”მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი, ნემანია ვიდიჩი ტრავმას საახალწლოდ მოიშუშებს და დაუბრუნდება გუნდს. MUTV - სთან ინტერვიუში ”წითელი ეშმაკების” დამრიგებელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ სერბი ცენტრალური მცველი გამოჯანმრთელებას იანვრის ან დეკემბრის შუა თვეებში მოახერხებს.
ვიდიჩს ახალ მოშუშებული ჰქონდა უმძიმესი ტრავმა, რომელიც წინა წელს ჩემპიონთა ლიგის მათჩში ”ბაზელთან” მიიღო. სრული აღდგენის შემდეგ მან მაინც იგრძნო მუხლში დისკომფორტი და ექიმებს მიმართა. საბოლოოდ მას ოპერაცია დასჭირდა. - ”ვფიქრობ ვიდიჩი საახალწლო პერიოდში დაბრუნდება.” - განაცხადა ფერგიმ.