზე ხელს შეუშლის ბევრი თამაშის ჩატარებაში. ამ ტრავმას დიდი მოფრთხილება უნდა. მაიკლ კერიკი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ნახევარდაცვის ცენტრში. ამიტომ მისი დაკარგვა დიდი პრობლემაა.

თუმცა, ჩვენ გვყავს საკმარისად ძლიერი შემადგენლობა იმისათვის, რომ ამას გავუმკლავდეთ. ერთი რამ, რაც აქ მოსვლის დღეს ვთქვი არის, რომ მე შანსს მივცემდი ყველას, იმისათვის რომ ეჩვენებინათ საკუთარი შესაძლებლობები. მათ ჰყავთ ახალი მწვრთნელი და მათ საშუალება ექნებათ დამანახონ მე, თუ რა შეუძლიათ.

ისინი არიან გამარჯვებულები და მიჩვეულები არიან გამარჯვებას. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ რასაც ვხედავ. ისინი მთელი ძალებით ცდილობენ ამის გაკეთებას."


მსაჯთა ბრიგადა

მთავარი მსაჯი: კრის ფოი (მერსესაიდი)

ამ სეზონში მან იმსაჯა 13 მატჩში ყველა ტურნირზე, აჩვენა 36 ყვითელი და 2 წითელი (საშუალოდ 2,9 ბარათი მატჩში).

გვერდითი არბიტრები: ენდი კარატი, რიჩარდ უესტი

სათადარიგო მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ანალოგიური შეხვედრა გასულ სეზონში

Aston Villa vs Man United Preview



ძალიან დაძაბული გამოდგა ანალოგიური მატჩი გასულ სეზონში, თამაში გარდამავალი უპრატესობით დაიწყო, ორივე გუნდმა შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა ანაგარიშის გახსნა მხოლოდ ტაიმის ბოლო მოხერხდა ბირმინგემელების მიერ. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში ორამდე გააიზარდა და გოლის ავტორად ისევ უიკჰემი მოგვევლინა. საბოლოოდ გადამწყვეტი როლი შეცვლაზე შემოსულმა ჩიჩარიტომ ითამაშა, რომელმაც თავისი პირველი ჰეთ-რიკი გაიფორმა ამ მატჩში და გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოაპოვებინა.

სტატისტიკა

Aston Villa vs Man United Preview

რა დროს გადის გოლები

Aston Villa vs Man United Preview

საიდან გადის გოლები

Aston Villa vs Man United Preview

ბომბარდირები ურთიერთ შეხვედრებში

Aston Villa vs Man United Preview
მატჩის წინ
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
14 დეკემბერი 2013 22:44
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ვაახ ძლივს დავამთავრე.

რთული მატჩი გველის პერსი და კერიკი არ გვეყოლება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ახლა მორალურად უნდა გამოსწორდნენ ფეხბურთელები და უნდა გაიგონ რომ შეუძლიათ მოგება თამაშების. რუნის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ამ მატჩში.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
14 დეკემბერი 2013 22:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ მაგარი პრევიუ გამოვიდა winked

ამდენი ქულის განიავების უფლება უბრალოდ აღარ გტვაქვს თუ კიდევ რამეს ვაპირებთ ამ სეზონში. ბოლო–ბოლო ოთხეულის ამბავია უკვე. აუცილებლად უნდა მოვიგოთ... პერსის ტრავმა გვაკლდა კიდე ეხლა. იმედია კერიკი მალე დაბრუნდება
0
№3
ავტორი: chudikone
15 დეკემბერი 2013 00:02
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
იანგი არ დამანახოთ შემადგნელობაში. ცენტრში ჯონსი-ანდერსონი და რუნის უკან კაგავა. ფლანგებზე იანუზაი და ნანი/ზაჰა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: LizarD
15 დეკემბერი 2013 02:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Vodafone,
ფლეტჩერი ჩაამატე ხოლმე, არცერთ მიმოხილვაში არ წერია.. :/
0
№5
ავტორი: VaRdo
15 დეკემბერი 2013 02:52
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ხვალ მოგება უკვე თავმოყვარეობის ამბავია. ტეხავს 4 თამაშია ვერ ვიგებთ რა. დროა გონს მოვეგოთ და დამაჯერებლათ მოვიგოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Rosso Diavolo
15 დეკემბერი 2013 12:01
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უნდა დავანგრიოთ ასტონ ვილა
0
№7
ავტორი: LizarD
15 დეკემბერი 2013 16:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დარენი სკამზე ზის,, ჩაამატეეეეეეეეეეეეეეთ :დ <3 მაგრად გამიხარდა ამ წამს გავიგე..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top