თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2013, 21:28
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1727,
კომენტარები: 9
მოიესი: რუნი კლუბის ისტორიაში საუკეთესო გახდება
"იუნაიტედის" მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა უეინ უნიზე ისაუბრა
მოიესი: რუნი კლუბის ისტორიაში საუკეთესო გახდება
დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი შეძლებს სახელის დამკვირდრებას "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში და მოახერხებს კლუბის საუკეთესო ბომბარდირის, ბობი ჩარლტონის რეკორდის მოხსნას.

რუნი ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა შორის და ის მხოლოდ 42 გოლით ჩამორჩება ჩარლტონს, რომელსაც წითელი მაისურით 249 გოლი აქვს გატანილი. მენეჯერს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რუნი საუკეთესო ბომბარდირების ჩამონათვალს სათავეში ჩაუდგება.

"რუნის წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ელის და მას დიდი მიზნები აქვს, მას შეუძლია სერ ბობის რეკორდის მოხსნა." - განაცხადა მოიესმა პრესკონფერენციაზე.

მოიესს ასევე სჯერა, რომ რუნის ფიზიკური შესაძლებლობა მას საშუალებას მისცემს კიდევ უამრავი წელი ითამაშოს და ამ მაჩვენებლით დაეწიოს რაიან გიგზის მაჩვენებელს, რომელიც ასევე საუკეთესოა კლუბის ისტორიაში. როგორც მოგეხსენებათ, რუნი მალე მე-500 მატჩს ითამაშებს კარიერაში და მას გიგზის რეკორდამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია (955 მატჩი). თუმცა, როცა მოიესს ჰკითხეს შეძლებდა თუ არა ინგლისელი თავდამსხმელი ლეგენდარული უელსელის რეკორდის მოხსნას, მან უპასუხა:

"ჩემი აზრით მას შეუძლია. ასაკის მატებასთან ერთად ის შეძლებს ახალი სტილის ათვისებას. თუ ის დაკარგავს სისწრაფეს, მას უფრო სიღრმიდან თამაშის შესაძლებლობა ექნება."

"ამ კლუბს ჰყავს უამრავი ლეგენდა და უეინს შეუძლია გახდეს ღირსეული წევრი მათ შორის. ის უკვე არის, თუმცა მას შეუძლია გახდეს საუკეთესო საუკეთესოთა შორის. თუ ის კარგად თამაშს გააგრძლეებს, დარწმუნებული ვარ ამას მოახერხებს."

"მე მჯერა, რომ მას აქვს ამის გაკეთების უნარი, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და თავისუფლად შეძლებს დიდი დროით თამაშს. მან უკვე მოახერხა ბევრი მატჩის ჩატარება, თუმცა ის ამაზე არ გაჩერდება. მეორე საკითხია მიუახლოვდება თუ არა ის გიგზის მაჩვენებელს, რადგან რაიანის შედეგი უბრალოდ არაამქვეყნიურია."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები, პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
13 დეკემბერი 2013 21:31
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
იმედია მოხსნის ჩარლტონის რეკორდს, გიგზიზე ცოტა ეჭვი მეპარება.
0
№2
ავტორი: BERDI
13 დეკემბერი 2013 21:48
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ძალიანაც კარგი შესანიშვაავ ფორმაშია და კიდევ მოუმატებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2013 23:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მოხსნის აბა რა <3
0
№4
ავტორი: LizarD
14 დეკემბერი 2013 00:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მოიესი რუნის მოტივაციაზე ჩალიჩობს, რვპ რახან დაიმტვრა, გოლები უნდა :დ
0
№5
ავტორი: MANUTD FAN.
14 დეკემბერი 2013 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მაგაში დარწმუნებული ვარ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№6
ავტორი: red devil
14 დეკემბერი 2013 06:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Midi rooney sheni imedi gvaq moxseni eg rekordi da gaxdi sauketeso
0
№7
ავტორი: N10
14 დეკემბერი 2013 13:02
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
აუ გიგზის რეკორდი ვინმემ მითხარით რა რაარი?
0
№8
ავტორი: Vodafone
14 დეკემბერი 2013 13:40
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
N10,
955 მატჩი ჩაატარა კლუბში, ყველაზე მეტი
0
№9
ავტორი: lefty
14 დეკემბერი 2013 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ყველაზე მაგარი ინგლისელი დგეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top