თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2013, 14:20
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2237,
კომენტარები: 7
კერიკი დაბრუნებასთან ახლოსაა
მოიესმა მაიკლ კერიკის მდგომარეობაზე ისაუბრა
კერიკი დაბრუნებასთან ახლოსაა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მაიკლ კერიკი ძალიან ახლოსაა პირველ გუნდში დაბრუნებასთან.

კერიკს არ უთამაშია ნოემბრის მერე, მას შემდეგ რაც მან მიიღო ახილის ტრავმა. თუმცა ბოსი ადასტურებს, რომ ინგლისელი ნახევარმცველი უკვე ვარჯიშობს მცირე დატვირთვით.

"მაიკლ კერიკის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მან უკვე დაიწყო მსუბუქი ვარჯიში მოედანზე." - განაცხადა მოიესმა ჟურნალისტებთან, წინა-სამატჩო პრესკონფერენციაზე.

"ალბათ ეს პროცედურები კიდევ ორ კვირას გასტანს, პლიუს-მინუს რამდენიმე დღე."

"ჩვენი იმედი გვგაქვს, რომ ის შობამდე დაგვიბრუნდება, თუმცა ჯერ მას არ შეუძლია თამაში." - დაამატა შოტლანდიელმა. "მას ისეთი ტრავმა აქვს, რომელიც პირველ ეტაპზე ხელს შეუშლის ბევრი თამაშის ჩატარებაში. ამ ტრავმას დიდი მოფრთხილება უნდა."

მენეჯერმა ასევე ისაუბრა მაიკლ კერიკის როლზე კლუბში და განაცხადა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში. თუმცა მოიესს სჯერა, რომ "იუნაიტედს" მის გარეშეც შეუძლია თამაშების მოგება.

"მაიკლ კერიკი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ნახევარდაცვის ცენტრში. ამიტომ მისი დაკარგვა დიდი პრობლემაა."

"თუმცა, ჩვენ გვყავს საკმარისად ძლიერი შემადგენლობა იმისათვის, რომ ამას გავუმკლავდეთ." - განაგრძო მოიესმა. "ერთი რამ, რაც აქ მოსვლის დღეს ვთქვი არის, რომ მე შანსს მივცემდი ყველას, იმისათვის რომ ეჩვენებინათ საკუთარი შესაძლებლობები. მათ ჰყავთ ახალი მწვრთნელი და მათ საშუალება ექნებათ დამანახონ მე, თუ რა შეუძლიათ."

"ისინი არიან გამარჯვებულები და მიჩვეულები არიან გამარჯვებას. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ რასაც ვხედავ. ისინი მთელი ძალებით ცდილობენ ამის გაკეთებას."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები, პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
14 დეკემბერი 2013 14:22
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მალე დაბრუნდეს და გადავიტანთ პერსის ტრავმას.
ჯონსი-კერიკი
კაგავა
რუნი

ესე იქნება ძალიან მაგარი
0
№2
ავტორი: LizarD
14 დეკემბერი 2013 14:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Vodafone,
ხო კარგი იქნება, წესით უნდა დალაგდეს ყველაფერი როცა დაბრუნდება, მაგრამ ერთი კაცის იმედზე რომაა მანჩესტერი ტეხავს, კარგი შემცვლელი ჭირდება, ფელაინი ვერ ამართლებს..
0
№3
ავტორი: xfergix
14 დეკემბერი 2013 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
როგორც იქნა ოღონდ შენ დაბრუნდი რა
0
№4
ავტორი: Goginashvili777
14 დეკემბერი 2013 15:24
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ჩემი ყველაზე საყვარელი იგროკი ბრუნდება
აუ ეს და ფლეტჩერი დააყენეთ მიეცით რკინის კაცს შანსი :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: GeorgeBest
14 დეკემბერი 2013 17:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გვჭირდება ეს კაცი და იმედია მალე დაგვიბრუნდება no

ჩვენ გვყავს საკმარისად ძლიერი შემადგენლობა იმისათვის, რომ ამას გავუმკლავდეთ


კერიკი მაინც გვაკლია!
0
№6
ავტორი: Best 7
14 დეკემბერი 2013 21:42
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მალე თორემ დამღალა კლეველის ჩოჩიალმა
0
№7
ავტორი: BERDI
14 დეკემბერი 2013 22:39
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კერიკი სხვა დონეა გვჭირდება აუცილებლად რაც შეიძლება მალე სულ სხვანაირად თამაშობს გუნდი როცა კერიკია მოედანზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top