მოიესის პრესკონფერენცია "ასტონ ვილასთან" მატჩამდე.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელმა დევიდ მოიესმა "ასტონ ვილასთან" მატჩამდე 2 დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა აონის სავარჯიშო ბაზაზე კარინგტონში. მოიესმა ისაუბრა ბოლო გამარჯვებაზე "შახტართან", უეინ რუნიზე, "პრემიერ ლიგაზე" და ვან პერსის ტრამვაზე.
მოიესი "შახტართან" გამარჯვებაზე."მგონი ეს კარგი შედეგია, ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ბოლომდე დაიხარჯნენ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გავედით ჯგუფური ეტაპიდან პლეიოფში, რომელიც არ არის ადვილი. ჩვენ დიდი კვალი უნდა დავტოვოთ ევროპის საუკეთესო ტურნირზე. ჯერ-ჯერობით ჩვენ უნდა დაველოდოთ კენჭისყრას და მომდევნო რაუნდს."
მოიესი პრემიერ ლიგაზე."ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სეზონის ბოლოს მოვხვდეთ ცხრილის სათავეში. ჩვენ სეზონის ბოლომდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი. აქ ტურნირის ბედს ერთი და ორი თამაში არ წყვეტს. ამაზე, არ შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ "იუნაიტედი" ძველ ფორმას მალევე დაუბრუნდება. ჩვენ უნდა ვითამაშოთ კარგად ყველა ტურნირზე. ჩვენ მოვიგეთ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები. ჩვენი ბოლო თამაშები ლიგაში კრახით დასრულდა, წავაგეთ ზედიზედ 2 მატჩი საკუთარ კედლებში, მაგრამ ეს ყველაფერს არ წყვეტს. ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ ბოლომდე."
ბოსი რუნიზე საუბრობს"რუნი "იუნაიტედში" ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც მუდამ ანახებს მაყურებელს თავის კლასს. მას შეუძლია დაამხოს სერ ბობის რეკორდი, მე მჯერა მისი."
მოიესი ვან პერსიზე და სხვა ტრამვირებულებზე."მარუან ფელაინი და მაიკლ კერიკი გუნდს მალე შეურთდებიან. სამწუხაროა, მაგრამ რობინი ერთი თვე კლუბს ვერ დაეხმარება ბარძაყის ტრამვის გამო. ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის."
წყარო