მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი თავმდასხმელი ენდი კოული მიიჩნევს, რომ რობინ ვან პერსიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო იუნაიტედში გადმოსვლით და ახლა უფრო მეტი შანსი აქვს ტიტულებითვის იბრძოლოს:" არსენალი უდიდესი კლუბია. რობინმა ეს კლუბი იმიტომ დატოვა, რომ მას ტიტულების მოგება უნდა. არანაირი ლაპარაკი არ უნდა იყოს იმის შესახებ, რომ ის არ აფასებს თავის ყოფილ კლუბს. უბრალოდ ცუდია როცა გუნდში ატარებ 8 წელს და ყოველი მომდევნო სეზონი ჰგავს წინას. თან ის 29 წლისაა. მეთოფეები ყოველთვის მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ რობინს მეტი ჭირდებოდა. სწორე ამიტომ შეუერთდა წითელ ეშმაკებს. მან მალევე განაცხადა, რომ იუნაიტედში არა ფულის გამო, არამედ გამარჯვებისთვის გადმოვიდა. ეს მის პიროვნებაზე დადებითად მოქმედებს. ყველაფერი გასგები იყო და ის შეუერთდა სერ ალექსის გუნდს."
"სიმართლე გითხრათ, რობინი რომ არსენალში დარჩენილიყო არანაირი შანსი არ ექნებოდა რაიმე ტიტულისთვის ებრძოლა. ვენგერის არსენალს შესანიშნავი გუნდი ჰყავდა. მას იმ დროის საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდა. თუ გაიხსენებთ მათ შემადგენლობას- პატრიკ ვიეირა, მარკ ოვერმარსი, ფრედი იუნგბერგი, რეი პარლორი, ლი დიქსონი, ნაიჯელ უინტერბერნი, ტონი ადამსი, დევიდ სიმენი- მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ. დღევანდელ არსენალს თუ გადავხედავთ, არამგონია ძველი ფეხბურთელების სახელებმა შეგვაშინონ. ბოლო რამდენიმე წელია მათთვის პრიორიტეტი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. ამ ტურნირზე წარმატებისათვის მას უფრო უკეთესი ფეხბურთელები სჭრიდება. არსენ ვენგერი ვერ ინარჩუნებს თავის ვარსკვლავებს, რადგან მათ არ ჯერა იმის, რომ კლუბი წარმატებას მიაღწევს. ასეთ პირობებში ძნელია ააწყო გუნდი და დაუპირისპირდე იუნაიტედს, თან მაშინ, როცა ფეხბურთელი რომელიც შენს გუნდში რამდენიმე წლის განმავლობაში საუკეთესო იყო, სწორედ იუნაიტედში გადმოვიდა."