თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2013, 14:29
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2303,
კომენტარები: 10
კოკე სახლის დატოვებას არ აპირებს
მოიესი კოკეს თამაშს დაესწრო ესპანეთში, მაგრამ კოკეს სახლის დატოვება არ სურს.
კოკე სახლის დატოვებას არ აპირებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი დავიდ მოიესი ოთხშაბათს დაესწრო მატჩს „ატლეტიკო“–„პორტო“ და “Daily Mail”–ის განცხადებით, ის აკვირდებოდა „ატლეტიკოს“ ნახევარმცველ–კოკეს, რომელსაც "ახალი ჩავიც" კი უწოდეს.

მოიესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შემატოს გუნდს მეტი კრეატიულობა იანვარში და მისი მთავარი სამიზნე ამ საქმისთვის კოკეა, რომელიც სასიცოცხლო ნაწილს წარმოადგენს „ატლეტიკოსათვის“. „ატლეტიკო“ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და დიდ პრობლემებსაც უქმნის „რეალსა“ და „ბარსელონას“ „ლა ლიგის“ ტიტულისათვის ბრძოლაში.

კოკემ ხელი მოაწერა ახალ ხუთ–წლიან კონტრაქტს „ატლეტიკოსთან“ სექტემბერში. ამიტომაც, თუ „მანჩესტერს“ მისი შეძენა სურს, დამატებითი თანხის გადახდაც მოუწევს. როგორც „Daily Mail“ იტყობინება თანხა იტრიალებს £30 მილიონის გარშემო.

კოკე სერ ალექს ფერგიუსონის სამიზნეც გახლდათ წინა სეზონში და დღეს მოიესი მზად არის შეიძინოს 21 წლის ნახევარმცველი.

თუმცა „იუნაიტედს“ ძალიან გაუჭირდება კოკეს გადმობირება იანვარში, რადგან სანამ „მანჩესტერი“ ცხრილის შუაშია მოქცეული და ჩამორჩება ამჟამინდელი „პრემიერ ლიგის“ ლიდერს „არსენალს“ 13 ქულით, „ატლეტიკოს“ მეორე ადგილი უჭირავს „ლა ლიგაში“ „ბარსას“ შემდეგ.

„ატლეტიკომ“ კარგად იასპარეზა „ჩემპიონთა ლიგაზე“ და 18 ქულიდან 16–ის მოპოვება შეძლო.

გარდა ამისა, „ატლეტიკოს“ მწრთვნელ დიეგოსთვისაც, რთული იქნება კოკეს დათმობა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურა გახდა გუნდისთვის.

კოკე სახლის დატოვებას არ აპირებს

მოიესს დიდი ცვლილებები სჭირდება "იუნაიტედში" და იბრძვის კიდევაც ამისთვის. ყველაზე დიდი და საჭირო ცვლილება სუსტი ნახევარდაცვის გაძლიერებაა. ერთ–ერთი სამიზნე კი კოკეა.


როცა კოკეს ჰკითხეს მოიესის დასწრებაზე ესპანეთში ოთხშაბათს საღამოს, ესპანელმა ასეთი პასუხი გასცა: „მე არაფერი არ მსმენია ამის შესახებ. მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს „ატლეტიკოში“ ყოფნით. მე განვაახლე კონტრაქტი ცოტა ხნის წინ და მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი სახლია და მე ვფიქრობ, ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.“

კოკე, რომლითაც „იუნაიტედის“ გარდა დაინტერესდა „ლივერპული“ და „მილანი“, მოსალოდნელია, რომ გაემგზავრება ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

კოკე სახლის დატოვებას არ აპირებს


DailyMail.co.uk
ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ThiagoAlcantara
12 დეკემბერი 2013 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
au es ro gadmovides dzalian magari iqneba magram aramgonia raa )) mitumetes zamtarshi :Ss
0
№2
ავტორი: Esi
12 დეკემბერი 2013 16:13
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მოდი ბიჭო არ გამაგიჟო...
0
№3
ავტორი: MANUTD FAN.
12 დეკემბერი 2013 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
არ უნდა და დარჩეს ატლეტიკოში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№4
ავტორი: Shako Jones
12 დეკემბერი 2013 18:26
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კოკეეეეეეე :X

რამაგარია ტოო რა ნიჭიერი თან 21 წლისსსს
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 დეკემბერი 2013 19:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დავინტერესდებით, მერე გაზეთები ჩვენთან გადმოიყვანენ უკვე, მერე გამოვა და იტყვის გალათასარაიში მივდივარო ან წნორის მილანშიო და მორჩება ეს ყველაფერი :დ

კარგი ბიჭია და უნდა ვიჩალიჩოთ სერიოზულად.
0
№6
ავტორი: zatara
12 დეკემბერი 2013 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
წელს ზამთარში არ ელოდოთ ისეთ ფეხბურთელს რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ნათამაშები აქვს....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№7
ავტორი: Vodafone
12 დეკემბერი 2013 21:52
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
რამდენიც საჭიროა გადაიხადონ, ძალიან მაგარი ვინმეა
0
№8
ავტორი: LizarD
13 დეკემბერი 2013 04:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ფული ჯოჯხეთს ანათებსო, თან 21 წლის ფეხბურთელია...
0
№9
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2013 15:16
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რო მევასება ის კაცია არადა
0
№10
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
წამო კოკე წამოო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top