თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2013, 00:51
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1471,
კომენტარები: 10
შმეიხელი: გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს
პიტერ შმეიხელმა "იუნაიტედი" გააკრიტიკა
შმეიხელი: გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა უნდა დატოვოს
პიტერ შმეიხელი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელს საერთოდ არ ანაღვლებს გუნდი და მოიესს მოუწოდა, რომ სერიოზული წმენდა ჩაატაროს გუნდში იანვრის პერიოდში.

"იუნაიტედი" მეცხრე ადგილზე იმყოფება "პრემიერ ლიგაში", მას შემდეგ რაც ორჯერ დამარცხდა საკუთარ კედლებში "ნიუკასლის" და "ევერტონის" წინააღმდეგ. ლეგენდარულმა მეკარემ კი მოიესს ურჩია ეფიქრა იანვარში გუნდის გასუფთავებაზე.

Sportsmail-თან საუბარში დიდმა დანიელმა განაცხადა: "მე მგონია, რომ მან ზოგ ფეხბურთელს უნდა დაატოვებინოს გუნდი. კლუბში არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც არანაირ სამუშაოს არ აკეთებს გუნდის სასარგებლოდ."

"მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელად ყოფნა მოითხოვს გარკვეულ სათამაშო დონეს, მენტალიტეტს და შენ უნდა ამაყობდე, რომ ასეთი გუნდის ნაწილი ხარ. მე ვხედავ 5-6 ფეხბურთელს, რომელთაც უბრალოდ არ აინტერესებს "იუნაიტედი", ამ გუნდს არასდროს ჰყოლია ასეთი ფეხბურთელები. შენ უნდა გაღელვებდეს შენი გუნდის ბედი."

"ეს ძალიან მარტივია. ყველა ამას ამბობს. მოდი ვთვათ, რომ გუნდს ჰყავს 560 მილიონი გულშემატკივარი. თუ შენ დასახელებული ხარ პირველ თერთმეტეულში, შენ იღებ 560 მილიონი ადამიანის ბედნიერად ყოფნის პასუხისმგებლობას. ეს ძალიან დიდი რიცხვია. ასევე ყოველდღე "ოლდ ტრაფორდზე" 75000 ადამიანი მოდის შენი თამაშის სანახავად."

"სწორედ ეს არის რაც უნდა გესმოდეს როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ხარ - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც მოედანზე ყოფნისას უნდა გქონდეს. ზოგ ფეხბურთელს ეტყობა, რომ არ ანაღვლებს ეს და ისინი არ იმსახურებენ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურის ტარებას."

"მე ვფიქრობ, რომ დევიდ მოიესი მიხვდა ამ ყველაფერს და ის რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს გუნდიდან, ამან შეიძლება იმაზე მეტი გავლენა იქონიოს, ვიდრე ახალი ფეხბურთელების მოსვლამ."


ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ "იუნაიტედის" პრობლემები, მათმა სატრანსფერო პასიურობამ გამოიწვია, რადგან მათ ვერ მოახერხეს ვერცერთი ფეხბურთელი ყიდვა, მარუან ფელაინის გარდა. რომელმაც ჯერ კიდევ ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების დამტკიცება.

ხოლო შმეიხელი, რომელმაც "იუნაიტედთან" ერთად თითქმის ყველა საკლუბო ტურნირი მოიგო, თვლის რომ მოიესმა უნდა გამოიყენოს კლუბის შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები და გააგრძელოს ტრადიცია, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა მამკვიდრეობით დაუტოვა გუნდს.

"მოიესმა უნდა მიმოიხედოს გასახდელში და შეხედოს ფეხბურთელებს, რომელიც მან გაიფორმა, არა ფეხბურთელებს, რომელიც წინა მწვრთნელმა შეიძინა. მაგრამ რა აზრი აქვს ფეხბურთელების ყიდვას, თუ ისინი იმაზე უკეთესები არ არიან, რომლებიც გყავს და ვერ შეძლებენ გუნდის გაძლიერებას?"

"მე ვიცი, რომ ძალიან ცუდია "იუნაიტედის" ამჟამინდელი მდგომარეობა, თუმცა იანვარში იშვიათად ჩნდება გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელები."

"ეს ძალიან სარისკო საქმეა. შენ არ უნდა გადაიხადო 50 მილიონი ფეხბურთელში, რომელიც საშუალოზე ძლიერია. ვიცი რომ არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. მე ვფიქრობ ჩვენ უკეთესები ვართ."

"მე მირჩევნია შანსი მივცე დევიდ მოიესს, რათა ააშენოს ძლიერი გუნდი და მივიღო ის ფაქტი, რომ ჩვენ მეცხრე პოზიციაზე ვართ. არ არის საჭირო პანიკა და სიტუაციის ახალი ფეხბურთელების ყიდვით გამოსწორება, ამას დრო გვიჩვენებს."


წყარო: DailyMail
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
14 დეკემბერი 2013 00:52
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მართლა გასაშვებია ბევრი ფეხბურთელი, როგორც ჩანს ფერგის დროს ვერ ბედავდნენ ესე ფეხებზე დაკიდებას, სერიოზული წმენდაა საჭირო.
0
№2
ავტორი: GoGa.
14 დეკემბერი 2013 01:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
1. იანგი
0
№3
ავტორი: Beckham 7
14 დეკემბერი 2013 01:19
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
გენაცვალე სიმართლეში, ესაა იუნაიტედი? დარბიან და დორბლები ჩამოსდით, მიბაძონ ჯონსს და რუნის. ვენაცვალე მაგათ...

საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№4
ავტორი: zatara
14 დეკემბერი 2013 01:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
GoGa.,

2. იანგი
3.იანგიც
4. რა თქმა უნდა იანგიც
5ც იანგი :D :D :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№5
ავტორი: LizarD
14 დეკემბერი 2013 01:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
zatara,
+1 :დ
0
№6
ავტორი: red devil
14 დეკემბერი 2013 06:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Genacvale piter chemi satqmeli tqva am kacma <3 yangi welbeki clerveli andersoni zaha(arendit) evansi da unea davimatot minimum 2 naxevarmcveli da erti mcveli
0
№7
ავტორი: Best 7
14 დეკემბერი 2013 09:16
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
იანგი,კლევერლი,ველბეკი,ანდერ
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
14 დეკემბერი 2013 09:21
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
red devil,
ევანსი არაა გასაშვები კაცი
0
№9
ავტორი: chudikone
14 დეკემბერი 2013 12:17
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
იანგი, ქლევერლი და ველბეკი მოაშორეთ პირველ რიგში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: lefty
14 დეკემბერი 2013 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ველბეკი არაა გასაშვები კაცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top