"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდებმა მოიგონეს, "იუნაიტედის" ყოფილი კაპიტნის და ლეგენდარული ფეხბურთელის ბილ ფოულსკის ხსოვნა, რომელიც გასული თვის მიწურულს გარდაიცვალა.
ბილ ფოულსკის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ესწრებოდნენ: სერ ბობი ჩარლტონი, ჰარი გრეგი, დენის ლოუ, პედი კრერანდი, ბრაიან რობსონი, ბრაიან კიდი, ალექს სტეპნი, მარტინ ბუჩანი, უილფ მაკგინესი და სერ მეტ ბასბის შვილი სენდი.
დასასრულს თავის სიტყვით გამოსვლაში, სერ ბობი ჩარლტონმა განაცხადა:" ჩვენ მუდამ გვემახსოვრება ბილი, ის არაჩვეულებრივი ადამიანი და კლუბის მნიშვნელოვანი პირი იყო".